| ბენზო სათიბელა - საუკეთესო საშუალება გაზონის მოვლისთვის |
| ბენზო სათიბელა - საუკეთესო საშუალება გაზონის მოვლისთვის |
ლამაზად გაკრეჭილი გაზონების მიღმა ბევრი შრომა და კარგი სათიბელა დგას. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს. სინამდვილე კი ის არის, რომ თუ ხელთ მარჯვე ინსტრუმენტი გიპყრიათ, საქმე მართლაც მარტივდება. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქმისთვის გამოსადეგი ბენზო სათიბელა გაქვთ. როგორ უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო? რა უნდა გაითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა? ყველა ამ და სხვა კითხვებს პასუხს ბლოგში გავცემთ. მაშ, დავიწყოთ.
როგორც სხვა ინსტრუმენტებს, ბენზო სათიბელებსაც ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს. პირველ რიგში, ყურადღება სიმძლავრეს მივაქციოთ. სწორედ ის მახასიათებელია, რომელზეც თითქმის ყველაფერია დამოკიდებული. შემდეგ ადგილს ავზის მოცულობა იკავებს. რისი თქმა შეგვიძლია ტევადობის განსაზღვრით? ამით გავიგებთ, თუ რამდენ ლიტრ საწვავს იტევს ბენზო სათიბელა. დასავიწყებელი არც ბრუნვის სიჩქარე და ძრავის მოცულობაა. თვალი ამ მახასიათებლებსაც უნდა გადაავლოთ, რადგან საბოლოოდ, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. გაითვალისწინეთ მოტორი, ღერძის სიგრძე და დიამეტრი, კვების წყარო და წონა. როცა ყველა მონაცემებს გადახედავთ და ერთმანეთს შეადარებთ, მარტივად მიხვდებით, თუ როგორი ბენზო სათიბელა გჭირდებათ.
ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. მოკლედ რომ ვთქვათ, რთულ საქმეზე მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი უნდა დაიხმაროთ, ხოლო შედარებით მსუბუქზე, საშუალო ან დაბალი მახასიათებლების ხელსაწყო გამოგადგებათ. თუ ბენზო სათიბელას ამ მარტივი წესის გათვალისწინებით შეიძენთ, საქმე იდეალურად აეწყობა.
თავდაპირველად, იმას გეტყვით, რომ Holst.ge-ზე რჩეულ ბრენდებს გადააწყდებით. დიახ, ზუსტად ასეა, რადგან ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. საიტზე შეხვდებით Tolsen-ის, Crown-ის, Schpindel-ისა და Lux gardeni-ის ბენზო სათიბელებს. თითოეული ბრენდი ხარისხიან ინსტრუმენტებს გთავაზობთ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. არჩევანიც საკმაოდ ფართოა. სწორედ ამიტომ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ხელსაწყოს Holst.ge-ზე აუცილებლად იპოვით. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტს განვიხილავთ, თუმცა საიტზე, სათიბელების სექციაში, ბევრად მეტს იპოვით.
ხარისხიანი ინსტრუმენტები გასაგებია, მაგრამ სულ ეს არის? სულაც არა. ჩვენი უპირატესობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში, Holst- ის დადებითი მხარე ის არის, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ყველაფერი, რაც მოგინდებათ მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ. ამისთვის სახლიდან გასვლა სულ არ გჭირდებათ. ნივთებს იწერთ და ელოდებით. ასე მარტივადაა ყვეელაფერი. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. აღნიშნული პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში.
Tolsen-ის სათიბელა ყველას უნდა.ასეთი მოთხოვნადი მონაცემებიდან გამომდინარეა. ინსტრუმენტი საკმაოდ მძლავრია, მაღალი ბრუნვის სიჩქარე და ტევადი ავზი აქვს. ასევე, არ დავივიწყოთ ორ ტაქტიანი მოტორი გაგრილების სისტემით. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სამი საცვლელი პირი და ქამარი. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის?! სათიბელას სრულ რეკომენდაციას ვუწევთ, როგორც მარტივ, ასევე რთულ საქმეზე.

Crown-ის ყველა ინსტრუმენტი მაღალი რესურსების მქონეა და რა თქმა უნდა, არც ბენზო სათიბელა აკლებს. ხელსაწყოს კომპლექტაცია და გარანტია მოყვება. ინსტრუმენტი სრულიად გამართულია და კარგი მონაცემები აქვს.

Schpindel-ის სათიბელა სიმძლავრითა და ბრუნვის სიჩქარით გამოირჩევა. ხელსაწყოს სამი საცვლელი პირი და ქამარი მოყვება. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი და უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.
