ცენტრალური გათბობა - თქვენი „ციხე-სიმაგრე“ უფრო მყუდრო და კომფორტული რომ იყოს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახლში გამორჩეული სიმყუდროვე და კომფორტი გვქონდეს? ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ალბათ, სითბოა, სითბო, რომელიც სრულყოფილია მაშინ, როცა ჩვენს „ციხე-სიმაგრეზე“ ცენტრალური გათბობის ქვაბი ზრუნავს.

რატომ არის უმჯობესი სახლში სწორედ გათბობის ქვაბი, ამ საკითხზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

კი, თავიდან, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ცენტრალური გათბობა საკმაოდ რთულ და შრომატევად ნაბიჯებს უკავშირდება და პრინციპში, ასეცაა, თუმცა უპირატესობები ნებისმიერ ძალისხმევას გადაწონის - დაწყებული დამოუკიდებლობით, ვინაიდან შეძლებთ, გათბეთ და სახლი ჩააღუნღულოთ ადრე შემოდგომაზე, ან გაზაფხულის ცივ დღეს, დამთავრებული, ოჯახის წევრების კმაყოფილებით.

გათბობის აღჭურვილობა განსხვავებულია საწვავის სახეობით, სიმძლავრით, კონსტრუქციით, მონტაჟის ტიპით. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ზომასა და ვიზუალურ მხარესაც.

ყველაზე პოპულარული ვარიანტი მაინც გაზის ცენტრალური გათბობის ქვაბია, რომელსაც მოჰყვება მყარ საწვავზე (შეშა, ბრიკეტი, ნახშირი და ასე შემდეგ) მომუშავე ქვაბი და პელეტის ღუმელი. გათბობის თითოეულ საშუალებას თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს.

გათბობის ყველაზე პოპულარული საშუალებები

  • გაზის გათბობის ქვაბი. ოპტიმალური არჩევანია, მით უფრო, რომ აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ავტომატური მართვა და მინიმალური მომსახურება. გაზის მოწყობილობის მონტაჟის შემთხვევაში, არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, სად უნდა შეინახოთ შეშა, დროულად დაჭრათ, შეუკეთოთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, დააყენებთ საჭირო რეჟიმს და სულ ეს არის. ამასთან ერთად, ხელმისაწვდომია კონდენსაციური ქვაბი, რომელიც ბევრად ეკონომიურია, ვინაიდან მოიხმარს 20%-მდე ნაკლებ გაზს და პლუს, 20%-ით ეფექტიანია. ერთი კია, ღირებულება ჩვეულებრივზე მაღალია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიცია გამართლებულია. განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი ქვაბი დიდი შენობებისთვის ფართობით 200 კვადრატული მეტრიდან. თუმცა, თუკი პატარა სახლზეა საუბარი, ბევრად მომგებიანია ჩვეულებრივი გათბობის ქვაბი. ასეთ შემთხვევაში ხომ კონდენსაციური მოწყობილობის ეკონომიურობა არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.
  • მყარ საწვავზე მომუშავე ქვაბი. ჩვეულებრივ, გათბობის ამ საშუალებას იყენებენ ისეთ სახლებში, სადაც გაზი შეყვანილი არ არის. ასეთ შემთხვევაში, საწვავად შეიძლება, გამოდგეს, შეშა, ნახშირი, ბრიკეტი, ნახერხი, ტორფი და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ მოსახერხებელიც კია, რადგან შესაძლებელია, გამოიყენოთ ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მყარ საწვავზე მომუშავე ქვაბისთვის საჭიროა კვამლსადენი და ხშირი მომსახურება.
  • პელეტის ღუმელი. ეს არის მყარ საწვავზე მომუშავე სისტემა, რომელიც ცალკე უნდა განვიხილოთ. შეშის ღუმელისგან განსხვავებით, პელეტის ქვაბი ავტონომიურად მუშაობს. საწვავის როლს მის შემთხვევაში გრანულებია, რომლებიც სპეციალური ბუნკერიდან წვის ზონაში ავტომატურად ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ პელეტი პრაქტიკულად, მთლიანად იწვება, არ წარმოიქმნება ნარჩენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურებაც მინიმალური სჭირდება.

ერთ-ერთ ნაკლად შეიძლება დასახელდეს ის, რომ აღჭურვილობისთვის დიდი სივრცეა საჭირო, ვინაიდან საკმაოდ დიდი ზომისაა. ასევე, ცალკე ადგილია საჭირო პელეტის შესანახადაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე ფართობზე პელეტის ღუმელის გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

როგორც თავშიც ვთქვით, ცენტრალური გათბობის მონტაჟი საკმაოდ შრომატევადია და ფასიც - არც მთლად დაბალი. შესაბამისად, დაზოგვის სურვილი აბსოლუტურად ბუნებრივია, Holst.ge-ზე კი სასურველი მოდელის შერჩევას აუცილებლად შეძლებთ.

WINGER -WGB20-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

WINGER centraluri gatbobis qvabi

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - ცენტრალური გათბობის ქვაბი
  • სიმძლავრე - 20kw/110W
  • ზომა - 700x420x240
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 3 წელი
  • შტრიხკოდი - 8277169283564
  • წონა (კგ) - 32
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 10.2kg/min
  • წნევა - 0.4~-3bar/0.2~8bar
  • გაზი - 2000Pa NG
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • კომპლექტაცია - საკვამური
  • დაცვა - IPX4D Class1

WINGER -WGB26-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

WINGER centraluri gatbobis qvabi

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - ცენტრალური გათბობის ქვაბი
  • სიმძლავრე - 26kw/110W
  • ზომა - 700x420x240
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 3 წელი
  • შტრიხკოდი - 8277169283571
  • წონა (კგ) - 32
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 13.2kg/min
  • წნევა - 0.4~-3bar/0.2~8bar
  • გაზი - 2000Pa NG
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • კომპლექტაცია - საკვამური
  • დაცვა - IPX4D Class1

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება