ბენზო ხერხი - მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უფრო საჭირო? |
ბენზო ხერხი - მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უფრო საჭირო? |
ზოგიერთ მუსიკოსს ხელში საკრავი კი არა, ბენზო ხერხი უნდა დააჭერინო - ხმა ისედაც ერთნაირი ექნება და ამ უკანასკნელით საქმეს მაინც გააკეთებს...
ისე, უცნაური კია, მაგრამ რაც კი რამ სახიფათოა, ადამიანს აღაგზნებს, აანთებს, ადრენალინს ჭარბად გამოუმუშავებს და ალბათ, ეს თუა მიზეზი, რომ არაერთი ქვეყნის ცირკში ჟონგლიორები ბურთების ნაცვლად, ჰაერში ხერხებს ისვრიან და საბედნიეროდ და ბევრის გასაკვირად, დაჭერასაც ახერხებენ... მათთვისაც, როგორც გამნაღმველებისთვის, ნებისმიერი შეცდომა უკანასკნელი იქნება... თვალი არ ეცეთ!..
ჟონგლიორებსა და მუსიკოსებს რომ გვერდი ავუაროთ, ამ მეტად საჭირო ინსტრუმენტზე ისედაც ბევრია სათქმელი და განსახილველი.
ჰოდა, დავიწყოთ!
თუკი გსურთ, რომ ჯაჭვური ხერხი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ და რაც მთავარია, იცავდეთ ყველა მოთხოვნას, რაც ინსტრუქციაშია მითითებული.
ბენზო ხერხი - ინსტრუმენტი ორტაქტიანი კარბურატორული ძრავით. მასში ასხამენ ბენზინისა და ზეთის ნაზავს. ხერხი მეტად პრეტენზიულია, სხვათა შორის და საჭიროა ბენზინი, რომლის ოქტანობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს 90-ზე ნაკლები, ხოლო ზეთი - 1:40.
ჯაჭვური ხერხი აუცილებლად საჭიროებს პერიოდულ შემოწმებას. ასევე, აუცილებელია ზეთის დროულად დამატება ჯაჭვების გასაპოხად. ზეთის დონის კონტროლი, როგორც წესი, ძალიან მარტივია და დანახვაც შეიძლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პერიოდულად შეზეთვა სჭირდება მამოძრავებელ მექანიზმსაც.
ასევე, საჭიროა ჯაჭვის დაჭიმულობის რეგულირება. ამისთვის თანამედროვე ხერხები სპეციალური მოწყობილობითაა აღჭურვილი - საკმარისია მოატრიალოთ ხრახნი, რომელიც როგორც წესი, ხერხის გვერდზეა განთავსებული. ჯაჭვის ზედმეტად დაჭიმვას ავტომატური შემზღუდველი უწევს წინააღმდეგობას.
ყველაზე საშიში მომენტი ნებისმიერი ჯაჭვური ინსტრუმენტის გამოყენებისას, გახლავთ ე.წ. უკუდარტყმა - უცაბედი ბიძგი ოპერატორის მიმარტულებით. როცა ჯაჭვი ზედაპირს ეხება, ხშირად, ინსტრუმენტი მკვეთრად ხტება, რასაც შესაძლოა, ტრავმაც კი მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, აუცილებლად არის გათვალისწინებული ავარიული მუხრუჭი. როგორც კი ბიძგები ხერხის ზემოთ აწევას იწყებს, ოპერატორის ხელი ავტომატურად მიემართება დამბლოკველისკენ და 0,1 წამში ჯაჭვი ჩერდება.
უსაფრთხოების ტექნიკა აუცილებლად მოითხოვს მუშაობისას დამცავი ხელთათმანების გამოყენებას. ასევე, აუცილებელია დამცავი ნიღაბი, ან როგორც მინიმუმ, სათვალეები მაინც. შესვენებების დროს, ოპერატორმა არ უნდა დაივიწყოს და უნდა შეამოწმოს ის, თუ რამდენად ბასრია და რამდენად არის დაჭიმული ჯაჭვი. სწორად დარეგულირებული ჯაჭვი მხოლოდ ინსტრუმენტის წონითაც შესანიშნავად მუშაობს.
ჯაჭვის გალესვა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ბენზო ხერხის მუშაობაზე მოქმედებს. ბუნებრივია, ექსპლუატაციის დროს მჭრელი კბილები იცვითება და ბლაგვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინც ინსტრუმენტით სარგებლობს, იძულებული ხდება, მუშაობას უფრო მეტი ძალა შეალიოს. დროდადრო საჭიროა კბილების გალესვა. რაც უფრო დროულად მოხდება ეს, მით ნაკლები იქნება პრობლემები და ჯაჭვიც გაცილებით დიდხანს შეასრულებას თავის დანიშნულებას.
თუკი ჯაჭვური ხერხი მუშაობისას უფრო მეტ ძალის დატანებას ითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივ სჭირდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭრელები დაბლაგვდა, ან დაზიანდა. და თუკი უხეში, სქელი ნახერხის ნაცვლად წვრილი ნარჩენები ცვივა, ესეც იმის მანიშნებელია, რომ კბილებს შველა სჭირდება.
დაბალი ტემპერატურის პირობებში ბენზო ხერხის ექსპლუატაციას თავისი სპეციფიკა აქვს. სიცივეში ძრავი გაცილებით რთულად მოდის მოქმედებაში.
სიცივეში მუშაობისას რეკომენდებულია, ხერხი თბილ შენობაში ინახებოდეს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როცა ხერხი ჯაჭვთან ერთად ინახება. იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დასრულების შემდეგ, გახურებულ ჯაჭვს ცივ შენობაში დატოვებთ (და უარესი - ქუჩაში), სიცივისგან ჯაჭვი შეიკუმშება (როგორც ნებისმიერი საგანი). ამის გამო, არ არის გამორიცხული, ბენზო ხერხის მოქმედებაში მოყვანამ ინსტრუმენტი მწყობრიდან გამოიყვანოს.
როცა ბენზო ხერხზეა საუბარი, ბენზინის ავზის გარეშე მისი წარმოდგენა შეუძლებელია. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდია ავზი, საბოლოო ჯამში, მით მძიმეა ხერხი. ჩვეულებრივ, მისი ტევადობა 1,5 ლიტრს არ აღემატება და უმჯობესია, „ოქროს შუალედის“ მიგნება ავზის ტევადობასა და წონას შორის. თვალსაჩინოებისთვის, 0,4-0,5 ლიტრიანი ავზი საკმარისია დაახლოებით ნახევარ საათიანი შეუჩერებელი მუშაობისთვის.
დანიშნულებისა და კლასის მიხედვით, ბენზო ხერხი პირობითად, 3 სახეობად იყოფა:
საყოფაცხოვრებო ბენზო ხერხი - ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტია სახლის პირობებში.
თუკი გჭირდებათ ჯაჭვური ხერხი სახლისთვის, აგარაკისთვის - ეს ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია. გათვლილია პერიოდულ გამოყენებაზე (დღეში დაახლოებით 45 წუთიანი მოხმარებისთვის).
საყოფაცხოვრებო ბენზო ხერხი შესანიშნავი ვარიანტია აგარაკის მოვლისთვის, მსუბუქი სამშენებლო სამუშაოებისთვის, შეშის მომარაგებისთვის, ზედმეტი ტოტების მოშორებისთვის და საშუალო და მცირე ზომის ხეების მოჭრისთვის და ასე შემდეგ.
ნახევრადპროფესიონალური ბენზო ხერხი - გამოიყენება მცირე შენობა-ნაგებობების აშენების პროცესში, სოფლის მეურნეობაში, მეჩხერი ტყის ჭრისთვის.
თუკი მიზნად გაქვთ მშენებლობა, რეკონსტრუქცია, სახლის რემონტი - ეს ბენზო ხერხი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტად იქცევა. მცირე შესვენებების პირობებში, შესაძლებელია, ხერხი დღის მანძილზე, ჯამში, 8 საათი ამუშაოთ.
პროფესიონალური ბენზო ხერხი - ბენზო ხერხების სამყაროს ლიდერი, მეფე და იმპერატორი. ეს არის მასიური, მძლავრი მოწყობილობა, რომელიც ხანგრძლივ მუშაობაზეა გათვლილი (მინიმალური პაუზების პირობებში, 16 საათიანი მუშაობაა შესაძლებელი).
ასეთ ინსტრუმენტებს იყენებენ ხე-ტყის წარმოებაში, დიდ საწარმოებში, მასშტაბური პროექტებისას და ასე შემდეგ.
პროფესიონალურ ხერხებს არ აშინებს არც სიცხე, არც ყინვა და არც მომატებული ტენიანობა.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მოდელს შეარჩევთ, ზოგადად, რაკი ასეთი ინსტრუმენტის შეძენამდე მიხვედით, ფაქტია, სერიოზული გეგმები გაქვთ.
ჰოდა, Holst.ge-ზე შეგიძლიათ, თქვენთვის საჭირო არა მხოლოდ ბენზო ხერხი, არამედ ნებისმიერი ინსტრუმენტი შეიძინოთ.