ცენტრალური გათბობის ქვაბი - ცივ ზამთარში სახლი რომ ჩაღუნღულებული იყოს

ალბათ, ქვაბი მაშინ არის კარგი, ხაშლამით რომ არის სავსე. აი, ისეთი ხაშლამით, თითო ნაჭერში კაი შეკრულ - „ნივა“ იქით იყოს და - „ოპელს“ მაინც რომ გაგიცვლიან. ეს კარგ ქვაბს რაც შეეხება, თუმცა არსებობს საუკეთესო ქვაბიც - ცენტრალური გათბობის ქვაბი გვაქვს მხედველობაში, რომელშიც მართალია, მანქანას არავინ გაგვიცვლის, მაგრამ სამაგიეროდ, ცივ ზამთარს ჩაღუნღულებული სახლით გადაგვატანინებს.

როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობა, როგორი შეიძლება იყოს გათბობის ქვაბი, დეტალებს დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ - ზამთრის მშვიდად და თბილად გატარებაში დაგეხმარებათ ეს ყველაფერი და იმიტომ!..

როგორი შეიძლება იყოს გათბობის ქვაბი?

ესე იგი, კარგი ქვაბიდან ამოყრილ ხაშლამას სუფთა კახური ღვინო სჭირდება, საუკეთესო გათბობის ქვაბს რაც შეეხება -მოვლა და მოფრთხილება, რათა თავადაც სათანადოდ იზრუნოს ჩვენზე.

რამდენადაც ცნობილია, ცენტრალური გათბობის ქვაბი საწვავის მოხმარების მიხედვით 5 კატეგორიად იყოფა:

  • გაზის;
  • ელექტრო;
  • მყარ საწვავზე მომუშავე;
  • დიზელის;
  • კომბინირებული.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

- გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ქვაბი - ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო ვარიანტი. განთავსების მიხედვით, ქვაბი ორგვარია: კედლისა და იატაკის. თუკი ადგილის ეკონომია გსურთ, კედელზე დასაკიდი ქვაბი უნდა შეიძინოთ, რომელსაც მაგალითად, სამზარეულოში დაამონტაჟებთ.

- ელექტრო - ელექტრო ვარიანტის მთავარი უპირატესობა გამოყენების სიმარტივეა. მოწყობილობა მუდმივ კონტროლს არ საჭიროებს. დამატებით, შეგვიძლია, მონტაჟის სიმარტივეც გამოვყოთ.

ორიოდ სიტყვა მინუსებზეც ვთქვათ: სრულფასოვანი მუშაობისთვის, მოწყობილობა, ბუნებრივია, ელექტროქსელზე უნდა იყოს მიერთებული. კომუნალური ხარჯები რომ გავითვალისწინოთ, გადასახადი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდის. მძლავრი მოდელისთვის კი საერთოდაც, სამი ფაზაა საჭირო, რაც ხელმისაწვდომი ყოველთვის არ არის.

- მყარ საწვავზე მომუშავე - როგორც წესი, ასეთი სისტემის ცენტრალური გათბობა ისეთ შენობებში გამოიყენება, სადაც გაზი არ არის შეყვანილი, ან კიდევ, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებებით ხდება.

საწვავად გამოიყენება ქვანახშირი, კოქსი, ტორფის ბრიკეტები და ასე შემდეგ. ასეთი მოწყობილობების სხვადასხვა მოდიფიკაციას საწვავის ყველა ნახსენებ სახეობაზე მუშაობა შეუძლია, ან მხოლოდ ერთ კონკრეტულზე.

- დიზელი - როდესაც შეუძლებელია შენობის გათბობა ცენტრალური გათბობის სისტემიდან ან არ არის გაზის რესურსები, შესაძლებელია თხევად საწვავზე მომუშავე ქვაბების დაყენება. თანამედროვე მოდელები იწარმოება სამრეწველო და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, უახლესი ავტომატიზებული ტექნოლოგიების გამოყენებით. თხევადი საწვავის ქვაბების მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა დიზელის საწვავი ან ნარჩენი ზეთი.

თხევადი საწვავის ქვაბები საკმაო კონკურენციას უწევენ გაზისა და ელექტრო მოწყობილობებს. როგორც წესი, არჩევანი კონკრეტული მოდელის სასარგებლოდ რეგიონში რესურსების ღირებულებისა და ხელმისაწვდომობის საფუძველზე კეთდება.

- კომბინირებული - სახლის გათბობის გზების ძიებისას, ჩვეულებრივ, შემდეგი ფაქტორებით ვხელმძღვანელობთ:

- აღჭურვილობის ფასი და მონტაჟის სიმარტივე;

- ეფექტიანობა;

- გამოყენების სიმარტივე;

- ხმაურის დონე და ეკოლოგიურობა.

საწვავის თითოეულ სახეობას როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი მხარეები აქვს.

  • გაზი. ყველაზე იაფია, როცა ცენტრალურ მაგისტრალზეა მიერთებული. თუ ბალონების გამოყენებაა საჭირო, უკვე ყველაფერი იცვლება: საჭიროა ტრანსპორტი და რაც მთავარია, არსებობს რისკი, რომ საწვავი შეუფერებელ დროს გათავდება.
  • ელექტროენერგია. სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული, თუმცა, ძვირი. ამასთან, არსებობს დენის გათიშვის რისკები.
  • დიზელი. სუნი, ტოქსიკური ორთქლი, მარაგის რეგულარულად შევსების საჭიროება.
  • შეშა, ქვანახშირი. მარაგის რეგულარულად შევსების საჭიროება, დიდი მოცულობა. ამასთან, საჭიროა ქვაბის მუდმივი კონტროლი და შეშის დამატება.

WINGER -WGB20-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

WINGER centraluri gatbobis qvabi

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - ცენტრალური გათბობის ქვაბი
  • სიმძლავრე - 20kw/110W
  • ზომა - 700x420x240
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 3 წელი
  • შტრიხკოდი - 8277169283564
  • წონა (კგ) - 32
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 10.2kg/min
  • წნევა - 0.4~-3bar/0.2~8bar
  • გაზი - 2000Pa NG
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • კომპლექტაცია - საკვამური
  • დაცვა - IPX4D Class1

WINGER -WGB26-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

WINGER centraluri gatbobis qvabi

  • ბრენდი - WINGER
  • პროდუქტის ტიპი - ცენტრალური გათბობის ქვაბი
  • სიმძლავრე - 26kw/110W
  • ზომა - 700x420x240
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 3 წელი
  • შტრიხკოდი - 8277169283571
  • წონა (კგ) - 32
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 13.2kg/min
  • წნევა - 0.4~-3bar/0.2~8bar
  • გაზი - 2000Pa NG
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • კომპლექტაცია - საკვამური
  • დაცვა - IPX4D Class1

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება