ბეწვა ხერხი - იმუშავე მარტივად და ეფექტურად

ბეწვა ხერხზე საინტერესო ამბები უნდა გიამბოთ. გირჩევთ, კომფორტულად მოეწყოთ და ბლოგს ყურადღებით გაეცნოთ. ბევრი საყურადღებო დეტალია და უმჯობესია ყველაფერს თვალ-ყური ადევნოთ. მარტივი კითხვით დავიწყოთ.

რა არის ბეწვა ხერხი და სად გამოიყენებთ ხელსაწყოს ?

ბეწვა ხერხი, იგივე ლობზიკი, ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია. მის გარეშე რთული წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა დაიჭრას მასალა. ამ ყველაფერში ლობზიკი დიდ როლს ასრულებს. ინსტრუმენტს ხისა და ბეტონის სრულყოფილად დამუშავება შეუძლია. რაც შეეხება გამოყენების არეალს, შეზღუდული წესები არ აქვს. ბეწვა ხერხი შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში არ დაგჭირდეთ, მაგრამ არსებობს მომენტები როცა მის გარეშე ვერაფერს გააკეთებთ. თუ ამ ორი სახის მასალასთან ხშირი თანაკვეთა გაქვთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ. ხელსაწყო სხვადასხვა საამქროებსა და საწარმოებში გამოიყენება. შესაძლოა სახლშიც კარგად მოიხმაროთ, განსაკუთრებით მაშინ თუ დამწყები ხართ და გამოცდილება გჭირდებათ. თუმცა, არა მხოლოდ ამ მიზნით, არამედ პროფესიონალის შემთხვევაშიც ასეა.

სამი რამ, რაც შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

სანამ ბეწვა ხერხს შეიძენთ, მანამდე უმჯობესია თვალი რამდენიმე დეტალს გადაავლოთ. მათი ცოდნა და გათვალისწინება, თავიდან ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ და ზუსტად ისეთს შეიძენთ, როგორიც გჭირდებათ.

  • სიმძლავრე

როცა ელექტრო ინსტრუმენტებზე ვსაუბრობთ, სიმძლავრე რომ არ ვახენოთ, არაფრით შეიძლება. ამ მახასიათებელზე მთელი რიგი საკითხებია დამოკიდებული. მაგალითად, ის თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ხელსაწყო და დაძლევს თუ არა სირთულეებს. ძირითადად, სამი სახის ლობზიკი არსებობს. პირველ კატეგორიას მძლავრი ბეწვა ხერხები მიეკუთვნება. ასეთი ხელსაწყოები ყველაფრისთვის მზადაა. გინდ რთული საქმე მიანდეთ და გინდ მარტივი. ნებისმიერ შემთხვევაში გულმოდგინედ მუშაობს და კარგ შედეგს დებს. მეორე კატეგორიას საშუალო სიმძლავრის ინსტრუმენტები მიეკუთვნება. ასეთივე დონის საქმეებისთვის გამოიყენება და ზედმეტი დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის. მესამეში კი დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყოებია თავმოყრილი. ასეთი ლობზიკები განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ დამწყები ხართ და მსუბუქი საქმეები გაქვთ. ამ კატეგორიის ხელსაწყოები მარტივ სამუშაოებს ასრულებენ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დატვირთული რეჟიმი მათი შესაფერისი არ არის.

  • ბრუნვის სიჩქარე

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ლობზიკები ერთმანეთისგან ბრუნვის სიჩქარითაც განსხვავდება. პროფესიონალებმა სჯობს სწრაფი ბეწვა ხერხი შეიძინოს. ასეთ შემთხვევაში ბევრი სამუშაო და ცოტა დროა. ამიტომ, სასურველია ხელსაწყო საქმეს მოკლე დროში ასრულებდეს. ზუსტად ამისთვისაა მაღალი სიჩქარის მქონე ინსტრუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ მოსასწრები არაფერია და შეგიძლიათ შედარებით ნელი ტემპით იმუშაოთ, მაშინ ნაკლებად სწრაფი ლობზიკი გამოგადგებათ. საქმეს ასეთი ხელსაწყოებიც კარგად ასრულებს, ოღონდ ოდნავ მეტ დროს ანდომებს.

  • მუშაობს სიღრმე

მუშაობის სიღრმე დასავიწყებელი ნამდვილად არ არის. ლობზიკები ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. თითოეულ მასალას სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს. ზოგიერთი ბეწვა ხერხი ხეზე უფრო ღრმად მუშაობს, ვიდრე მეტალზე ან პირიქით. შეძენის შემდეგ რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ, უმჯობესია მონაცემები მანამდე გადაამოწმოთ. ასე პრობლემებს თავიდან აირიდებთ და საქმის შესაბამის ინსტრუმენტს შეიძენთ.

რა უპირატესობა აქვს Holst.ge - ის ?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან, ხელსაწყოები პირდაპირ თქვენი კარის ზღურბლთან მოდის. ამისთვის სახლიდან გასვლა საჭირო სულაც არ არის. სწორედ იმისთვის ვართ, რომ თქვენი დრო დავზოგოთ და რიგებში დგომა თავიდან აგარიდოთ. არ გეგონოთ, რომ მიწოდების სერვისი მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვრცელდება. საკურიერო მომსახურება მთელს საქართველოშია და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეულ ხელსაწყოს ერთ წლიანი გარნატია ახლავს. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, შეგიძლიათ სერვის ცენტრში მიიტანოთ, სადაც პრობლემას მარტივად აღმოფხვრიან. ინსტრუმენტების მხრივ, ფართო არჩევანია და ბრენდებს რაც შეეხება, Holst.ge - ზე მხოლოდ რჩეულებია.

Dewalt DWE349-KS ბეწვა ხერხი 650W

როცა გამძლე და ეფექტურ ბეწვა ხერხზე ვსაუბრობთ, Dewalt - ის ეს ლობზიკი უნდა ვახსენოთ. ინსტრუმენტი მაღალი მონაცემებითაა აღჭურვილი და სრულიად გამართულია. საკმაოდ მძლავრი და სწრაფია, ამიტომ, ნებისმიერი სირთულის საქმეს ასრულებს. ლობზიკი ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. მართალია სამივე მასალას გულდასმით ამუშავებს, მაგრამ ხეს მაინც ყველაზე მეტად ემეგობრება. ბეწვა ხერხს მტვრისგან დამცავი მოყვება და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Dewalt bewva xerxi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.38         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min     
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

კომპლექტაცია:      

  • მტვრისგან დამცავი  

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

Stanley რომ საუკეთესო ხელსაწყოებს ქმნის, მუშაობის პირველივე წუთიდან მიხვდებით. ხარისხიანი და ეფექტური ინსტრუმენტები, საქმისთვის მუდამ მზადაა. ზუსტად ასეთია ეს კონკრეტული მოდელიც. საკმაოდ მაღალი მონაცემები აქვს, მათ შორის, სიძლავრე, ბრუნვის სიჩქარე, მუშაობის სიღრმე და ა.შ. ინსტრუმენტი ხესა და მეტალზე მუშაობს. საშუალო ზომისაა და აქედან გამომდინარე, კომპაქტურია.

STANLEY bewva xerxi

  • ბრენდი  - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.672       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ფუნქციები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • გარანტია

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

შემდეგი ბრენდი Crown - ია. თუ ერთხელ მაინც გადაკვეთილხართ, მისი უპირატესობების შესახებ უკვე გეცოდინებათ. ბრენდი გამძლე ხელსაწყოებით გამოირჩევა. მაღალი სამუშაო რესურსის მქონე ინსტრუმენტები, დიდხანს და უპრობლემოდ მუშაობს. კონკრეტული ლობზიკი სამი სახის მასალაზე საქმიანობს, კერძოდ, ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე. კომპლექტაციაში საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი მოყვება. დამატებით ნივთებს სხვადასხვა საქმეში გამოიყენებთ.

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

კომპლექტაცია:      

  • საცმი
  • მტვერსასრუტის ადაპტერი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • მუშაობის სიღრმე
  • გარანტია
  • მაღალი რესურსები  

B&D KS501-QS ელ. ხერხი 400W

დაბალი სიმძლავრის მქონე ბეწვა ხერხი, ბოლოსკენ შემოვიტოვეთ. ლობზიკი დამწყებთათვისაა განკუთვნილი. თუმცა, შესაძლოა პროფესიონალსაც სჭირდებოდეს. თუ ცოტა საქმე გაქვთ და ინსტრუმენტს დატვირთვა არ მოუწევს, მაშინ კარგად გამოიყენებთ. მარტივ სამუშაოებში ბადალი არ ჰყავს. მთავარია არ გადაიტვირთოს, დანარჩენს კი ყველაფერს უძლებს. საქმე ნამდვილად არ აშინებს. ბეწვა ხერხი ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს ამუშავებს. ინსტრუმენტს საცვლელი პირი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

BlackDecker bewva xerxi

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 400W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm

კომპლექტაცია:      

  • საცვლელი პირი        

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება