ცირკული ხერხების დიდი არჩევანი Holst.ge-ზე |
ცირკული ხერხების დიდი არჩევანი Holst.ge-ზე |
ცირკული ხერხი ის ინსტრუმენტია, რომელიც საამქროში აუცილებლად უნდა იყოს. შეიძინეთ ცირკული ხერხი holst.ge -ზე, რომელიც 10 და მეტი წლის განმავლობაში გამოიყენებთ.
პირველ რიგში მომხმარებელი ცირკული ხერხის შერჩევისას ფიქრობს არის, შერჩეული ინსტრუმენტი სადენიანი უნდა იყოს თუ უსადენო. ორივე მათგანს გააჩნია თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები და თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა აარჩიოთ.
სადენიანი ცირკული ხერხის ძალა ვატებში განისაზღვრება და სტანდარტული ცირკული ხერხის საშუალო სიმძლავრე 1600 ვატია. უფრო ნაკლები ვატის მქონე ხერხები არ გამოგადგებათ ინტენსიური სამუშაოებისთვის. სადენიანი ცირკული ხერხის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ უსადენოსგან განსხვავებით არ დაგჭირდებათ მისი დატენვა და ყოველთვის მზად იქნება გემსახუროთ, თუ რა თქმა უნდა ელექტრო ენერგიის პრობლემა არ არის. თუმცა უარყოფითი მხარე სწორედ მისი სადენია. ცირკული ხერხის სადენმა შესაძლოა შეზღუდოს მოძრაობა საამქროში. დაგჭირდებათ მეტი ყურადღება, რომ არ წამოედოთ მას.
უსადენო ცირკული ხერხის ძალა ვოლტებშია წარმოდგენილი და საშუალო, სტანდარტული ცირკული ხერხის ძალა 18 ვოლტია. მეტი ვოლტი ითვლება უპირატესობად და უფრო პროფესიონალურს და მძლავრს ხდის ცირკულ ხერხს. 21-ე საუკუნემდე, სანამ ელემენტის ტექნოლოგიას ამ დონემდე აიყვანდნენ, სადენიანი ელექტრო ხერხები ბევრად მძლავრი და პროფესიონალური იყო. დღეს სხვაობა სიმძლავრეში თითქმის აღარ არსებობს. ელემენტიანი ელექტრო ხერხის დადებითი მხარე მისი კომპაქტურობაა. დატენვის შემთხვევაში 5-9 საათამდე მოგემსახურებათ და არ შექმნის სადენით სირთულეებს ირგვლივ. ამასთან ელემენტიანი ელექტრო ხერხით მაშინაც შეგიძლიათ მუშაობის გაგრძელება, როცა ელექტრო მომარაგება გამოირთვება. უარყოფითი მხარე კი, რამდენადაც უარყოფით ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ, დატენვის აუცილებლობაა.
ცირკულ ხერხს ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას ვდგებით არჩევნის წინაშე, დასადგამი ხერხი ვიყიდოთ თუ ხელის ელექტრო ხერხი. როგორც ყოველთვის თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ღირსებები და ნაკლოვანებები. დასადგამი ცირკული ხერხი ძალიან კომფორტულია ზუსტი და სწორი ჭრისთვის. დასადგამი ცირკული ხერხით მარტივია მიიღოთ დასამუშავებელი მასალისგან იდეალურთან მიახლოებული შედეგი. თუმცა ესეთი ცირკული ხერხი სტატიკურია და მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ სამუშაო მასალას მარტივად მივიტანთ ხერხამდე. მეორეს მხრივ ხელის ცირკული ხერხით იდეალური შედეგის მისაღებად გამოცდილება სჭირდება. ხელის, მოძრავი ცირკული ხერხით მარტივად შეგიძლიათ ჭრათ მასალა იქ სადაც მოგესურვებათ. განსაკუთრებით მაშინ თუკი ცირკული ხერხი უსადენოა.
მახასიათებლები, რაც ცირკული ხერხის ყიდვის დროს უნდა გავითვალისწინოთ:
ცირკული ხერხის სიმძლავრე ვატებში იზომება და რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, ხერხიც უფრო მძლავრია. თუ ინტენსიური სამუშაოებისთვის ეძებთ ცირკულ ხერხს უმჯობესი იქნება თუ მაღალი სიმძლავრისას აირჩევთ. ხოლო, თუ სახლის მოხმარებისთვის აპირებთ ცირკული ხერხის შეძენას, აუცილებელი არ არის მაღალი სიმძლავრის იყოს.
ცირკული ხერხის ზომა მის კომპაქტურობაზე მეტყველებს. თუ ხელის ცირკული ხერხის შეძენას აპირებთ, პატარა ზომის და წონის ხერხი უფრო პრაქტიკულია. თუმცა, პატარა ზომის და წონის ხელსაწყოები ხშირად დაბალი სიმძლავრისაა. ეცადეთ დააბალანსოთ ეს ყოველივე. სტატიკური, მაგიდის ცირკული ხერხის შეძენის შემთხვევაში გაითვალისწინეთ იმ სივრცის ზომა, სადაც მის მოთავსებას აპირებთ.
შეძენისას რაც უფრო მეტი დანამატი და დეტალი მოყვება პროდუქტს, ამ შემთხვევაში ცირკული ხერხი, მით უფრო ვგრძნობთ კმაყოფილებას. ცირკულ ხერხის კომპლექტაციას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ცირკული ხერხის ბრუნვის სიჩქარე განსაზღვრავს სწრაფად და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს. რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით მალე მორჩებით საქმიანობას.
ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მუშაობის სიღრმე. დიდი და მძლავრი ცირკული ხერხის მუშაობის სიღრმე უფრო დიდია, კომპაქტურებთან შედარებით. თუ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ გეცოდინებათ რა სიღრმის გაჭრა გჭირდებათ და იმის მიხედვით აარჩევთ ცირკულ ხერხს. სხვა შემთხვევაში ეცადეთ დააბალანსოთ მუშაობის სიღრმე სხვა მახასიათებლებთან და ისე შეიძინოთ ელექტრო ხერხი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ ხელის ცირკული ხერხის შეძენას აპირებთ უმჯობესი იქნება ნაკლებს იწონიდეს. მსუბუქი ცირკული ხერხით მუშაობა ბევრად მარტივია და ნაკლებად იღლებით. განვმეორდებით, ეცადეთ დააბალანსოთ ყოველი მახასიათებელი.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1300W
ზომა 185mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 5000min
ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 90°
მუშაობის სიღრმე 0-65mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4.6
კომპლექტაცია:
სახლის მოხმარებისთვის და არა ინტენსიური სამუშაოებისთვის თუ ეძებთ ცირკულ ხერხს TOLSEN TOL1637 იდეალური ცირკული ხერხია. ტოლსენის ეს მოდელი სამოყვარულოა, თუმცა ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია. ზომით და წონით პატარაა, შესაბამისად მობილური და კომპაქტური ცირკული ხერხია. არ გაგიჭირდებათ მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა და შენახვა. ასევე, მუშაობის სიღრმე შესანიშნავი აქვს. თუ ცირკული ხერხის მოხმარებაში დამწყები ხართ ტოლსენის ცირკული ხერხი ნამდვილად სწორი არჩევანი იქნება.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1500W
ზომა 185mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-5500min
მუშაობის სიღრმე 45° - 63.5mm/ 90° - 44mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4.4
კომპლექტაცია:
ქროუნის CT15188-იც სამოყვარულო ცირკული ხერხია. თუმცა ტოლსენის ზემოთ განხილული ცირკული ხერხზე მძლავრია და უფრო მეტად შეუძლია ინტენსიური მუშაობა. შესაბამისად ამ ხერხით არა მარტო სახლის, არამედ გარე, საშუალო პროექტებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ. კომპლექტაციაში პარალელურ მისაბჯენთან ერთად მოყვება საცვლელი პირები, რაც ამ ხერხის კიდევ ერთი დიდი პლიუსია, თუ ფასს გავითვალისწინებთ. არის კომპაქტური, სულ რაღაც 4.4 კილოგრამს იწონის და მისი ტარება პრობლემას არ წარმოადგენს.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1200W
ზომა 85mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-5500min
მუშაობის სიღრმე 45° - 63.5mm/ 90° - 44mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4.1
კომპლექტაცია:
კიდევ ერთი სამოყვარულო, სახლის მოხმარებაზე გათვლილი ცირკული ხერხი ქროუნისგან. CROWN CT15199-ის სიმძლავრე 1200 ვატია და წინა მოდელთან შედარებით სუსტია. თუმცა, ამით მწარმოებელი ცირკულ ხერხს გამძლეობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას მატებს. სხვა ყველა მახასიათებელი თითქმის წინა მოდელის მახასიათებლების იდენტურია. CT15199 ცირკული ხერხიც ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელია სამუშაოდ, თუ გადასატანად და შესანახად.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1500W
ზომა 190mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-5500min
მუშაობის სიღრმე 45° - 66mm/ 90° - 46mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4.4
კომპლექტაცია:
ქროუნის 1500 ვატიანი CT15188 ცირკული ხერხი კომპაქტური და მძლავრი მოდელია. ქროუნის 1500 ვატიანი ცირკული ხერხი დიდი ხნის განმავლობაში იქნება თქვენს განკარგულებაში და უამრავ პროექტზე მუშაობის საშუალებას მოგცემთ. კომპლექტაციაში მოყვება საცვლელი პირი, რაც ამ ელექტრო ხერხის შეძენის დამატებითი სარგებელია.
უპირატესობები:
ბრენდი BLACK&DECKER
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1250W
ზომა 190mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-5300min
მუშაობის სიღრმე 45 ° - 50mm/ 90° - 65mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4.47
კომპლექტაცია:
გერმანული ბრენდის, ბლექ ენდ დეკერის ცირკული ხერხი CS1250L სამოყვარულო მოხმარებისთვის და პატარა პროექტებისთვის ზედგამოჭრილია. ამ ცირკული ხერხის მოხმარება ძალიან კომფორტულია მისი დახვეწილი დიზაინის და სრულყოფილი სახელურის გამო. ამასთან ძალიან კომპაქტურია. ასევე ცირკული ხერხის ერთერთი ღირსებაა ის, რომ აქვს 6.5 სმ მუშაობის სიღრმე.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 2000W
ზომა 235mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-4500min
მუშაობის სიღრმე 45° - 60mm/ 90° - 85mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 7.6
კომპლექტაცია:
CT15210 ქროუნი პროფესიონალური, მაღალი სიმძლავრის ცირკული ხერხია. მისი სიმძლავრე საშუალებას მოგცემთ ინტენსიურად იმუშაოთ დიდ პროექტებზე. ამ მოდელს ძირითადად პროფესიონალები და ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანები იძენენ. ასევე ისინიც, ვინც მომავალში აპირებს ამ საქმიანობის შესწავლას და უნდა მისი ხერხი 10-15 წელი გამოადგეს. 2000 ვატის მისაღებად გაზრდილია ზომაში და წონაში. შესაბამისად ნაკლებად კომპაქტურია. 8.5 სმ-ზე ჭრის შესაძლებლობა კი ზედმეტად მიმზიდველს ხდის.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 20V
ელემენტი 4Ah
დატენვის ხანგრძლივობა 1hrs
ზომა 165mm
კვების წყარო ელემენტი
ბრუნვის სიჩქარე 4800min
მოტორი უნახშირო
ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 90°
მუშაობის სიღრმე 0-57mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 5
კომპლექტაცია:
ქროუნის CT25002 ცირკული ხერხია ელემენტზე. ელემენტიანი ცირკული ხერხის ღირსებები ზემოთ გვაქვს განხილული. 20 ვოლტი სიმძლავრე საკმაოდ მაღალია და ამ ელექტრო ხერხს პროფესიონალურს ხდის. კომპაქტურია და მძლავრი, შესაბამისად ამ მოდელის დახმარებით შეგიძლიათ იმუშაოთ დიდ პროექტებზე ინტენსიურად და ელექტრო ხერხი თან ატაროთ. ქროუნის ცირკული ხერხი ელემენტზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ცირკული ხერხია holst.ge-ზე.
უპირატესობები:
ბრენდი DEWALT
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1350W
ზომა 184mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-5500min
ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 48°
მუშაობის სიღრმე 45 ° - 42mm/ 90° - 65mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 3.7
კომპლექტაცია:
დევალტის ნებისმიერი პროდუქტი ყოველთვის გამორჩეულია მის თანამოძმეთაგან. ამ შემთხვევაშიც ასეა. Dewalt DWE560 ერთ ერთი ყველაზე გამძლე და სოლიდური ცირკული ხერხია. სიმძლავრე არც თუ ისე მაღალი აქვს თუმცა 1350 ვატი საკმარისია პატარა და საშუალო პროექტებზე, მაღალი ინტენსივობით სამუშაოდ. 6.5 სმ ჭრის სიღრმე საკმაოდ მაღალია. აქვს მტვრის შესაგროვებელი და მოგცემთ სუფთად მუშაობის შესაძლებლობას. ბრუნვის სიჩქარეც მაღალი აქვს. ყველაფერთან ერთად კი 3.7 კილოგრამს იწონის.
უპირატესობები:
ბრენდი BLACK&DECKER
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 18V
ზომა 140mm
კვების წყარო ელემენტი
კომპლექტაცია ელემენტის გარეშე
ბრუნვის სიჩქარე 0-3700min
ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 90°
მუშაობის სიღრმე 0-43mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 3.05
ბლექ ენდ დეკერის უსადენო, 18V-იანი BDCCS18N ცირკული ხერხიც ერთ-ერთი საყვარელი ცირკული ხერხია ჩვენი მომხმარებლებისთვის. მისი სიმძლავრე სტანდარტულია და პროფესიონალებსაც შეუძლიათ ამ ცირკული ხერხით მუშაობა. სულ რაღაც 3 კილოგრამს იწონის და მისი გადაადგილება თუ შენახვა მარტივია. საამქროში ყოველთვის გამოიძებნება მისი ადგილი მაშინაც, როცა ერთი სადენიანი ცირკული ხერხი უკვე გაქვთ. ბლექ ენდ დეკერის სხვა ელემენტიანი ხელსაწყო თუ გაქვთ მისი შეძენა კიდევ უფრო მარტივია, რადგან ელემენტის ცალკე შეძენა არ დაგჭირდებათ ცირკული ხერხისთვის.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1400W
ზომა 255mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
მუშაობის სიღრმე 45° - 105mm/90° - 155mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 16.3
კომპლექტაცია:
ქროუნის CT15182 სტატიკური, იგივე ტორცის ცირკული ხერხია. ესეთი ცირკული ხერხით შეგიძლიათ ზედმიწევნით ზუსტად გააკეთოთ ჭრილობები ხეზე თუ რაიმე ხის მასალაზე. იმოქმედოთ სწრაფად და მეტად უსაფრთხოდ. 1400 ვოლტი სიმძლავრე საკმარისია საშუალო ინტენსივობით სამუშაოდ. ჭრის სიღრმე 15,5 სანტიმეტრი აქვს, რაც ტორცის ხერხისთვისაც კი შესანიშნავი მახასიათებელია.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1800W
ზომა 255mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-5500min
მუშაობის სიღრმე <=90°:70 -140mm 45°-90°: 70-90mm 45°: 48-60mm <=45°: 48-120mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 14.5
ქროუნის კიდევ ერთი ტორცის ხერხი CT15208. ამჯერად 1800 ვატი სიმძლავრით. მისი მბრუნავი თავი საშუალებას გაძლევთ 450-დან 900-მდე ჭრათ მასალა სოლიდურ სიღრმეზე. თუ საამქრო გაქვთ ქროუნის ეს ცირკული ხერხი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება მისი სიმძლავრის და ფასის გათვალისწინებით. მოგემსახურებათ 10 და მეტი წლის განმავლობაში და მოგემსახურებათ სრულყოფილად. ბრუნვის სიჩქარე საკმარისზე მაღალი აქვს. ტორცის ხერხებს შორის ყველაზე გაყიდვადია ჰოლსტზე. მყიდველები კი უმეტესად პროფესიონალები არიან.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1300W
ზომა 165mm
კვების წყარო 220-240V
მაგიდა (140cm x 29cm x 25cm)
ბრუნვის სიჩქარე 2000-2500min
მუშაობის სიღრმე 45° - 38mm/90° - 55mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4.7
კომპლექტაცია:
ცირკული ხერხის და მისი მაგიდის შეძენას თუ აპირებთ, ქროუნის CT15134-ს მოდელს მაგიდა მოყვება. სახლის სახელოსნოსთვის იდეალური ვარიანტია. 1300 ვატი საშუალოდ ინტენსიური დატვირთვით გაუმკლავდება თქვენს დავალებებს. ცირკული ხერხის თავს აქვს დახრის ფუნქციაც და სულ რაღაც 5 კილოგრამამდე იწონის. ქროუნის ცირკული ხერხი აუცილებლად დაამშვენებს თქვეს ფარეხს ან სახელოსნოს.
უპირატესობები:
ბრენდი DEWALT
პროდუქტის ტიპი ცირკული ხერხი
სიმძლავრე 1650W
ზომა 254mm
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-4600min
ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45° მოხვევის კუთხე: 47°/52°
მუშაობის სიღრმე 0-89mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 13.1
კომპლექტაცია:
დევალტის DW714 მძლავრ, 1650ვატიან სტატიკური, ცირკული ხერხის ქება ძალიან მარტივია. თუ პროფესიონალი ხართ დევალტის პროდუქცია კარგად ნაცნობი იქნება თქვენთვის, მისი ხარისხით და დახვეწილობით. ყველა დეტალი გათვალისწინებულია ამ ცირკულ ხერხში და აუცილებლად მოგემსახურებათ რამდენიმე ათწლეული. 9 სანტიმეტრამდე შეუძლია მასალის გაჭრა. მოყვება მტვრის შემგროვებელი, რაც სუფთად მუშაობაში დაგეხმარებათ.
უპირატესობები: