ბენზო სათიბელა - გაზონის მოვლის საუკეთესო საშუალება

გაზაფხული მოდის და გარემო მხიარულ ნოტაზე ეწყობა. ზამთრის სიცივეს თბილი დღეები ანაცვლებს. ყველაზე მეტად, ალბათ ის გვიყვარს, გარემო რომ მწვანდება. ხეები ნორჩი ფოთლებით იფარება და გაზონი ახალი ბალახით. აი, ამ მნიშვნელოვან საკითხსაც მივუახლოვდით. გაზონს მოვლა ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით. გაზრდილი ბალახი მოსათიბი და შესალამაზებელია. ამისთვის კი ბენზო ხერხი უნდა დაიხმაროთ. გარდა ამისა, წელიწადის სხვა დროსაც გამოგადგებათ.

რა სახის ბენზო სათიბელა არსებობს და გვაქვს თუ არა ფართო არჩევანი?

რაც უფრო ფართო არჩევანია, მით უკეთესია ჩვენთვის. თითოეულ მახასიათებელს გულს ვაჯერებთ და თუ პირველი ან მეორე მოდელი არ მოგვეწონა, მესამესაც შევავლებთ თვალს. ბენზო ხერხის შემთხვევაში ასეა. მრავალფეროვნება თითქოს არჩევანს ართულებს, მაგრამ სინამდვილეში ასე სჯობს. თუ კი რომელიმე მახასიათებელი, თქვენს საჭიროებებს ვერ დაემთხვევა, გეცოდინებათ რომ ალტერნატივა იქნება. ამდენ მოდელში კი აუცილებლად იპოვით სასურველ ხელსაწყოს. ყოველ შემთვევაში, ვიმედოვნებთ რომ ასე იქნება. რაც შეეხება ბენზო სათიბელას, არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოები.

რა სიმძლავრის ხელსაწყო უნდა შეიძინოთ ?

აუცილებლად მძლავრიო რომ ვთქვათ, არასწორი იქნება. ამიტომ, საკითხს სხვანაირად მივუდგეთ. მოკლედ, სამი კატეგორიის ინსტრუმენტები უკვე გამოვყავით, ახლა კი დროა საქმეები ჩამოვურიგოთ. მძლავრი ბენზო ხერხი დიდი ტერიტორიებისთვისაა განკუთვნილი. შრომატევადი საქმისთვის ზედგამოჭრილია. შეუფერხებლად მუშაობს, პრობლემებს არ ცნობს და მუდამ კმაყოფილს გტოვებთ. საშუალო სიმძლავრის სათიბელაც შეიძლება ფართო სივრცისთვის გამოიყენოთ. თუ კი ხელსაწყო ხარისხიანი იქნება, რთულ საქმესაც გაართმევს თავს. აი, დაბალი სიძლავრის ბენზო ხერხს მარტივი სამუშაო მიანდეთ. მაგალითად, ეზოში საქმიანობა და მცირე სამუშაოები. დიდ მასშტაბზე ასეთივე კარგი ვერ არის. ამიტომ, გაითვალისწინეთ. ეს არის და ეს.

რამდენად ხარისხიანი მოტორი აქვს ჩამოთვლილ ხელსაწყოებს?

მთელი სისტემა მოტორზეა მორგებული. ინსტრუმენტის გამართულობასაც ეს განაპირობებს. ჩამოთვლილი ბენზო ხერხების შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია, ყველა 2 ტაქტიანი მოტორითაა აღჭურვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოც ეფექტურია. თავის საქმეს მარტივად და საწრაფად ასრულებს. ამ ყველაფერს კი გაგრილების სიტემაც ემატება. ეს ფუნქცია ყველა მოტორს აქვს. როცა ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ბენზო სათიბელა გაცხელდება, ავტომატურად გაგრილების სისტემა ჩაირთვება და ხელსაწყოს დაზიანებისგან დაიცავს.

რატომ მოყვება კომპლექტაცია ყველა სათიბელას ?

დამატებითი ხელსაწყოები ზედმეტი არასდროსაა. მით უმეტეს, ისეთები, როგორებიც სათიბელას ახლავს. ესენია: სამი საცვლელი პირი და ქამარი. მათ გარეშე საქმე გართულდება, მეტიც, შეიძლება ვერც შესრულდეს. ხელსაწყოზე პირის გამოცვლა აუცილებელია. ეფექტურობა რომ არ დაკარგოს და მუდამ  მჭრელი იყოს. ქამარსაც კარგად გამოიყენებთ და საქმეს გაიმარტივებთ.

რატომ Holst.ge ?

უკვე შევიტყვეთ, რომ Holst.ge - ზე ბევრნაირ სათიბელას გადააწყდებით. კარგი ამბები ამით არ სრულდება და ვაგრძელებთ. მაგალითად, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველა ბრენდი სათუთადაა შერჩეული და უხარისხო ხელსაწყოებს ვერ იპოვით. მხოლოდ ეს არ არის და ყველაფერს კომფორტიც ემატება. ეს რაში გამოიხატება ? აი, იმაში რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ. ნებისმიერი ადგილიდან და დროსაც მნიშვნელობა არ აქვს. გამოწერა ყოველთვის შეგიძლიათ, დღის ყველა მონაკვეთში. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე მიტანა უფასოა. ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ხელსაწყოები თქვენამდე მალე მოვიდეს.

SCHPINDEL ბენზო სათიბელა EXP-5200 Industrial

ამ სათიბელას მსგავსი იშვიათად მოიძებნება. ყველანაირად გამართულია და შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებს. სიძლავრე 1650 W - ია, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ხელსაწყოს ნებისმიერი ტიპის საქმეში გამოიყენებთ. შეგიძლიათ რთული სამუშაო მიაბაროთ, ან სულაც მარტივი. თავს ორივეს კარგად გაართმევს. ინსტრუმენტს ორ ტაქტიანი მოტორი აქვს და გაგრილების სისტემაც ეფექტურად მუშაობს. როცა ხელსაწყო გადაიტვირთება, ეს კონკრეტული რეჟიმი ჩაირთვება და გაანეიტრალებს. ბენზო ხერხს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სამი საცვლელი პირი და ქამარი. ავზის მოცულობა 1.6L- ია. ამ სახის ხელსაწყოსთვის კარგი მაჩვენებელია. ასევე, ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. როგორც ხედავთ, მართლაც გამორჩეული სათიბელაა და ნამდვილად კმაყოფილი იქნებით.

Schpindel benzo satibela

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1650W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.66         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა - 1.6 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:      

  • 3 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ბრუნვის სიჩქარ
  • ტევადობა

Lux Garden ბენზო სათიბელა EXP-5200S

Lux garden - ის ბენზო ხერხს ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, სიმძლავრე, ავზის მოცულობა, კომპლექტაცია, 2 ტაქტიანი მოტორი, გაგრილების სისტემა, კომპაქტურობა, გარანტია და ა.შ. ჩამონათვალის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ინსტრუმენტს ორი საცვლელი პირი და ქამარი მოყვება. ნივთებს სხავდასხვა სიტუაციაში დაიხმართ. ერთ წლიანი გარანტია კი,  ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოგადგებათ. მართალია პრობლემა იშვიათად აქვს, მაგრამ დაზღვევა არაფერს აწყენს.

LuxGarden benzo satibela

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.43         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა - 1.2 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • გაგრილების სისტემა
  • ძლიერი მოტორი
  • გარანტია

Lux Garden ბენზო სათიბელა LX-S-52CC Splited shaft

როდის იყო Lux garden ერთ შემოთავაზებას სჯერდებოდა?! ამიტომ, მეორე მოდელს წარმოგიდგენთ. ისეთივე მარჯვეა, როგორიც პირველი. ორი საცვლელი პირი და ქამარი მოყვება. ტევადი ავზი აქვს, რაც დიდი უპირატესობაა. ასევე, ერთ წლიანი გარნტია ახლავს.

LuxGarden benzo satibela

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.43         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა - 1.2 l       
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:      

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ღერძის სიგრძე
  • ტევადი ავზი
  • კომპლექტაცია

Lux Garden ბენზო სათიბელა LX-52CC

ბოლოს კი ოდნავ განსხვავებულ ინსტრუმენტს გთავაზობთ. სათიბელა კომპაქტურობით გამოირჩევა. დანარჩენების მსგავსად მძლავრია და რთულ საქმეზეც გამოგადგებათ. ინსტრუმენტს ორი საცვლელი პირი, ქამარი და ერთ წლიანი გარაანტია მოყვება. 2 ტაქტიანი მოტორი და გაგრილების კარგი სისტემა აქვს. ისიც არ დავივიწყოთ, რომ თუ ბენზო ხერხს ახლა გამიწერთ, თქვენთან მალე იქნება.

LuxGarden benzo satibela

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.43         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა -  1.2 l     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
  • ძუა - 2.5mm 
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:      

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება