ვიდრე უშუალოდ ბენზო ხერხზე ვისაუბრებდეთ, მიმოვიხილოთ ხერხთა სხვა ტიპებიც, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციებით განსხვავდებიან. მაგალითად, ელექტრო ხერხს ძირითადად დურგლები და ელექტრიკოსები ფლობენ. ამ ხელსაწყოს ძირითადად ხის, ლითონის, ბეტონისა და პლასტმასის გასაჭრელად იყენებენ, ამასთანავე მოიხმარენ იატაკიდან ფილების ამოღებაშიც. ცირკული ხერხიც ელექტრო ხელსაწყოა, რომელიც ბენზო ხერხისგან განსხვავებით უფრო პორტაბელური და მარტივად მოსახმარია, მაგრამ ძირითადად ნაკლებად მტკიცე და რბილს მასალებთან გასამკლავებლად იყენებენ.
რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ბენზო ხერხის შეძენამდე?
- რა საქმიანობისთვის აპირებთ ბენზო ხერხის გამოყენებას? ბენზო ხერხი ძირითადად ხეების მოსაჭრელად და მორების დასანაწევრებლად გამოიყენება, მაგრამ ამავდროულად მოქანდაკეები მას ხის ზედაპირის მოსაპირკეთებლად იყენებენ და მეტი სიზუსტის მქონე აპარატი სჭირდებათ. ამიტომ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აიცილოთ, წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა საქმიანობაში გამოიყენებთ.
- რამხელა სიმძლავრის მქონე ბენზო ხერხი გირჩევნიათ? რაც უფრო მაღალია დრუჟბის სიმძლავრე, მით უფრო დიდი ხნის განმავლობაში და ეფექტურად იმუშავებს და სასურველი შედეგის მიღწევასაც ნაკლებ დროში შეძლებს. ამიტომ რაც უფრო დიდია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, მით უფრო მაღალი სიმძლავრის ჯაჭვური ხერხია საჭირო. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ დრუჟბის ავზის დიდი მოცულობა მის დიდი ხნის განმავლობაში უწყვეტად და სტაბილურად მუშაობას უზრუნველყოფს. ბრუნვის მაღალი სიჩქარე კი მცირე დროში გაგაჭრევინებთ მორებს. საბოლოოდ, დაზოგავთ დროს და ენერგიას.
- ფლობთ თუ არა ინფორმაციას ბენზო ხერხის გამოყენებისას დასაცავი უსაფრთხოების წესების შესახებ? ვიდრე ჯაჭვურ ხერხს შეიძენდეთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ ხელსაწყოს გამოყენების წესებს, იმოქმედოთ დიდი ყურადღებით და მკაცრად დაიცვათ უსაფრთხოების წესები. მაგალითად, წვიმიან ამინდში დრუჟბის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა ზედაპირი დაუსველდეს, სრიალი დაიწყოს და ნაკლები სიზუსტით გაჭრას მასალა.
- რა ზომის ბენზო ხერხი გირჩევნიათ? სასურველი ბენზო ხერხის ზომა და წონაც შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ, მართალია ხელსაწყო არც ისე პორტატულია, მაგრამ ერთ ჩართვაზე დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში წონაში მცირედი განსხვავებაც შესამჩნევია.
გირჩევთ, არჩევანის გაკეთებამდე ამ კითხვებს უპასუხოთ და კეთილგონივრული და საკუთარ საჭიროებებზე მორგებული არჩევანი გააკეთოთ.
მსოფლიოში საუკეთესო ბენზო ხერხებს კი საერთაშორისო ბაზრის წამყვანი ბრენდები Lux Garden, Tolsen და Crown გთავაზობენ. გირჩევთ, გაეცნოთ რამდენიმე მათგანის მახასიათებლებს და სასურველი ვარიანტი ამოარჩიოთ:

მახასიათებლები:
- ბრენდი LUX GARDEN
- პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე
- სიმძლავრე 2100W
- ზომა 20''
- გარანტია 1 წელი
- წონა (კგ) 7.5
- კვების წყარო საწვავი
- ძრავის მოცულობა 54.6cc
- ავზის მოცულობა 0.5 l
- ბრუნვის სიჩქარე 3000min
უპირატესობები:

მახასიათებლები:
- ბრენდი TOLSEN
- პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე
- სიმძლავრე 2000W
- ზომა 20''
- გარანტია 1 წელი
- წონა (კგ) 8.5
- კვების წყარო საწვავი
- ძრავის მოცულობა 52cc
- ავზის მოცულობა 0.55 l
- ბრუნვის სიჩქარე 3000min
უპირატესობები:

მახასიათებლები:
- ბრენდი CROWN
- პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე
- სიმძლავრე 1800W
- ზომა 18''
- გარანტია 1 წელი
- წონა (კგ) 5.54
- კვების წყარო საწვავი
- ძრავის მოცულობა 45cc
- ავზის მოცულობა 0.55 l
- ბრუნვის სიჩქარე 3000min
უპირატესობები:
ასე, რომ გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ ონლაინ ჰიპერმარკეტ holst.ge-ს ვებ გვერდს, თვალი გადაავლოთ შემოთავაზებულ ელექტრო ხელსაწყოთა მრავალნაირ ვარიაციებს, ერთმანეთს შეადაროთ უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების მიერ შემოთავაზებული ელექტრო ხელსაწყოები, მათ შორის ბენზო ხერხები და თქვენი საქმიანობისთვის შესაბამისი ვარიანტი შეიძინოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განვადების არაჩვეულებრივი პირობებითა და საკურიერო მომსახურებითაც ისარგებლოთ. holst.ge - უმაღლესი ხარისხისა და თქვენი კომფორტულობის გარანტი.