ჩემი დრელები შენსას ჯობია, არა, შენი სჯობს ჩემს...

ამ სოციალურ ქსელებში იმდენ უცნაურობას გადააწყდება კაცი... აგერ, იმ დღეს იყო, ვიღაც დრელით, შენ ხარ ჩემი ბატონი... ყავას ამზადებდა. აი, იმ ყავას, ბოლომდე რომ ისმება და ჭიქაში არაფერი რჩება - საფუძვლიანად ააქაფა, ყინულები და კიდევ რაღაცები დაამატა და ალბათ, გემრიელი რამეც გამოუვიდა. კიდევ ვიღაც ადგა და დრელი ახლა ერბოკვერცხის მოსამზადებლად გამოიყენა...

ისე, ძალიან საინტერესო იქნება ასეთ ვიდეოებზე ხელოსნების აზრი და თუ ვინმე უკმაყოფილოა, „შურისძიების“ იდეას აქვე შემოგთავაზებთ - სამზარეულოში უცნაური ფუსფუსის მოყვარულებზე შური ასე იძიეთ: გადაიღეთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ „ბრიზგავთ“ კედლებს ხიზილალით...

მოკლედ, აშკარაა, იმდენად გამოსადეგია დრელი, მზარეულების სახით ხელოსნებს კონკურენტები გამოუჩნდნენ და ვნახოთ, ერთი, სინამდვილეში რამდენად საჭიროა „გატიკტოკერებული“ ხელსაწყო.

ვის სჭირდება დრელი?

დრელები, ალბათ, საკოლექციოდ ნაკლებად გამოდგება, მაგრამ ის კი მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ხელოსნის, ოსტატის არსენალში უბრალოდ, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც გახლავთ დრელი. თუნდაც უმნიშვნელო რამ იყოს გასაბურღ-გასახვრეტი, დრელის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება სასურველი შედეგის მიღება.

თაროა კედელზე მისამაგრებელი? დრელი!

ხრახნით არის რამე დასაფიქსირებელი? დრელი!

ლითონია გასახვრეტი, ბეტონი ან ხე? სწორად მიხვდით - დრელია აქაც საჭირო.

ჰოდა, რაკიღა შევთანხმდით, რომ უგზო-უკვლოდ საჭიროა და პრაქტიკულად, ყველას სჭირდება ეს ხელსაწყო, ახლა ის ამბავი განვიხილოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა დრელის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ.

საყოფაცხოვრებო თუ პროფესიონალური?

ეს კონკრეტული ელექტროინსტუმენტი 2 ტიპის გვხვდება - საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური. იქვე ჩნდება კითხვაც: რა სხვაობაა და რომელი დრელი შევარჩიო სახლისთვის - საყოფაცხოვრებო თუ პროფესიონალური?

უხეშად რომ ვთქვათ, საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ ინსტრუმენტს შორის მთავარი სხვაობა - სამუშაო რეჟიმია. კერძოდ, საყოფაცხოვრებო დრელით შეუჩერებლად მუშაობა დაახლოებით 15-20 წუთია რეკომენდებულია, რის შემდეგაც, უმჯობესია, ხელსაწყო დაასვენოთ, საშუალება მისცეთ მის მოტორს, დამშვიდდეს და განელდეს. პროფესიონალური დრელით იმდენ ხანს შეიძლება მუშაობა, რამდენიც საჭიროა, ან თუ გნებავთ, მთელი სამუშაო დროის მანძილზე არ დაისვენოთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ დამქირავებელი დღეში 8 საათზე მეტხანს გამუშავებთ, ზეგანაკვეთური უნდა მოსთხოვოთ!..

ახლა საკუთარ თავს ჰკიხეთ - იმუშავებთ 8 საათი შესვენების გარეშე?

რა თქმა უნდა, არა! მაშ, სახლისთვის პროფესიონალური დრელი რაღაში გჭირდებათ? არა, რა თქმა უნდა, თუკი გარკვეული თანხა გაქვთ ისე, რომ პროფესიონალურის შეძენასაც თამამად შეძლებთ, ჰა, ბურთი, ჰა, მოედანი, ჩათვალეთ, ხელსაწყო სამარადჟამოდ მოგემსახურებათ.

  • ძრავის სიმძლავრე

უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრი ინსტრუმენტის სიმძლავრეა. ოპტიმალური სიმძლავრე, სახლის პირობებისთვის, 300-დან 800 ვატამდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობაც იზრდება. ძირითადი ფუნქციის გარდა ხომ დრელები ასევე გამოიყენება არაერთი დამატებითი დანიშნულებით - შეიძლება სხვადასხვა ხსნარის მორევა, ცემენტისაც, ასევე, ლაკის, საღებავის და ასე შემდეგ. ამდენად, რაც უფრო მძლავრია დრელი, მით მეტის საშუალებას იძლევა, თუმცა 800 ვატზე მაღლა, ინსტრუმენტი უკვე მძიმე და ზომაშიც დიდი იქნება, რის გამოც მაგალითად, ხრახნის მოჭერისას, ზედმეტად მოუხერხებელი გახდება. შეიძლება ითქვას, 500-700 ვატი ოქროს შუალედია საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობისთვის.

  • ბრუნვების რეგულირება

რატომ არის საჭირო ბრუნვების რეგულირება სახლის დრელის შემთხვევაში? პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოსახერხებელი იყოს ბურღვა, რადგან დასაწყისში ხომ მცირე ბრუნვებით ვიწყებთ ბურღვას და მხოლოდ შემდეგ ვუმატებთ? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლითონის ბურღვისას ბრუნვების რეგულირების გარეშე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ასევე, ხრახნის მოჭერისას - თუკი დრელი რეგულირების გარეშეა, სტარტს მაქსიმალური ბრუნვებით აიღებს და ამდენად, ხრახნთან გამკლავება არარეალური გახდება.

  • რევერსი (საწინააღმდეგო სვლა)

მნიშვნელოვანია, რომ დრელს რევერსის ფუნქციაც ჰქონდეს.

და რისთვის არის ეს საჭირო?

პირველ რიგში, რევერსი გამოიყენება მოჭერისას, ხრახნების ამოღებისას. თუკი ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, დრელს იყენებთ როგორც აკუმულატორიანი სახრახნისის შემცვლელი, საწინააღმდეგო სვლის ფუნქცია ხელსაწყოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს. აბა, წარმოიდგინეთ, როგორ ამოაძრობთ ხრახნს ხიდან, თუკი დრელს რევერსი არ ექნება? ვერანაირად! ამიტომაც, კარგს იზამთ, თუკი ამ ფუნქციას აუცილებლად ყურადღებას მიაქცევთ.

  • დარტყმის ფუნქცია

უფრო ხშირად, დრელების უმრავლესობას დარტყმის ფუნქციაც აქვს, ანუ ინსტრუმენტის ზედა ნაწილში ვხვდებით დარტყმის რეჟიმსა და დარტყმის გარეშე ბურღვის გადამრთველს. ძალიან ხშირად, დრელი პერფორატორში ერევათ ხოლმე. თავადაც რომ ასეთი რამ არ დაგემართოთ, აი, როგორია სხვაობა - პერფორატორს ელექტროდარტყმა აქვს, რაც მნიშვნელოვნად ძლიერია, ხოლო დრელის დარტყმა კბილების დარტყმაზე მოდის.

დარტყმის ფუნქციის მქონე დრელით შესაძლებელია აგურის გახვრეტა, თუმცა ბეტონთან გამკლავება მნიშვნელოვნად გაუჭირდება. მით უმეტეს, ბეტონის სახვრეტად სწორედ პერფორატორია განკუთვნილი.

სხვათა შორის, რაც უფრო ძლიერად აწვებით ინსტრუმენტს ბურღვის დროს, მით ძლიერია დარტყმა. ლითონისა და ხის ბურღვისას დარტყმების გათიშვაა საჭირო.

  • ექსპლოატაციისა და შენახვის წესები

იმისთვის, რომ დრელი დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე, აუცილებელია მისი მოხმარებისა და შენახვის ყველა წესის გულმოდგინედ დაცვა. სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • დარწმუნდეთ, რომ ელექტროქსელი ზედმეტად დატვირთული არ არის;
  • მაქსიმალურად საიმედოდ უნდა შემოწმდეს და დაფიქსირდეს ყველა მოძრავი დეტალი;
  • გულდასმით უნდა შემოწმდეს, რამდენად მყარად არის დამაგრებული ვაზნა.

უშუალოდ მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ:

  • ნებისმიერ პირობებში, აუცილებელია ინსტუმენტი ორივე ხელით გეჭიროთ. საკმაოდ ხშირია, როცა ცდილობენ, დრელს ერთი ხელით გაუმკლავდნენ, რაც უდიდესი შეცდომაა და ამასთან ერთად, ძალიან სახიფათო;
  • არ უნდა დააწვეთ დრელით საგანს მისი შეკავების მიზნით;
  • კატეგორიულად არის აკრძალული რევერგის გადამრთველის გამოყენება მაშინ, როცა ძრავი ჩართულია და მუშაობს;
  • აკრძალულია ინსტუმენტისთვის ხელის გაშვება, თუკი ის ჩართულია და მუშაობს;
  • ჭერთან მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, დრელი ხელში უნდა გეჭიროთ იქამდე, სანამ ბრუნვები საბოლოოდ არ შეჩერდება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, საბურღს („სვერლოს“) ხელი არ შეახოთ, მაშინაც კი თუკი ძრავი გაჩერებულია - შესაძლოა, ამან ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს;
  • დრელი კოლოფში ან სპეციალური ქსოვილის ტომარაში უნდა ინახებოდეს.

პრინციპში, დრელის შესახებ კიდევ ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა მთავარი რაც იყო, ზემოთ უკვე ყველაფერი ვთქვით. აი, ქვემოთ კი შეგიძლიათ ინსტრუმენტის რამდენიმე გამორჩეულ მოდელს შეავლოთ თვალი, უფრო მეტს კი ჩვენს საიტზე, შესაბამის განყოფილებაში ნახავთ.

CROWN CT10125-ელექტრო დრელი 300W

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე - 300W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420084
  • წონა (კგ) - 1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.5-6.5mm
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/13mm/6.5mm

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 570W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06011B70R0
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე 0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

STANLEY SDH700-RU ელ.დრელი-ჩაქუჩით 700W

STANLEY dreli

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 700W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048487648
  • წონა (კგ) - 2.35
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე 0-46300min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/30mm/13mm

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048268148
  • წონა (კგ) - 2.63
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   დარტყმის სისრაფე 0-
  • 47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება