ჩაქუჩი დაგჭირდათ? ხელსაწყოების ნაკრებშია! ბრტყელტუჩა? ხერხი? ინდიკატორი? ქანჩის გასაღები? ხელსაწყოების ნაკრებში ყველაფერია! |
ჩაქუჩი დაგჭირდათ? ხელსაწყოების ნაკრებშია! ბრტყელტუჩა? ხერხი? ინდიკატორი? ქანჩის გასაღები? ხელსაწყოების ნაკრებში ყველაფერია! |
ახლა რომ თქვათ, ესპანეთთან მარცხის შემდეგ არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა, რასაც ნაკრები ერთვის თანო, არ გაგამტყუნებთ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ... ისა და - ხელსაწყოების ნაკრები რომ იყოს, რას იტყვით? არა, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ ჩვენი ფეხბურთელებისაც უნდა გავიგოთ - ბურთი მრგვალიაო, ხომ იცით, არა? გაისვრის ჩვენთვისაც ავრორა, არ ვიდარდოთ, თუმცა, პირობას ვდებთ, სანამ ასე არ მოხდება, ნაკრების წინ მხოლოდ ერთ სიტყვას გამოვიყენებთ ხოლმე და ეს სიტყვა ხელსაწყოები იქნება. ნუ, ზოგჯერ ინსტრუმენტების ნაკრები რომ ვახსენოთ, ეგ პირობის დარღვევად არ ჩაგვეთვლება, დაგასწარით!..
ალბათ, დაგვეთანხმებით, ძალიან კომფორტულია, როცა ყველა საჭირო ინსტრუმენტი ერთ ადგილას არის მოგროვილი. ჩაქუჩი დაგჭირდათ? ხელსაწყოების ნაკრებშია! ბრტყელტუჩა დაგჭირდათ? მასაც ხელსაწყოების ნაკრებში იპოვით! ახლა ხერხი დაგჭირდათ? ინდიკატორი? ქანჩის გასაღები? ყველაფერს ინსტრუმენტების ნაკრებში მიაგნებთ. და ეს დასასრული როდია - იმდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ინსტრუმენტების ნაკრები, რამდენადაც თქვენ თავად მოისურვებთ.
ფაქტია, რაც უფრო მეტი ნივთია ჩვენ გარშემო, მით მაღალია ალბათობა, რომ ადრე თუ გვიან მათი შეკეთება მოგვიწევს. აბა, წარმოიდგინეთ, რამე რომ გაფუჭდეს და მხოლოდ სამზარეულოს დანა გვქონდეს არსენალში, უჟმურ მეზობელთან გასვლა კი არ გვინდა, როგორ უნდა მოვიქცეთ? პრინციპში, პასუხი ძალიანაც მარტივია - ნებისმიერი ფორსმაჟორისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რაშიც დიდწილად სწორედ ხელსაწყოების ნაკრები დაგვეხმარება - უნივერსალური ან სპეციალური, ეს უკვე თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
როგორც აღვნიშნეთ, ხელსაწყოების ნაკრები ბაზარზე ზედმეტად მრავალფეროვანიც კია, რის გამოც შესაძლოა, დაიბნეთ კიდეც. სწორედ ამიტომ, ქვემოთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე ვისაუბრებთ და ამასთან ერთად, რამდენიმე რჩევასაც მოგაშველებთ, რომ საჭირო ხელსაწყოები უფრო მარტივად შეარჩიოთ.
დავიწყოთ იმით, რომ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინსტრუმენტების ნაკრების მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი გემოვნებისა და პროფესიის მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. რაც თქვენზეა დამოკიდებული, ის არის, რომ კარგად განსაზღვროთ, რისთვის აპირებთ ინსტრუმენტების გამოყენებას. მაგალითად, ყველაზე მარტივი ნაკრები სულ რამდენიმე ხელსაწყოსგან შედგება, ყველაზე მრავალფეროვანი კი უჰ, „დაუთვლელისგან“...
კომპლექსური ნაკრები ორასზე მეტი სხვადასხვა მოწყობილობისა და ხელსაწყოსგან შედგება. მათი დახმარებით შეგიძლიათ, გაუმკლავდეთ როგორც ავეჯის, ისე მანქანის შეკეთებას და ვინ იცის, იქნებ კოსმოსური შატლის აწყობაც კი მოახერხოთ. ეს ყველაფერი მაინც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია, ნაკრებში მაქსიმალურად ბევრი ინსტრუმენტი იყოს. პირველ რიგში, ფასიც შესაბამისი იქნება და ამასთან ერთად, შესაძლოა, ისეთი ხელსაწყოებიც „შემოგეყიდოთ“, საერთოდ რომ არაფერში გამოგადგებათ.
პირობითად, ყველა ნაკრები შეგვიძლია, ჯგუფებად დავყოთ:
- უნივერსალური ინსტრუმენტების ნაკრები - გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოების წარმოებისა და ტექნიკის შეკეთებისთვის. როგორც წესი, მათში შედის ნივთებისა და ხელსაწყოების დიდი არჩევანი, რომელთა რაოდენობა ზოგჯერ 200-ს აღწევს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაგჭირდებათ. ასეთი ნაკრები საკმაოდ მოცულობითი და მძიმეა და ამავდროულად, საკმაოდ ძვირიც ღირს.
კარგ უნივერსალურ ნაკრებში უნდა შედიოდეს: ტორსული მკვნეტარა, ექვსწახნაგა ტორსული გასაღებები, გასაშლელი ქანჩის გასაღებები, სახრახნისები, შიგსახრახნი და ასე შემდეგ.
როგორც დამატებითი ინსტრუმენტები, გამოდგება ბრტყელტუჩები, „რულეტკა“, ჩაქუჩი, ბურღების კომპლექტი, ტელესკოპური მაგნიტი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეძენა ცალ-ცალკეც შეიძლება, მაგრამ თუკი მწარმოებელი კომპლექტში გვთავაზობს, უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.
- საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტების ნაკრები - მოიცავს მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებს სახლში, ავტოფარეხსა თუ აგარაკზე სამუშაოდ. ასეთ ნაკრებში მინიმუმ უნდა იყოს: გასაშლელი ქანჩის გასაღები, აი, „რაზვადნოი კლუჩს“ რომ ვეძახით, რა. ასევე, რამდენიმე ბრტყელტუჩა. ზედმეტი არ იქნება არც ინდიკატორი, ბრტყელტუჩა, ქლიბი და საჭრეთელი.
მართალია, ასეთი ნაკრებით სრულფასოვან რემონტს ვერ წამოიწყებთ, მაგრამ გარკვეულ სამუშაოებს ნამდვილად გაუმკლავდებით.
- პროფესიონალური ხელსაწყოების ნაკრები - როგორც წესი, ყიდულობენ კონკრეტული მიზნებისთვის ან შესაბამისი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის. ჩვეულებრივის გარდა, პროფესიონალურ ნაკრებში სპეციალური ხელსაწყოებიც შედის, რომლებიც სპეციფიკური ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყენება.
ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მხოლოდ მაგალითებია და ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, გამოცდილმა ავტომოყვარულებმა და საქმის პროფესიონალებმა ჩინებულად იციან, როგორი ნაკრები სჭირდებათ.
იმ შემთხვევაში, თუკი ინსტრუმენტების ნაკრები საჩუქრად გჭირდებათ, ყურადღება შემდეგ მომენტებს უნდა დაუთმოთ:
როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამასთან ერთად, სრულყოფილია, რადგან მოგეხსენებათ, მანქანებს ბევრი, ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ამდენად, ავტომობილისთვის განკუთვნილ კარგ ნაკრებში უნდა იყოს:
- ტორსული გასაღებები ჭრიალასთან ერთად. შეუცვლელია ყველაფრის რემონტისთვის, სადაც ქანჩი გვხვდება;
- სხვადასხვა ზომისა და კვეთის მქონე სახრახნისების ნაკრები. თუმცა, როგორი სახრახნისებიც არ უნდა იყოს, კლასიკური მაინც შეუცვლელია და მის გარეშე ნაკრები სრულყოფილი ვერასოდეს იქნება;
- კარდანული სახსარი ტორსული გასაღებებით მუშაობისას, თუკი დეტალი მიუდგომელ ადგილასაა;
- ხრახნის საჭრელი;
- ჩვეულებრივი ქანჩის გასაღებების ნაკრები;
- ბრტყელტუჩები;
- ქლიბების ნაკრები;
- გასაშლელი ქანჩის გასაღები, ანუ „რაზვადნოი კლუჩი“, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ადამიანი სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ გენიალური ინსტრუმენტია და ყველგან და ყოველთვის გამოსადეგი;
- არეომეტრი აკუმულატორის მდგომარეობის შესაფასებლად. ზამთარში ამ საჭირო მოწყობილობას ბევრჯერ გაიხსენებთ. ერთი კია, ხელსაწყოების ნაკრებში მას ყოველთვის არ ამატებენ, თუმცა, ცალკე ყიდვას წინ არაფერი უდგას და ყუთში ადგილის მიჩენას - მით უმეტეს.
მანქანის ნაკრები უნდა იყოს კომპაქტურ და გამძლე ყუთში, რომელიც უპრობლემოდ მოთავსდება ავტომობილის საბარგულში.
ელექტროსამონტაჟო ნაკრებში შეხვდებით ინსტრუმენტებს, რომლებიც ელექტრიკოსებს არც თუ ისე მარტივ საქმეში უდიდეს დახმარებას უწევს. მათი დახმარებით ადვილია გაყვანილობის მონტაჟი, კვანძების გაკეთება, კაბელებთან და სადენებთან მუშაობა, შტეფსელის როზეტების დაყენება.
სახრახნისების, ბრტყელტუჩებისა და სხვა სტანდარტული საგნების პარალელურად, ნაკრებში უნდა შედიოდეს ხელსაწყოები, მაგალითად, სადენებისთვის გარსის მოსაშორებლად, ასევე, სარჩილავი და ასე შემდეგ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია სახრახნისი ინდიკატორით, რომელიც 1000 ვოლტზეა გათვლილი.
პროფესიონალურ ნაკრებში შეხვდებით სამონტაჟო მოწყობილობებს ტელეფონისა და ინტერნეტისთვის. მაგალითად, ბუნიკის საწნეხს. ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა მულტიმეტრის შეძენა.
საზეინკლო ხელსაწყოების ნაკრები ყველაზე მეტად სახლში მიმდინარე სამუშაოებისთვის არის გამოსადეგი. დაგეხმარებათ, მაგალითად, სკამის ან გატეხილი სავარძლის შეკეთებაში, თაროს დაკიდებაში, სანტექნიკის გარემონტებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
როგორც წესი, ასეთი ნაკრები არც ისე დიდია და შეიცავს: სხვადასხვა ზომის ჯვარედინ და ჩვეულებრივ სახრახნისებს, ქანჩებს, მინიმუმ ერთ ცალ გასაშლელი ქანჩის გასაღებს, „რულეტკას“, ბრტყელტუჩას, გაზკბილას.
სადურგლო ნაკრები, ბუნებრივია, ხესთან მუშაობისთვის არის განკუთვნილი და დაგეხმარებათ, მაგალითად, აგარაკზე ღობის გამართვაში, ავეჯის აწყობაში, აივნის გალამაზებაში და თუ გაგიხარდებათ, ბურატინოს გამოთლასაც წარმატებით მოახერხებთ.
მინიმალურ ნაკრებში შედის: ხერხი, საჭრეთელი, ქლიბების კომპლექტი, ჩაქუჩი, „რულეტკა“ და კუთხოვანა.
თუკი გამოცდილი ოსტატი ხართ, დიდი ალბათობით, რჩევები სულაც არ გჭირდებათ და თავადაც შეარჩევთ საჭირო ნაკრებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ნაბიჯებს დგამთ, ან თუნდაც, საჩუქრად აპირებთ შერჩევას, შემდეგ რეკომენდაციებს გაეცანით: