ბეტონის ვიბრატორი, საჭრელი და შემრევი - ის, რაც აუცილებელია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისთვის

არც რიტორიკულია ეს კითხვა, არც პროვოკაციული და არც რამე მსგავსი - მართლა გეკითხებით და პრინციპში, პასუხიც აქვე გვაქვს მომზადებული: ბეტონის სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებისთვის, პროფესიონალი ხელოსნების პარალელურად, აუცილებელია ბეტონის საჭრელი, ბეტონის შემრევი და ბეტონის ვიბრატორი.

რაკი კითხვას პასუხი გავეცით, ახლა მივყვეთ სამივე მათგანს და სათითაოდ განვიხილოთ ის არანაკლებ საჭირო თავისებურებები, ნებისმიერ სამშენებლო თუ სარემონტო პროცესს რომ სჭირდება.

ბეტონის საჭრელი - თავისებურებები და მახასიათებლები

ბეტონის ჭრა იოლი საქმე სულაც არ არის და სჭირდება არა მხოლოდ კარგი, კომპეტენტური სპეციალისტი, არამედ სათანადო ხარისხის ინსტრუმენტი. მით უმეტეს, ბეტონის საჭრელი გამოიყენება არა მხოლოდ ბეტონის ჭრისთვის, არამედ ქვის, ლითონის, ხის დამუშავებისთვის.

ბეტონის საჭრელი - ეს არის მცირე გაბარიტების მქონე ცირკული ხერხი. ძრავა შეიძლება ჰქონდეს როგორც ელექტრო, ისე - ბენზინის.

ბეტონის საჭრელი აღჭურვილია აბრაზიული ან ალმასის დისკით. შესაძლოა, დისკს საკმაოდ ფართო, თუმცა, შედარებით მცირე მასშტაბის დანიშნულება ჰქონდეს. მაგალითად, გამოიყენებოდეს მხოლოდ ბეტონის ჭრისთვის, ან უმკლავდებოდეს როგორც ბეტონს, ისე ლითონს, ასფალტს, გრანიტს და ასე შემდეგ. ექსპლუატაციის პრინციპი ე.წ. ბალგარკით მუშაობას ჩამოჰგავს. მთავარი განსხვავება ჭრის სიღრმე და მაღალი სიმძლავრეა.

სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისას ბეტონის საჭრელი, პრაქტიკულად, შეუცვლელია - ასრულებს უამრავ დავალებას ნებისმიერ წერტილში. ხოლო, ვინაიდან პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულის მასალას უმკლავდება, სამშენებლო ობიექტზე მისი არქონა ხელ-ფეხის შეკვრის ტოლფასია.

ძირითადად, ორი ტიპის ბეტონის საჭრელი გვხვდება - ბენზინისა და ელექტრო. ნებისმიერის შერჩევის შემთხვევაში, ყურადღება მთავარ მახასიათებელს უნდა მიაქციოთ. იგულისხმება ჭრის მაქსიმალური სიღრმე, სიმძლავრე, აბრაზიული თუ ალმასის დისკის დიამეტრი, ბრუნების რაოდენობა.

ბეტონის შემრევი - თავისებურებები და მახასიათებლები

ბეტონის შემრევი, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე - მეშალკა - ეს არის დანადგარი, რომელიც ბეტონის მიღებისთვის ერთმანეთში ურევს წყალსა და ცემენტს ისეთ დანამატებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ქვიშა თუ შებენი.

ბეტონის შემრევი, ძირითადად, ძრავის, მბრუნავი ბარაბნისა და ღარისგან შედგება. ბეტონის შესაქმნელად საჭირო ყველა კომპონენტი ბარაბნის შიგნით თანაბრად ტრიალებს. ამასთან, შემრევმა უნდა უზრუნველყოს ბეტონის ერთგვაროვნება როგორც შიგნით, ასევე, გადმოტვირთვისას.

დიდი მასშტაბის შემრევები, როგორც წესი, დიდ სამშენებლო პროექტებში გამოიყენება. მცირე მასშტაბის მშენებლობისთვის კი პორტატიული შემრევიც აბსოლუტურად საკმარისია.

მცირე ზომის მეშალკა, ჩვეულებრივ, მოქმედებაში ელექტრობის საშუალებით მოდის და როგორც წესი, ბორბლებზე ყენდება, რათა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება მარტივად მოხერხდეს. მბრუნავი ბარაბნის დახრა იმგვარად შეიძლება, რომ ბეტონი შესაბამის ჭურჭელში, რეზერვუარში მარტივად გადავიდეს.

გასათვალისწინებელია, რომ შემრევში ბეტონის დიდი დროით დატოვება არ შეიძლება. შესაბამისად, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რა რაოდენობის ბეტონია საჭირო კონკრეტული სამუშაოებისთვის. ასევე, ზოგიერთი ტიპის ბეტონი შედარებით სწრაფად მზადდება, რაც წინასწარ უნდა იყოს გათვლილი.

ბეტონის შემრევის შერჩევისას, პირველ რიგში, მის ზომებთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეთ. თუკი ხელს ჰკიდებთ დიდ პროექტს, ბევრი ბეტონი დაგჭირდებათ და შესაბამისად, ისეთი შემრევი უნდა შეიძინოთ, რომელიც ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით ბეტონს დაგიმზადებთ, რითაც სამუშაოსაც შეგიმსუბუქებთ და დროსაც დაგიზოგავთ.

დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ შემრევი, რომელიც საკმარისად უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელია. ასევე, გაითვალისწინეთ პროექტის სირთულეები და მოცულობა და ისეთ შედეგს მიიღებთ, ყველას რომ კმაყოფილს დატოვებს.

ბეტონის ვიბრატორი - თავისებურებები და მახასიათებლები

ვიბროგამკვრივება - მაღალ ხარისხიანი ბეტონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, რისთვისაც სპეციალური სამშენებლო აღჭურვილობა - ვიბრატორი გამოიყენება.

ბეტონის ვიბრატორი - ეს არის სპეციალური დანიშნულების მქონე აღჭურვილობა, რომელიც ბეტონის გამკვრივებისთვის გამოიყენება.

ნებისმიერი სამუშაოებისას, როცა გამოიყენება ბეტონი, ნარევის ჰაერით გაჯერება ხდება. შედეგად, ჰაერის ბუშტები და ღრუები, სადაც ნარევი ვერ მოხვდა, უკარგავენ ხარისხს, ამცირებენ სიმტკიცესა და ექსპლუატაციის ვადას. იმისთვის, რომ ასეთი შედეგების თავიდან აცილება მოხდეს, საქმეში ბეტონის ვიბრატორი ერთვება.

არსებობს ბეტონის ვიბრატორის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან კონსტრუქციით განსხვავდებიან, თუმცა, დანიშნულება ყველას ერთი აქვს და აუცილებელია ყველგან, სადაც ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.

Keengross - ბეტონის შემრევი 200L; 850w

Keengross betonis shemrevi

  • ბრენდი - KEENGROSS
  • პროდუქტის ტიპი - ბეტონის შემრევი
  • სიმძლავრე - 850W
  • შტრიხ-კოდი - 9021990129114
  • წონა (კგ) - 58.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 200 l
  • დიამეტრი - 630mm
  • ბრუნვის სიჩქარე - 32min

TOLSEN TOL1823-86141 ბეტონის ვიბრატორი ბენზინზე 4.8Kw

Tolsen betonis vibratori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბეტონის ვიბრატორი
  • სიმძლავრე - 4.8kw
  • შტრიხ-კოდი - 6933528783626
  • წონა (კგ) - 23

TOLSEN TOL2334-86183 ბეტონის საჭრელი ბენზინზე 9.6Kw (300-450mm)

Tolsen betonis sachreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბეტონის საჭრელი
  • სიმძლავრე - 9.6kw (13HP)
  • ზომა - 300-450mm, 12″-18″
  • შტრიხ-კოდი - 6933528783848
  • წონა (კგ) - 132
  • მოცულობა - 35L
  • ჭრის სიღრმე - 14cm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება