დაბალბიუჯეტური, მაღალხარისხიანი ცენტრალური გათბობის ქვაბი |
დაბალბიუჯეტური, მაღალხარისხიანი ცენტრალური გათბობის ქვაბი |
ზამთრის დადგომასთან ერთად, დღის წესრიგში გათბობის საშუალებები შემოდის. ამ გათბობის საშუალებებიდან კი ყველაზე ეფექტური გათბობის ქვაბი არის. ცენტრალური გათბობის ქვაბი შესაძლებლობას იძლევა ყველა ოთახი თანაბრად გავათბოთ და ერთხელ კარგად გამთბარი სახლის ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიურად შევინარჩუნოთ. ამიტომ არის ყოველთვის ცენტრალური გათბობის ქვაბი უპირატესი სურვილი ყველასი, ვისაც სახლისთვის გათბობის საშუალებებს ეძებს.
თანამედროვე ცენტრალური გათბობის ქვაბები, სახლის გათბობასთან ერთად ითავსებენ წყლის გამაცხელებლის, ე.წ კალონკას ფუნქციას. შედეგად, ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენისას არა მხოლოდ ორ კურდღელს ვკლავთ (იგულისხმება სახლის გათბობა და წყლის გამაცხელებელი), არამედ კურდღლების ფერმას, ვინაიდან, ამ ორი ფუნქციის ერთ მოწყობილობაში მოთავსებით, ვიგებთ სივრცეს. შედეგად, ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენით ძალიან ბევრ პრობლემას ერთდროულად ვაგვარებთ.
ერთჯერადად მაღალი ფასი
ერთჯერადად შეძენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული
ცენტრალური გათბობის სისტემა
ამას დავუმატოთ სისტემა, რომელიც მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
დაბალი შემოსავლები
ჩვენი ქვეყანა დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა. მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ერთჯერადად შეიძინოს ცენტრალური გათბობის ქვაბი. შედეგად, ჩვენ ვთბებით გაზის გამათბობელით და წყალს ვაცხელებთ გაზის კალონკით, ვიხდით უფრო მეტ ფულს გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე ამას ცენტრალური გათბობის ქვაბის დახმარებით შევძლებდით.
უპირველესი, რასაც უნდა დავაკვირდეთ არის ცენტრალური გათბობის ქვაბის მწარმოებელი. უამრავი მწარმოებელი გვხვდება ბაზარზე, მათ შორის ბევრი გამორჩეული და ცნობილი ბრენდის ცენტრალური გათბობის ქვაბი. მათ სისტემას და საერთოდ, გამძლეობას არაფერი დაეწუნება, თუმცა მაღალი ფასის ფონზე იშვიათად ხდება შეძენის ობიექტი.
აქვე, გაგაცნობთ Winger-ს. ასევე ძალიან ცნობილ ბრენდს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს ბრენდი შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომ ფასად აწარმოებს პროდუქტს, რათა თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი შეძენის. Winger-ის ცენტრალური გათბობის ქვაბი მრავალი წლის განმავლობაში, უპრობლემოდ მოგემსახურებათ და ადეკვატური დატვირთვის შემთხვევაში ათწლეულსაც.
ხელმისაწვდომი ფასი
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ცენტრალური გათბობის ქვაბი ძვირი სიამოვნებაა, Winger-ის პროდუქტები ამ აზრს შეგაცვლევინებთ. ეს კომპანია ცენტრალურ გათბობის ქვაბს მაღალი რაოდენობითა და სიხშირით აწარმოებს, რაც თითოეული პროდუქტის თვითღირებულებას ამცირებს.
გამძლეობა
მიუხედავად დაბალი ფასისა, Winger წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით ხარისხიან პროდუქტს იღებს.
ადგილზე მიწოდების სერვისი
თუ Holst.ge-ის საშუალებით შეიძენთ პროდუქტს (ცენტრალური გათბობის ქვაბი), მაშინ ადგილზე მიწოდების უფასო სერვისით ისარგებლებთ, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელ წერტილს მიუთითებთ დანიშნულების ადგილად, ჩვენი მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს.
საშუალოზე მაღალი სიმძლავრის ცენტრალური გათბობის ქვაბი თავისუფლად გაუმკლავდება დიდი სახლის გათბობას და წყლის გაცხელების პროცესს პარალელურად. აქვს სენსორული ტემპერატურის რეგულატორი. მისი თეთრი ფერი კი ყველა ინტერიერს დაამშვენებს.
უპირატესობები:
ეს ცენტრალური გათბობის ქვაბი კიდევ უფრო მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც თავისუფლად გაუმკლავდება დიდ დატვირთვას. არის გამძლე და ხარისხიანი. ასევე, დახვეწილი დიზაინისაა და აქვს სამწლიანი გარანტია.
უპირატესობები: