როგორ შევარჩიოთ ჯაჭვური ხერხები ძრავის მიხედვით

როგორ შევარჩიოთ ჯაჭვური ხერხები ძრავის მიხედვით

ჯაჭვური ხერხი საუკეთესო იარაღია ხის, მორების და საერთოდ, ნებისმიერი ხის მასალის მოსაჭრელად. ორ კაციან, ბირდაბირ ხერხთან შედარებით, გაცილებით ხარისხიან შედეგს იღებთ და რაც მთავარია გაცილებით სწრაფად. ამ საკითხზე ყველა ერთხმად შევთანხმდებით.

საქართველოში ჯაჭვური ხერხების დიდი არჩევანია და შეძენა არ გაგიჭირდებათ, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად უნდა გესმოდეთ თქვენი საჭიროებები და ჯაჭვური ხერხის მიმართ მოთხოვნები.

ბენზო ხერხი

ელექტრო ჯაჭვური ხერხი

ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

ძრავის მიხედვით, არსებობს სამი სახის დრუჟბა: ელექტრო ჯაჭვური ხერხი, ბენზო ხერხი და ჯაჭვური ხერხი ელემენტზე. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. განვიხილოთ თითოეული მათგანი მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული კრიტერიუმებით.

სიმძლავრე

სიმძლავრე ჯაჭვური ხერხის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომლითაც მომხმარებლები ინტერესდებიან. თუ ჯაჭვური ხერხის შეძენისას სიმძლავრე გადამწყვეტია, მაშინ ბენზო ხერხი უნდა აირჩიოთ. რა თქმა უნდა ყველა მოდელს განსაზღვრული სიმძლავრე აქვს, თუმცა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და მაღალი სიმძლავრით ბენზო ხერხს შეიძენთ. არანაკლების სიმძლავრის მიღება შეგიძლიათ ელექტრო ჯაჭვური ხერხის შეძენისას. მაღალი სიმძლავრის მისაღებად ყველაზე მეტი თანხის გადახდა ჯაჭვური ხერხის ელემენტზე შეძენისას მოგიწევთ.

მობილურობა და წონა

მომხმარებლები ასევე ხშირად სვამენ კითხვას ჯაჭვური ხერხის წონაზე და რამდენად მარტივია მით გადაადგილება. ბენზო ხერხი მობილური მოწყობილობაა და მისი გადატანა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, თუმცა არც თუ ისე მსუბუქია. შესაბამისად დიდი დრუჟბა შეიძინეთ შესაძლოა გაგიჭირდეთ მისი ხეზე ატანა. ელექტრო დრუჟბა მსუბუქია, თუმცა სამუშაოდ კაბელი სჭირდება. ამიტომ კვების წყაროდან შორს ვერ წაიღებთ, ამასთან ჯაჭვური ხერხით მუშაობისას კაბელი შეიძლება ფეხებში გაგებლანდოთ. ყველაზე მსუბუქი და მობილური დრუჟბა ელემენტზე მომუშავეა. ასე რომ ამ კრიტერიუმში დრუჟბა ელემენტზე უკონკურენტოა.

ხმაური

წინა ორთან შედარებით ნაკლებად ხშირია მომხმარებლის გამოხატული ინტერესი ჯაჭვური ხერხის ხმაზე, თუმცა მოკლედ განვიხილოთ ეს კრიტერიუმი. ბენზო ხერხი ხმაურიანი აპარატია და აუცილებლად შეაწუხებთ ახლო მახლო მცხოვრებ მეზობლებს, განსხვავებით ელექტრო და ელემენტიანი ჯაჭვური ხერხისგან. მათი ძრავი საკმაოდ დაბალ ხმაზე მუშაობს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ცხრილით შევაჯამოთ თითოეული ჯაჭვური ხერხის ღირსებები და ნაკლოვენებები.

 

სიმძლავრე

მობილურობა

სიმსუბუქე

დაბალი ხმა

ხელმისაწვდომი ფასი

ბენზო ხერხი

check icon

check icon

 

 

check icon

ელექტრო ჯაჭვური ხერხი

check icon

 

check icon

check icon

check icon

ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

 

check icon

check icon

check icon

 

TOLSEN TOL1591-79614 ჯაჭვური ხერხი საწვავზე 52CC,20"

tolsen drujba

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე

სიმძლავრე 2200W

ზომა 20''

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 8.5

კვების წყარო საწვავი

ძრავის მოცულობა 52cc

ავზის მოცულობა 0.55 l

ბრუნვის სიჩქარე 3000min

მოტორი 2 ტაქტიანი

თუ სიმძლავრე და ხელმისაწვდომი ფასი თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ ბენზო ხერხი საუკეთესო არჩევანია. ჰოლსტზე უამრავი ბენზო ხერხი შეგხვდებათ. ეს კონკრეტული მოდელი კი საკმაოდ მაღალი სიმძლავრისაა და მისი შეძენა დაბალ ფასად შეგიძლიათ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მობილურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

CROWN CT15165-ჯაჭვური ხერხი ელექტრო 2400W

Crown jachvuri kherkhi

ბრენდი CROWN

პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი ელექტრო

სიმძლავრე 2000W

ზომა 15''

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.7

კვების წყარო 220-240V

ბრუნვის სიჩქარე 7200min

თუ თვლით, რომ ჯაჭვური ხერხით ძირითადად სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებთ, მაშინ მაღალი სიმძლავრის, მსუბუქ და წყნარ ქრაუნის ელექტრო ჯაჭვურ ხერხს გირჩევთ. რომლის შეძენაც დაბალ ფასად შეგიძლიათ ჰოლსტზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • მსუბუქი
  • დაბალი ხმა

Dewalt DCM565P1-QW ელ. ხერხი ელემენტზე 18V 1X5.0Ah

Dewalt eleqtro kherkhi

ბრენდი DEWALT                    

პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

სიმძლავრე 18V     

ელემენტი 5Ah     

დატენვის ხანგრძლივობა 1.25hrs

ზომა 12''      

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 3.6       

კვების წყარო ელემენტზე                             

ბრუნვის სიჩქარე 7668min

კომპლექტაცია:

  • 1 ელემენტი
  • დამტენი

თუ ჯაჭვური ხერხით ხშირად მოგიწევთ დიდი მანძილის დაფარვა, ან ხეებზე ძრომიალი, მაშინ საუკეთესო არჩევანი ელემენტიანი ჯაჭვური ხერხია. ამ სახის ჯაჭვური ხერხების ყველა ღირსება ზემოთ უკვე ვახსენეთ.  ერთადერთი მინუსი მისი მაღალი ფასია.

უპირატესობები:

  • მობილურობა
  • მსუბუქი
  • დაბალი ხმა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება