ბეტონის შემრევი - ჯერ შენება, რემონტი და საქმე და მერე შვებულება და დასვენება... |
ბეტონის შემრევი - ჯერ შენება, რემონტი და საქმე და მერე შვებულება და დასვენება... |
მზე, ქვიშა, წყალი - კარგია ძალიან, ჩინებული და შესანიშნავი, თუმცა, ქვიშა, წყალი, ხრეში და ცემენტიც არანაკლებ შესანიშნავია, როცა ბეტონია საჭირო. ნუ, თუ პირველი შვებულებისას არის საოცრება, მეორეს ტოლი და სწორი არ გააჩნია მშენებლობის პროცესში. ჰოდა, ჯერ საქმე - შენება, რემონტი და მისთანანი, ხოლო შემდეგ უკვე შვებულება - მზე, ქვიშა, წყალი, კოქტეილი და ასე შემდეგ.
ცოტა ხანი პლაჟზე წამოწოლა გვერდზე გადადეთ, ხელები აიკაპიწეთ და ყური დაგვიგდეთ, რადგან ისეთი დანადგარის შესახებ უნდა ვისაუბროთ, ნებისმიერი მშენებელი გამორჩეულად რომ უფრთხილდება - მას მეშალკა ჰქვია. ნუ, ეს „საახლობლო-საძმაკაცოში“, თორემ ჩინებული სახელი აქვს ქართულად - ბეტონის შემრევი.
ალბათ, გამოცდილი მშენებელი იტყვის, მე საქმე გამიკეთოს, დამკვეთი კმაყოფილი დამრჩეს და წარმომავლობა და გენეალოგიური ხე რაში მჭირდებაო, მაგრამ მაინც გეტყვით, ისე, სასხვათაშორისოდ, რომ როგორც უმეტესობას ჰგონია, ბეტონი რუსული სიტყვა სულაც არ არის და მას ფრანგული ფესვები აქვს. ისევე, როგორც სუპი არ არის რუსული და ისიც ფრანგული წარმოშობის გახლავთ. თუმცა, სუპი და ნიგვზიანი ლობიო აქ რა მოსატანია - ჯერ საქმე, ზემოთ აკი შევთანხმდით და მერე სხვა დანარჩენი.
სიმკვრივის მიხედვით ბეტონი არის:
- განსაკუთრებით მძიმე (ზემძიმე);
- მძიმე;
- მსუბუქი;
- ზემსუბუქი.
შემკვრელი მასალის მიხედვით კი ბეტონი ამგვარია: ცემენტის, კირის, წიდის, სილიკატური, თაბაშირის, ასფალტბეტონი, პოლიმერბეტონი და ასე შემდეგ.
განსხვავებულია ბეტონი დანიშნულების მიხედვითაც. კერძოდ, არსებობს: ჩვეულებრივი (სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა), ჰიდროტექნიკური, საგზაო, თბოსაიზოლაციო, დეკორატიული, სპეცდანიშნულების (ქიმიურად მდგრადი, ცეცხლმედეგი, ყინვამედეგი, წყალშეუღწევი, გამოსხივებისგან დასაცავი და ასე შემდეგ);
ისევ გაიკვირვებს გამოცდილი მშენებელ-მოხელე, ის ვიცი, ბეტონი სადაური სიტყვაა და ის როგორღა არ მეცოდინება, ბეტონის შემრევი რისთვის მჭირდებაო? ვახ, ყველა გამოცდილი და გამობრძმედილი ვერ იქნება და ამიტომ, მათაც ხომ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არა?
ჰოდა, იმის თქმა გვინდა, რომ სანამ ბეტონის შემრევს შეიძენთ, პირველ რიგში, ის უნდა გქონდეთ ზუსტად განსაზღვრული, რისთვის, რა მოცულობის საქმისთვის გჭირდებათ დანადგარი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ მხრივ ჩამოყალიბება ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ და დაგვეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ რომ ყველაფერი დალაგებულ-მოგვარებული იქნება.
მცირე ზომის ბეტონის შემრევი კარგი არჩევანია კერძო მშენებლობისთვის, მით უმეტეს, თუკი მარტო გიწევთ მუშაობა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დანადგარისთვის ადგილის გამონახვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს - შეინახავთ ფარეხში და როცა დაგჭირდებათ, კვლავაც მარტივად გამოიყენებთ. რაც შეეხება მასშტაბურ მშენებლობებს, იქ დაახლოებით ასეთი პრინციპი მუშაობს: „რაც უფრო დიდია, მით უკეთესია“.
Holst.ge-ზე ბეტონის შემრევის მრავალნაირ ვარიანტს ნახავთ, რამდენიმე მათგანს კი უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე გთავაზობთ.
აბა, წარმატებები და როგორც შევთანხმდით - ჯერ საქმე და მერე შვებულება..