ბეწვა ხერხი - ხელსაწყო, რომელიც უცხო ენასაც კი შეგასწავლით |
ბეწვა ხერხი - ხელსაწყო, რომელიც უცხო ენასაც კი შეგასწავლით |
„შპრეხენ ზი დოიჩ?“... „დუ იუ სპიქ ინგლიშ?“... „პარლე ვუ ფრანსე?“... „პარლი იტალიანი?“... ისე, რა გადასარევი ნათქვამია: „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“... და ამ ამბავში განსაკუთრებით უცნაური რა არის, იცით? ისე, რომ თავადაც ვერ ვხვდებით, რამდენიმე ენას ვფლობთ და ისე ვიყენებთ მაგალითად, გერმანულ სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერც ვაცნობიერებთ. სამაგიეროდ, ქვეცნობიერმა იცის, რომ დიდებულ ადამიანთან აქვს სამუდამო კავშირი დამყარებული...
ჰოდა, თუ ვინმეს ეგონა, რომ გერმანულის ინჩიბინჩი არ ვიციო, არც მთლად ასეა საქმე: ბეწვა ხერხი, იგივე ლობზიკი სწორედ რომ გერმანული სიტყვაა და ასე იწერება, აი: Laubsäge.
მიხვდებოდით, რაღა თქმა უნდა, ამჯერად ბეწვა ხერხის შესახებ უნდა გითხრათ ორიოდ სიტყვა.
რაღაცნაირად სასაცილო სიტყვა კი არის ლობზიკი და კიდევ უფრო უცნაურად ჟღერს ასეთი სიტყვათშეთანხმება: პროფესიონალური ლობზიკი, მაგრამ ამ ხელსაწყოს შესაძლებლობებს რომ გადავხედოთ, ღიმილი წამსვე გაქრება, წარბი უნებურად ზემოთ აიწევა და მრავალმნიშვნელოვნად ჩავიდუდუნებთ: „ჰმ, უყურე შენ!“...
ბეწვა ხერხი, მით უფრო, ელექტრო ბეწვა ხერხი რომ მართლაც ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, ისიც მიუთითებს, რომ ელექტროინსტრუმენტების ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი ელექტროლობზიკებით, რომლებიც განსხვავებულია გამოყენების ხასიათით, ტექნიკური მახასიათებლებით, კვების ტიპებითა თუ კონსტრუქციული თავისებურებებით. გამოყენების ხასიათის მიხედვით, ელექტროლობზიკი ამგვარად შეგვიძლია გამოვყოთ:
- საყოფაცხოვრებო ელექტროლობზიკი;
- პროფესიონალური ელექტროლობზიკი;
- სამრეწველო ელექტროლობზიკი.
კვების ტიპების მიხედვით ხელსაწყო ასე იყოფა:
- ქსელური;
- აკუმულატორიანი.
ელექტროლობზიკი გახლავთ თანამედროვე ინსტრუმენტი, რომელიც გამოგადგებათ, მაგალითად, მხატვრული და ინტერიერის დეტალების დასამზადებლად. რაც მთავარია, შეგიძლიათ დაამუშაოთ არაერთი სახეობის მასალა, იქნება ეს ხე, ლითონი, ბეტონი თუ რასაც თავად შეარჩევთ. საიმედო კონსტრუქცია, მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტი და სიმარტივე საშუალებას იძლევა, ხელსაწყო მცირე გამოცდილების მქონე ადამიანმაც კი წარმატებით გამოიყენოს.
არსებობს ელექტრო ბეწვახერხის ორი ტიპი: სამაგიდო და ხელის, განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს უკანასკნელი სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყო ზედმეტად არ ღლის ხელს (წონა 1,2-3 კგ-მდე მერყეობს) და ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.
ხელის ბეწვა ხერხის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს კორპუსის გარეგნობას, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული კომფორტი გამოყენებისას და კვეთის ხარისხიც კი. გარეგნულად კორპუსი შეიძლება იყოს:
ელექტროლობზიკის შერჩევისთვის აუცილებელია
1. ჩამოყალიბდეთ, რომელი ტიპის ხელსაწყო გჭირდებათ - ხელის ინსტრუმენტი განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ზომის მასალაზე მუშაობისას, მცირე ზომის დეტალების მისაღებად კი უფრო მაგიდის ლობზიკი გამოდგება.
2. ყურადღება მიაქციოთ პარამეტრებსა და სიმძლავრეს - დიდწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული ხერხის წარმადობა და სამუშაოს ხარისხი.
3. შეარჩიოთ კვების ტიპი - ქსელური ლობზიკი 220 ვოლტით იკვებება, აკუმულატორის - ელემენტებისგან. ეს უკანასკნელი ბევრად მობილურია, გამოყენება კი კომფორტულია სიმაღლეზე და ქუჩაში მუშაობისას, თუმცა აკუმულატორი მუდმივ დატენვას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დენის გარეშე მაინც არაფერი გამოვა.
4. არ დაგავიწყდეთ სიმძლავრე - რაც მეტია სიმძლავრე, მით უფრო შედეგიანი იქნება ინსტრუმენტი და მით უფრო მყარ მასალას მოერევა.
5. ყურადღება მიაქციოთ დამატებით ფუნქციებსა და აქსესუარებს - რათა კიდევ უფრო კომფორტულად და ხარისხიანად იმუშაოთ.
ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ კომფორტული და უნივერსალური ბეწვა ხერხი.
აბა, სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ და კიდევ უფრო რომ გაგიადვილდეთ საქმე, რამდენიმე ვარიანტს აქვე შემოგთავაზებთ: