ცირკული ხერხის აქამდე უცნობი გამოყენება

დურგლებისთვის ცირკული ხერხი საუკეთესო იარაღია ზუსტი და სწრაფი ჭრისთვის. სათანადო ცირკული ხერხი მშვენიერ შედეგს იძლევა ხის პატარა სამუშაოებისას. უფრო მეტიც, მსუბუქი წონა და პორტატულობა მას მოსახერხებელ ელექტრო ინსტრუმენტად აქცევს.

Crown-ის ცირკული ხერხი

Stanley-ის დაბალანესბული ცირკული ხერხი

Bosch-ის უმაღლესი ხარისხის ცირკული ხერხი

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ცირუკული ხერხის სხვადასხვა ფუნქციას, ასევე გაგიზიარებთ მათი გამოყენების საიდუმლოს მაქსიმალური სარგებლიანობისთვის. ასე რომ, თუ ხესთან მუშაობა თქვენი პროფესია ან ჰობია, მაშინ ამ სტატიას რამდენიმე წუთი უნდა დაუთმოთ.

ალბათ დაგებადათ კითხვა, რა უნდა გავიგო სტატიიდან ახალი, რაც ცირკული ხერხის გამოყენებაში დამეხმარება. უპირველესად, მნიშვნელოვანია ცირკული ხერხის ძირითადი ფუნქციის გაგება. ეს არის ელექტრო ხელსაწყო, რომელიც იყენებს დაკბილულ დანას, ანუ დისკს, სხვადასხვა მასალის გასაჭრელად. ის მოძრაობს წრიულად და ჭრის მასალებს.

ცირკული ხერხის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ხესთან მუშაობით. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად.

  • დიდი ზომის მერქნის მოსაჭრელად

თავდაპირველად, საამქროები და ქარხნები იყენებდნენ მცირე და საშუალო სიდიდის ცირკულ ხერხებს ხის დიდი ბლოკების მოსაჭრელად. თუმცა, დღესდღეობით პრიორიტეტულია უფრო დიდი ცირკული ხერხი, რომელიც ხშირად 3 მეტრამდე რადიუსს აღწევს, რათა დიდი ზომის ხეები უფრო მარტივად გაჭრას.

  • ლითონის მოჭრა

ცირკული ხერხი ასევე გამოიყენება ლითონებისთვის, როგორიცაა ბრინჯაო, სპილენძი და ფოლადი. მათი მცირე და ზომიერად მოსაჭრელად ცირკული ხერხი საუკეთესოა. ხერხის დიდი დიამეტრი და ბასრი კბილები მომხმარებელს ლითონების მაღალი სიზუსტით მოჭრაში ეხმარება. ასევე, ხელს უწყობს ლითონების ჰორიზონტალურად დაჭრას შემდგომი წარმოებისთვის.

  • სწორი ჭრები

თუ გსურთ სწორი ან 90 გრადუსიანი ჭრა მიიღოთ, ცირკული ხერხი უნდა გამოიყენოთ. ცირკული ხერხი იდეალურია ხის, დაფების ან ლითონების სხვადასხვა კუთხით დასაჭრელად. თუმცა, გლუვი ჭრისთვის დიდი რაოდენობის კბილების მქონე დანა გამოიყენეთ. სხვა შემთხვევაში, ნაკლებ კბილიანი დისკი სწრაფი და აბრაზიული ჭრისთვის.

  • ჯვარედინი კვეთა

ჯვარედინი ჭრის გასაკეთებლად საუკეთესო საშუალება ცირკული ხერხის გამოყენებაა. ის ეფექტურად ჭრის დაფებს უფრო სწრაფად, ვიდრე ბეწვა ხერხი.

  • დამრეცი ჭრა

ცირკული ხერხი არის შესანიშნავი ინსტრუმენტი 45 გრადუსიანი კუთხით ჭრისთვის. თუმცა, ცირკული ხერხი არ მოგცემთ სრულყოფილებას ჭრას. ცირკული ხერხი ძირითადად განკუთვნილია დიდი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, სადაც სიზუსტე ზოგჯერ ნაკლებ მნიშვნელოვანია.

Holst.ge გთავაზობთ ცირკული ხერხის დიდ არჩევანს, რომლის შეძენა ონლაინ, დისტანციურად შეგიძლიათ.

CROWN CT15199-185-ცირკული ხერხი 185mm 1200W

Crown cirkuli kherkhi

  • ბრენდი - CROWN               
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1200W 
  • ზომა - 185mm
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 4.1
  • კვების წყარო - 220-240V       
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი                   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 63.5mm/ 90° - 44mm

საკმაოდ მაღალხარისხიანი და მძლავრი ცირკული ხერხი Crown-ისგან ნებისმიერი მცირე და საშუალო სირთულის სამუშაოებთან გასამკლავებლად გამოგადგებათ. ის არის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტული მუშაობისას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

STANLEY SC16-RU ცირკული ხერხი 1600W 190mm

STANLEY cirkuli kherkhi

  • ბრენდი - STANLEY               
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1600W 
  • ზომა - 190mm
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 50mm; 90° - 65mm

მაღალი ხარისხის, მაღალი სიმძლავრის ცირკული ხერხი ამჯერად Stanley-ისგან რომელიც ხესთან მუშაობის საუკეთესო გამოცდილებას გაჩუქებთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

BOSCH ცირკული ხერხი 1400W 185MM GKS 140

Bosch cirkuli kherkhi

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ზომა - 184mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 3.7
  • კვების წყარო - 220-240V       
  • კომპლექტაცია - საჭრელი დისკი + პარალელური მისაბჯენი + გასაღები
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-6200min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
  • მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 45mm; 90°-ზე - 64mm

უმაღლესი ხარისხის ცირკული ხერხი Bosch-ისგან პროფესიონალების საყვარელი ინსტრუმენტია. მას მრავალ პოზიციაში და გრადუსზე ჭრა შეუძლია, ყველაფერთან ერთად კი ძალიან მსუბუქია.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • მაღალპროფესიონალური
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება