ბეტონის შემრევი - სამშენებლო სამუშაოების პროდუქტიულობის საწინდარი

სამშენებლო სამუშაოების წარმართვისას ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ხელსაწყო ბეტონის შემრევია, რომელიც წყლისა და აგრეგატების შერევით საბოლოოდ ბეტონის კონსისტენციას გვაძლევს. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის აპარატებსა და დანადგარებს სთავაზობს. მათ შორისაა ბეტონის მეშალკაც,  რომელიც სამშენებლო სამუშაოების თანმდევ სიმძიმეს შეგიმსუბურებთ და ხარისხიანი მასის მცირე დროში დამზადებაში დაგეხმარებათ. 

როგორ მუშაობს და რაში გამოიყენება ბეტონის შემრევი 

ბეტონის/ცემენტის შემრევი არის მოწყობილობა, რომელიც საბოლოოდ ბეტონის კონცენტრაციის ფორმირებისთვის, წყალთან ერთად ერთგვაროვან მასად აერთიანებს ქვიშისა და ხრეშის მსგავს აგრეგატებს. ტიპიური ბეტონის შემრევი კომპონენტების შერევისას იყენებს მბრუნავ ცილინდრს. მცირე მოცულობის სამუშაოებისთვის ხშირად პორტატულ ბეტონის შემრევს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ბეტონის დამზადება შესაძლებელია სამშენებლო ადგილზევე, რაც მუშებს აძლევს საკმარის დროს, რომ ბეტონი გამკვრივებამდე გამოიყენონ. აპარატის ალტერნატივა არის ბეტონის შერევა ურიკაში ხელით. მაგრამ დღეისათვის განვითარებულ სამყაროში, როცა მსოფლიო ტექნოლოგიურ მწვერვალებს იპყრობს, ადამიანები საკუთარი დროისა და ენერგიის ფასს ხვდებიან და ცდილობენ ცხოვრება და მისი თან მდევი სამუშაო შედარებით გაიმარტივონ, ამიტომ ხელით მართვადი ტექნიკა ელექტრო ენერგიის დახმარებაზე გადადის.

ბეტონის მეშალკათა მრავალნაირი ვარიაცია არსებობს და მათი შერჩევიას აუცილებლად წინასწარ უნდა განსაზღვროთ საკუთარი სამუშაოს მოცულობა. მცირე სამუშაოებისთვის, მაგალითად, რემონტისთვის ან საყოფაცხოვრებო საქმიანობებში ბეტონის შემრევის ტრადიციული ვარიანტი საჭირო არაა და პორტაბელურს იყენებენ. პორტაბელური შემრევით მომზადებული პატარა პორციის ბეტონი ადვილად ხელმისაწვდომია მცირე მასშტაბის სამუშაოებისთვის, ამავდროულად მისი გამოყენებისას აგრეგატები და წყალი უფრო მარტივად ერევა და მომხმარებელს მცირე დროში აძლევს შედეგს. ტიპიური პორტატული ბეტონის მეშალკა კომპონენტების შერევის მიზნით მცირედი ბრუნვის მქონე ცილინდრს იყენებს. აღსანიშნავია, რომ მცირე სამუშაოებისთვის სამშენებლო მოედანზე ადამიანები ბეტონის ამგვარად დამზადებით მისი ტრანპორტირების დროსაც ზოგავენ და მასალას დაუყოვნებლივ იღებენ.

ბეტონის შემრევთა ტიპები

პორტატული ბეტონის შემრევთა ნაწილი ბენზინზე მუშაობს, თუმცა უფრო პოპულარულია, ელექტროძრავის მქონე მეშალკა, რომელიც სტანდარტულ მაგისტრალურ დენზე მუშაობს. ეს ბეტონის მეშალკები კიდევ უფრო იყოფა მათი დატვირთვის მექანიზმის მიხედვით. ცემენტი, ქვიშა და სხვა აგრეგატები იტვირთება ჰიდრავლიკურად მოქმედ ჰოპერში და შემდეგ გადადის შემრევ ცილინდრში საბოლოო შერევისთვის. მასის გადმოღება შესაძლებელია ცილნდრის დახრით სასურველ ზედაპირზე. ხოლო ხელით მომუშავე ბეტონის შემრევებში ცემენტი, ქვიშა და სხვა აგრეგატები პირდაპირ ერევიან ერთმანეთს. ორივე ტიპის ბეტონის შემრევი ფართოდ გამოიყენება სამშენებლო საქმიანობებში.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ბეტონის შემრევის შეძენამდე

გირჩევთ პორტაბელური ბეტონის შემრევი იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუკი ხელსაწყო მცირე მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ. უპირატესობა მიანიჭეთ მსოფლიოში ცნობილ და წარმატებულ ბრენდებს, რომელთა პროდუქციაც თავისი სანდოობითა და მაღალი ხარისხით ცნობილია. არჩევანი შეაჩერეთ გარეგნულად პორტაბელურ ბეტონის მეშალკაზე, რათა გამოყენებისას თქვენი ფიზიკური ენერგია დაზოგოთ. გირჩევთ შეიძინოთ მაღალი სიმძლავრის ძრავაზე მომუშავე ბეტონის შემრევი, რათა მისი გამძლეობა და ხანგრძლივად ფუნქციონირების გარანტია გქონდეთ, შესაბამისად დაზოგოთ ფინანსური რესურსიც. გარდა ამისა ყურადღება მიაქციეთ დიამეტრსა და ბრუნვის სიჩქარეს, ამ ორივე ფაქტორის სიდიდე პირდაპირ უკავშირდება თქვენი სამუშაოს შესრულების დროს. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო მოკლე დროში დამზადდება სასურველი მასა.

TOLSEN TOL1620-79960 ბეტონის შემრევი 230VAC/50HZ,850W; 200L 

მახასიათებლები:

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ბეტონის შემრევი
  • სიმძლავრე 850W
  • წონა (კგ) 60
  • კვების წყარო 220-240V
  • მოცულობა 200 l
  • დიამეტრი 400mm
  • ბრუნვის სიჩქარე 32min

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • დიდი დიამეტრი
  • პორტაბელური

TOLSEN-ის მიერ შემოთავაზებული ბეტონის შემრევი მომხმარებლისთვის ნამდვილად მომგებიანი შენაძენია, რადგან ამ მსოფლიოში წამყვან ბრენდს წარმოადგენს, გარდა ამისა ხელსაწყოს საუკეთესო მახასიათებლები აქვს, მაგალითად, მისი ძრავა მუშაობს მაღალი სიმძლავრით, რაც ეხმარება საქმის ხანგრძლივად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულებაში. ხოლო ბეტონის მეშალკის გამოყენებისას, დიდი დიამეტრი და ბრუნვის მაღალი სიჩქარე წყლისა და აგრეგატების მცირე დროში შერევასა და ხარისხიანი კონსისტენციის დროულად მიღებას უზრუნველყოფს. ხელსაწყოს ფორმა კი მას პორტაბელურად და ადვილად მოსახმარად აქცევს.

Keengross ბეტონის შემრევი 850W 200L 

მახასიათებლები:

    • ბრენდი KEENGROSS
    • პროდუქტის ტიპი ბეტონის შემრევი
    • სიმძლავრე 850W
    • წონა (კგ) 58.5
    • კვების წყარო 220-240V
    • მოცულობა 200 l
    • დიამეტრი 630mm
  • ბრუნვის სიჩქარე 32min

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დიდი დიამეტრი
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე

KEENGROSS-ის ბეტონის შემრევი ეკონომიურია, რადგან აქვს მაღალი სიმძლავრე, რაც ხელსაწყოს გარანტირებულად დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ხელსაწყოს ცილინდრის დიდი დიამეტრი და ბრუნვის მაღალი სიჩქარე კი მომხმარებელს ბეტონის დროულად მიღებაში და საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში ეხმარება.

როგორც ხედავთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მომხმარებელს ელექტრო აპარატებისა და დანადგარების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორისაა სამშენებლო სამუშაოების პროდუქტიულად წარმართვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი ბეტონის შემრევი. გირჩევთ, ეწვიოთ მის ვებ გვერდს და თქვენი სამუშაოს მოცულობის შესაბამისი შემოთავაზებული უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქტებიდან ერთ-ერთი ამოარჩიოთ, ძალიან მარტივად შეუკვეთოთ, სურვილის შემთხვევაში ისარგებლოთ განვადების საუკეთესო პირობებით და ხელსაწყო მითითებულ მისამართზე მცირე დროში მიიღოთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება