ბენზო სათიბელა - ინსტრუმენტი, რომელიც მთელი დღის საქმეს რამდენიმე წუთში უმკლავდება |
ბენზო სათიბელა - ინსტრუმენტი, რომელიც მთელი დღის საქმეს რამდენიმე წუთში უმკლავდება |
ბევრი ათასწლეულია, ადამიანი გაზონს უვლის და ალბათ, უძველეს ეპოქაში მცხოვრებ არც ერთ ადამიანს აზრადაც არ მოსვლია, ასეთი უცნაური რამ ეთქვა: გაზონი ვჭამოთ?!.. არ ჭამდნენ, უვლიდნენ, გულით უვლიდნენ, თავს ევლებოდნენ და უამრავი დამადასტურებელი აღმოჩენაც გაკეთებულა, რომ საკუთარი კარ-მიდამოს მოვლას ძველი წელთაღრიცხვის ადამიანიც დიდ ყურადღებას უთმობდა.
აგერ, ფაქტებიც: გაზონის პირველი მოხსენიება ჩინეთის საიმპერატორო პარკს უკავშირდება. არსებობს კიდევ უფრო ძველი მტკიცებულებებიც სპარსული, ბერძნული და რომაული ბაღებიდან.
თქვენ წარმოიდგინეთ, გაზონის პირველი ნახატი, რომელიც უძველეს ხელნაწერებშია აღმოჩენილი, XIV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
მოკლედ, კოხტა და მოწესრიგებული ეზო უძველესი ადამიანებისთვისაც მეტად მნიშვნელოვანი რამ გახლდათ, თანაც იმ პირობებში, რომ გაგებაში არ იყვნენ, რა იყო სათიბელა, მეტადრე, ხელსაწყო, რომელიც ბენზინზე იმუშავებდა და მთელი დღის საქმეს რამდენიმე წუთში გაუმკლავდებოდა.
გავიდა ბევრი საუკუნე და დღეს Holst.ge თამამად გთავაზობთ სიკოხტავე-წესრიგის მოყვარულებს ამ მართლაც საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც დროსაც დაგიზოგავთ და კმაყოფილსაც დაგტოვებთ.
იმისთვის, რომ ბაღსა თუ სახლის ეზოში გაზონი მოვლილი იყოს, შესაბამისი ინსტრუმენტები და აღჭურვილობაა საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კომფორტული და ხელმისაწვდომი ვარიანტი ბენზო სათიბელა გახლავთ. ინსტრუმენტი წარმატებით გაუმკლავდება ახალამოსულ ბალახს, მაღალ სარეველას და ბუჩქებსაც კი.
ქვემოთ იმის შესახებ ვისაუბროთ, რომელი სათიბელა უნდა შეარჩიოთ კონკრეტული საჭიროებისთვის, რათა თვალიც გავახაროთ და გულიც სავსე გვქონდეს დადებითი ემოციებით.
სანამ ბენზო სათიბელად შეარჩევთ, სასურველია, მისი კონსტრუქციის საფუძვლებს გაეცნოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გაერკვეთ ძირითადი კვანძების დანიშნულებასა და მახასიათებლებში.
ძრავა მოწყობილობის მუშაობის პოტენციალს განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია მისი სიმძლავრე, მით უფრო დიდ დატვირთვას გაუძლებს დანადგარი და მით უფრო დიდ ტერიტორიას გაასუფთავებს. ერთი კია, სიმძლავრესთან ერთად იზრდება სათიბელას ზომები და წონაც იზრდება. სათიბელას ძრავის ორი ვარიანტი არსებობს.
მარტივი კონსტრუქციის მქონე მსუბუქი და კომპაქტური ძრავა, რომელიც მის შენახვასა და შესაძლო რემონტს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მოსახერხებელია ექსპლუატაციაც. ბენზო სათიბელას 2-ტაქტიანი მოტორი ბრუნვის საკმაოდ მაღალი სიჩქარით გამოირჩევა, რაც მის წარმადობაზე დადებითად მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი ბენზო სათიბელა გარკვეული ნაკლებითაც ხასიათდება. მაგალითად, ხმაურიანია, გამონაბოლქვი აქვს და მუშაობისთვის ბენზინისა და ზეთის ნაზავი სჭირდება ამის მიუხედავად, 2-ტაქტიანი აგრეგატები მაინც მოთხოვნადი და პოპულარულია. ერთი, რომ ფასი აქვს მისაღები და მეორე, ექსპლუატაცია მარტივია, სერვისი - ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მძლავრი მოტორი მაღალი მოტორესურსით. მუშაობს თანაბრად და ჩუმად, საწვავს ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლები აქვს გამონაბოლქვიც. აღჭურვილია ორი ავზით, რომელთაგან ერთში ბენზინი ისხმება, მეორეში - ზეთი. ნარევის წინასწარ მომზადება საჭირო არ არის.
4-ტაქტიანის ნაკლად წონა და ზომები სახელდება. კონსტრუქცია საკმაოდ რთულია, რისი გათვალისწინებითაც, რემონტი არც ისე იაფი დაჯდება. არც ღირებულება აქვს ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც 2-ტაქტიანს.
ჩვეულებრივ, საკუთარი სახლის წინ არც ისე დიდი ზომის გაზონი გვხვდება. ბუნებრივია, ადამიანების უმეტესობას სურს, რომ ეზო ყოველთვის მოვლილი ჰქონდეს და ლამაზად გამოიყურებოდეს. საამისოდ სწორ ადგილას ხართ მოხვედრილი - Holst.ge ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, უფრო სწორად, ჩვენთან შეძენილი ბენზო სათიბელა.
საკუთარი სახლის ეზოს მოსავლელად აბსოლუტურად საკმარისია 2-ტაქტიანი ბენზო სათიბელა არც ისე დიდი სიმძლავრით.
რაც შეეხება აგარაკს, არ არის გამორიცხული, გაცილებით დიდი ტერიტორიები იყოს მოსავლელი. შესაბამისად, შედარებით მძლავრი აპარატი დაგჭირდებათ.
ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სასურველი აღჭურვილობის შეძენას აპირებს, ბუნებრივად ინტერესდება, როგორ შეარჩიოს ინსტრუმენტი სწორად. ამ შემთხვევაში, ეს კითხვა ბენზო სათიბელას ეხება და აქცენტს სწორედ მის პარამეტრებზე გავაკეთებთ.
მოკლედ, სანამ შეიძენთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ:
დამატებითი საკითხები:
ხანგრძლივად შენახვის წინ აუცილებელია, სათიბელას ავზიდან მთელი საწვავი და ზეთი გადმოასხათ. ინსტრუმენტი კარგად უნდა გაწმინდოთ, გარეცხოთ ჰაერის ფილტრი. შეგიძლიათ, სათიბელა კედელზე დაკიდოთ. სასურველია, შენობა, სადაც ინსტრუმენტს შეინახავთ, იყოს თბილი და ხშირად ნიავდებოდეს.