ცირკული ხერხები, რომლითაც საქმეს ეფექტურად შეასრულებთ |
ცირკული ხერხები, რომლითაც საქმეს ეფექტურად შეასრულებთ |
ცირკული ხერხის ფუნქცია ხისა და ბეტონის დამუშავებაა. ეს კი საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ინსტრუმენტმა ორივე მასალა სრულყოფაში უნდა მოიყვანოს და სირთულის მიუხედავად, კარგად იმუშაოს. ნებისმიერი ხელსაწყო ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ ცირკულ ხერხზე როცა ვსაუბრობთ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ინსტრუმენტი სირთულეებს მედგრად ხვდება და არაფერს უშინდება. მასალას კარგად ამუშავებს და სხვა სიკეთეებიც ახასიათებს, თუმცა, ცირკულ ხერხსაც გააჩნია, რადგან ყველა ასეთი არ არის. ჩვენ კი მხოლოდ საუკეთესო ინსტრუმენტებზე უნდა გიამბოთ და იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ, კარგი და ცუდი ცირკული ხერხი.
კარგ ხელსაწყოს ბევრი რამ მოეთხოვება, მაგრამ პირველ რიგში, გამძლეობა. აუცილებელია, რომ ცირკულ ხერხს მაღალი სამუშაო რესურსი ჰქონდეს. თუ კი ინსტრუმენტი მწყობრიდან მალე გამოვა და თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, რა აზრი აქვს ?! მოვლენების ასე განვითარება არავის აწყობს. ამ უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად კი, ერთი გზა არსებობს: მაღალრესურსიანი ხელსაწყოს შეძენა. Holst.ge - ზე ასეთ ინსტრუმენტებს მრავლად გადააწყდებით. ცირკული ხერხის შემთხვევაშიც ასეა და ყველა ხელსაწყო გამძლე, ფუნქციურად გამართული, ხარისხიანია.
ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, ინსტრუმენტებს ბევრი საერთო აქვს. პირველ რიგში, ეს ხარისხში გამოიხატება. ყველა ცირკული ხერხი გამძლე მასალისგანაა დამზადებული, შესაბამისად, პირვანდელ იერსახეს დიდხანს ინარჩუნებს და ფუნქციურადაც ბოლომდე გამართულია. მეორე საერთო გარანტიაა. ჩვენთან თითოეულ ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს უკანასკნელი კი, ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოგადგებათ. წუნი მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება. თუ კი ასე მოხდა და დადასტურდა, მაშინ ხელსაწყოს საგარანტიო ტალონთან ერთად, სერვის ცენტრში მიიტანთ და პრობლემაც გადაიჭრება. კიდევ ერთი საერთო ის არის, რომ თითქმის ყველა ცირკული ხერხი კომპაქტურია. არცერთის გადაადგილებაა რთული, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული წონისა და ზომისაა. საბოლოოდ, უმეტესობა მაინც კომპაქტურია. მთავარი საერთო კი ისედაც ცხადია, ყველა ცირკული ხერხი ერთ საქმეს ასრულებს, ხესა და ბეტონს ამუშავებს.
სიმართლე ითქვას, საერთოზე მეტი სხვაობაა და დავიწყოთ. ინსტრუმენტის შეძენამდე მახასიათებლებს უნდა გადახედოთ, რადგან ყველა ინფორმაცია თავს სწორედ აქ იყრის. განსხვავება კი სიმძლავრეში, მუშაობის სიღრმეში, ბრუნვის სიჩქარეშე, ფუნქციებში, ზომასა და წონაში გამოიხატება. საბოლოოდ, ყურადღება ყველაფერს უნდა მიაქციოთ, მაგრამ განსაკუთრებით სიმძლავრეს, სიჩქარესა და მუშაობის სიღრმეს. ხელსაწყოებს დამატებითი ნივთები მოყვება, ზოგს რამდენიმე, ზოგსაც კი მხოლოდ ერთი. სხვაობას ამ კუთხითაც ვაწყდებით.
ეს საკითხი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია, ერთი პატარა წესი გაითვალისწინოთ. სიმძლავრეზე მთელი რიგი საკითხებია დამოკიებული, ამიტომ, მნიშვნელოვანია. მძლავრი ცირკული ხერხი მაშინ დაგჭირდებათ, როცა რთული საქმე და ცოტა დროა. ხელსაწყო სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს. მეორე შემთხვევაში, თუ სამოყვარულო დონეზე გჭირდებათ, მაშინ საშუალო ან დაბალი სიმძლავრეც გამოგადგებათ.
მუშაობის სიღრმის მაჩვენებელი, ფრიად საყურადღებოა. თითოეულ ხელსაწყოს სხვადასხვა მონაცემი აქვს. ზოგიერთი ინსტრუმენტი უფრო მეტი სიღრმით მუშაობს, ზოგიც კი შედარებით ზედაპირს ამუშავებს. პრობლემა არც ერთია და არც მეორე. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, როგორი გჭირდებათ და სწორად შეარჩიოთ. გარდა ამისა, ამ საკითხში რთული არაფერია.
მესამე მნიშვნელოვანი მახასიათებელი სიჩქარეა. პრინციპები აქაც უცვლელია. რთულ საქმეზე სწრაფი ცირკული ხერხი დაიხმარეთ, რათა საქმე მოკლე დროში შესრულდეს. თუ კი არსად გეჩქარებათ, მაშინ შედარებით დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტი გამოგადგებათ. ეფექტურობას ასეთი ხელსაწყოც ინარჩუნებს, უბრალოდ უფრო ნელა მუშაობს.
კონკრეტული ინსტრუმენტების განხილვაზე გადავიდეთ. პირველი სიაში Dewalt- ის ხელსაწყოა. მძლავრი ცირკული ხერხი საქმეს გაგიმარტივებთ. თითქმის ყველა მონაცემი მაღალი აქვს. ინსტრუმენტი საკმაოდ ღრმად მუშაობს. ამ კუთხით დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს. ორივე სახის მასალას გულდასმით ამუშავებს. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები, კერძოდ, 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, პარალელური მისაბჯენი, ტორცის მისაბჯენი, მისაწოლი და გასაღები მოყვება. საკმაოდ დატვირთული კომპლექტაციაა და ჩამოთვლილ ნივთებს ბევრ საქმეში გამოიყენებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეორე ცირკული ხერხი ეფექტური და საუკეთესოდ მომუშავეა. ყველაფერი აქვს, რაც კარგ ინსტრუმენტს უნდა ჰქონდეს. მძლავრია და ამასთანავე, მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ხელს არც მუშაობის სიღრმე უშლის და არც გამძლე ელემენტი. კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, მისაწოლი და გასაღები.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown- ი მუდამ ხარისხიანი ხელსწყოებით გვანებივრებს. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ცირკული ხერხი საშუალო სიმძლავრისაა და საკმაოდ ღრმად მუშაობს. ინსტრუმენტი კომპაქტურია და მასთან ერთად ყველაფერი მარტივია. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი. გარდა ამისა, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, პრობლემას სწრაფად აღმოფხვრით. საგარანტიო ტალონი სწორედ ამისთვისაა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
აქამდე განხილული არცერთი მოდელი, თუ სათქვენო არ არის, იქნებ ეს კონკრეტული იყოს? Tolsen - ის ცირკული ხერხი, დანარჩენებთან შედარებით, დაბალი სიმძლავრისაა. ინსტრუმენტი საშუალო დონის საქმეებისთვის საუკეთესოა. მაინცდამაინც რთულ სამშაოს ნუ მიანდობთ და სხვა მხრივ, უპრობლემოა. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია და კომპლექტაცია მოყვება. დამატებითი ნივთების სიაში, პარალელური მისაბჯენი შედის. ინსტრუმენტი საქმეს გაგიმარტივებთ და ყველა სირთულეს უკან ჩამოგატოვებინებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: