ბენზო ხერხით მუშაობა გიწევთ? იჩქარეთ ფრთხილად! |
ბენზო ხერხით მუშაობა გიწევთ? იჩქარეთ ფრთხილად! |
ის ამბავი თუ იცით, რომ წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ? განსაკუთრებით კარგად კი ეს ამბავი სისხლის სამართლის კოდექსსა და ბენზო ხერხის ინსტრუქციას გამოსდით. პრინციპში, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ყველგან ყურადღებით უნდა ვიყოთ, მთავარ სათქმელს კი ქვემოთ მოგახსენებთ.
ხერხი და ისტორია? ისე, რატომაც არა, ვისზე ნაკლებად ბასრი და ყოვლისშემძლეა ვითომ? ჰოდა, თქვენს წინაშეა ბენზოხერხი, იგივე ჯაჭვური ხერხი, რომელიც როგორც წესი, ორტაქტიანი შიდაწვის ძრავით არის აღჭურვილი.
ბენზოხერხის საკვანძო კონსტრუქციული ელემენტები (ჯაჭვური ხერხი, შიდაწვის ძრავი) მე-19 საუკუნის ბოლოსკენ შეიქმნა, პრაქტიკული გამოყენება კი მე-20 საუკუნის პირველ წლებში დაიწყო, ამასთან, გამოიყენებოდა სხვა ტიპის ამძრავები: პნევმატური, ორთქლის, მექანიკური და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ყველა მაშინდელი ბენზო ხერხი სინამდვილეში, დიდგაბარიტიანი მოუხერხებელი დანადგარი გახლდათ, რომლის მართვასაც მინიმუმ ორი ადამიანი სჭირდებოდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხერხის დახვეწა ვერ ხერხდებოდა, თუმცა როგორც იქნა, 1926 წელს გერმანელმა ინჟინერ-მექანიკოსმა ანდრეას შტილმა პირველი ელექტრომოტორიანი ჯაჭვური ხერხი დააპატენტა. რაც შეეხება ბენზინის ძრავიან ხერხს, მისი ავტორი ასევე გერმანელი გამომგონებელი ემილ ლერპია, რომლის ქმნილებას 8 ცხენის ძალის სიმძლავრე ჰქონდა მიღებული და 58 კილოგრამს იწონიდა. ამის შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო - ჯაჭვური ხერხი მაქსიმალურად დაიხვეწა, თუმცა Holst.ge დაბეჯითებით გირჩევთ, ამ ხელსაწყოთი მუშაობისას უსაფრთხოების ზომების დაცვა არასოდეს დაივიწყოთ.
ბენზო ხერხი, როგორც ეს სახელწოდებიდანაც ჩანს, მუშაობს ბენზინზე, რომელიც ძრავთან განთავსებულ ავზში ისხმება. ავზების მოცულობა საშუალოდ 0.50 ლიტრია. ხერხის მუშაობა დამოკიდებულია დატვირთვაზე, საწვავის რაოდენობაზე, სიმძლავრესა და ავზის მოცულობაზე. თუმცა საშუალო ჯაჭვური ხერხი სავსე ავზით 15-20 წუთი უნდა მუშაობდეს იქამდე, სანამ დატვირთვა ნორმას არ გადააჭარბებს.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბენზოხერხს ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება, ვინაიდან საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ნახერხი და მტვერი ზეთიან ჯაჭვს ეწებება და მუშაობას აფერხებს. ასევე, ჰაერის ფილტრიც ბინძურდება, თუ ხერხით აქტიურად მუშაობთ მტვრიან შენობაში ან უბრალოდ, ყოველდღიურად იყენებთ შეშის დასაჭრელად.