ცენტრალური გათბობის ქვაბი - სულ სხვა სითბო და სიმხურვალე |
ცენტრალური გათბობის ქვაბი - სულ სხვა სითბო და სიმხურვალე |
სითბო და სიმხურვალე პაწროსა და გივილოს იმ პაპანაქებაშიც კი უნდოდათ და ზამთრის ყინვასა და სუსხში ხომ ნამდვილი მისწრებაა სითბოცა და სიმხურვალეც, რასაც როგორ მიიღებთ? რაღა თქმა უნდა, Holst.ge-ზე შერჩეული ხარისხიანი ცენტრალური გათბობის ქვაბის მეშვეობით.
ჰოდა, ვინც იცით, რა კარგია თბილი კერა და თბილი, ღუნღულა სახლი, ქვემოთ ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.
თუ ფიქრობთ, რომ ყველაზე გამართლებული ინვესიტიციის განხორციელება მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბანკირებს, ეკონომისტებსა თუ ბიზნესმენებს ხელეწიფებათ, პირდაპირ გეტყვით, რომ ცდებით. თქვენ წარმოიდგინეთ, გათბობის ქვაბის შეძენა სკრუპულოზურ შერჩევას მოითხოვს, რადგან ამ ინვესტიციაზეა დამოკიდებული სახლში კომფორტულად ცხოვრება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცენტრალური გათბობის ქვაბი ხანგრძლივად გამოიყენება, სწორი არჩევანის გაკეთება, დაგვეთანხმებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია და უმცირესი დეტალიც კი კარგად უნდა აწონოთ, შემდეგ კი - დაწონოთ.
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა დაუთმოთ შემდეგ დეტალებს:
- ხარისხი;
- საიმედოობა;
- გამძლეობა;
- კომფორტულობა;
- ეკონომიურობა;
- ფუნქციონალური მახასიათებლები.
გათბობის თანამედროვე ქვაბს უამრავი ფუნქცია გააჩნია, მათ შორის, რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერი ადამიანისთვის, დამცავი და სადიაგნოსტიკო. ეს იმას ნიშნავს, რომ დანადგარი დაკომპლექტებულია სენსორების კომპლექტითა და დამცავი სარქველებით, რომელთა დახმარებითაც ავტომატურ, მუდმივ რეჟიმში ხდება წნევისა თუ ტემპერატურის კონტროლი და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვლება, ან ცენტრალური გათბობა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ასცდება, მყისიერად ხდება ან სრული გათიშვა, ან ქვაბისთვის საწვავის მიწოდება და ავარიული სიტუაციის თავიდან აცილება.
ასეთი უნიკალური შესაძლებლობების მიუხედავად, ცენტრალური გათბობის ქვაბი უსაფრთხოების ზომების დაცვის მხრივ ყურადღების მოდუნების უფლებას მაინც არ გვაძლევს - Holst.ge გირჩევთ, ცენტრალური გათბობა პროფესიონალებს დაამონტაჟებინოთ, რომლებიც სრულყოფილ ინსტრუქციებსაც მოგაწვდიან. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ გათბობის ქვაბი საჭიროებს პერიოდულ მომსახურებას, მაგალითად, შემოწმებას, გაწმენდასა და რეგულირებას.
ცენტრალური გათბობის ქვაბის შერჩევისას ყველაფერი მნიშვნელოვანია - შენობის, სახლის, ბინის კვადრატულობის მიხედვით სიმძლავრის გამოთვლა, რა მასალითაა ნაგები კედლები, სად უნდა მოხდეს ქვაბის დამონტაჟება. ამ დეტალების გაანალიზებით აბსოლუტურად შესაძლებელია, მომგებიანი არჩევანი გააკეთოთ, მით უმეტეს, თუკი სპეციალისტების რჩევებსაც გაითვალისწინებთ, თუმცა მინიმალური ინფორმაცია თავადაც უნდა მოიძიოთ და Holst.ge ამ მიმოხილვით სწორედ ასეთ ჩინებულ შესაძლებლობას გაძლევთ.
კიდევ ერთი - კარგს იზამთ, თუკი ზუსტად იქნებით ჩამოყალიბებული დანადგარის დანიშნულებასთან დაკავშირებით. თუკი გჭირდებათ აპარატი მხოლოდ გათბობისთვის, შეგიძლიათ, ერთკონტურიანი ქვაბი შეიძინოთ. რაც შეეხება ორკონტურიანს, იგი გათბობასთან ერთად, ცხელი წყლით მომარაგების ფუნქციასაც ითავსებს და შესანიშნავია როგორც ბინებისთვის, ისე არც ისე დიდი ზომის სახლებისთვის.
რადგან ზემოთ ინვესტიციაზე, თანაც, ერთ-ერთ ყველაზე გამართლებულ ინვესტიციაზე გვქონდა საუბარი, აქვე ერთ დამატებით არგუმენტს კიდევ მოგაშველებთ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არსებობს შემდეგი სახეობის რესურსებზე მომუშავე გათბობის სისტემები: გაზის, ელექტრო და მყარ საწვავზე მომუშავე. აქედან ყველაზე ეკონომიური გახლავთ გაზის.