ცენტრალური გათბობის ქვაბი - ცივი დღეების თბილად გასატარებლად |
ცენტრალური გათბობის ქვაბი - ცივი დღეების თბილად გასატარებლად |
კომფორტი - ეს არის კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობათა ერთობლიობა, კარგი ან მაღალი ხარისხის პირობები ცხოვრებისთვის და დაგვეთანხმებით, ზამთრის ცივ დღეებში კომფორტის შექმნის უმთავრესი პირობა სითბოა. სითბო, რომელსაც, საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში, ძალიან მარტივად მივიღებთ და ამაში ცენტრალური გათბობის ქვაბი დაგვეხმარება.
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცენტრალური გათბობის ქვაბი ხანგრძლივად გამოიყენება, სწორი არჩევანის გაკეთება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და უმცირესი დეტალიც კი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა დაუთმოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა, მაგალითად:
- ხარისხი;
- საიმედოობა;
- გამძლეობა;
- კომფორტულობა;
- ეკონომიურობა;
- ფუნქციონალური მახასიათებლები.
აღსანიშნავია, რომ პელეტი პრაქტიკულად, მთლიანად იწვება, არ წარმოიქმნება ნარჩენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურებაც მინიმალური სჭირდება.
ერთ-ერთ ნაკლად შეიძლება დასახელდეს ის, რომ აღჭურვილობისთვის დიდი სივრცეა საჭირო, ვინაიდან საკმაოდ დიდი ზომისაა. ასევე, ცალკე ადგილია საჭირო პელეტის შესანახადაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე ფართობზე პელეტის ღუმელის გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
გათბობის თანამედროვე ქვაბს უამრავი ფუნქცია გააჩნია, მათ შორის, რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერი ადამიანისთვის, დამცავი და სადიაგნოსტიკო. ეს იმას ნიშნავს, რომ დანადგარი დაკომპლექტებულია სენსორების კომპლექტითა და დამცავი სარქვლებით, რომელთა დახმარებითაც ავტომატურ, მუდმივ რეჟიმში ხდება წნევისა თუ ტემპერატურის კონტროლი და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვლება, ან ცენტრალური გათბობა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ასცდება, მყისიერად ხდება ან სრული გათიშვა, ან ქვაბისთვის საწვავის მიწოდების შეწყვეტა და ავარიული სიტუაციის თავიდან აცილება.
ასეთი უნიკალური შესაძლებლობების მიუხედავად, ცენტრალური გათბობის ქვაბი უსაფრთხოების ზომების დაცვის მხრივ ყურადღების მოდუნების უფლებას მაინც არ გვაძლევს და აუცილებელია, ცენტრალური გათბობა პროფესიონალებს დაამონტაჟებინოთ, რომლებიც სრულყოფილ ინსტრუქციებსაც მოგაწვდიან. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ გათბობის ქვაბი საჭიროებს პერიოდულ მომსახურებას, მაგალითად, შემოწმებას, გაწმენდასა და რეგულირებას.
კიდევ ერთი - კარგს იზამთ, თუ ზუსტად იქნებით ჩამოყალიბებული დანადგარის დანიშნულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი გჭირდებათ აპარატი მხოლოდ გათბობისთვის, შეგიძლიათ, ერთკონტურიანი ქვაბი შეიძინოთ. რაც შეეხება ორკონტურიანს, იგი გათბობასთან ერთად, ცხელი წყლით მომარაგების ფუნქციასაც ითავსებს და შესანიშნავია როგორც ბინებისთვის, ისე არც ისე დიდი ზომის სახლებისთვის.