ცირკული ხერხი - გამარტივებული საქმე

რა შეიცვალა ცირკული ხერხის გამოგონების შემდეგ ? რომელი ერთი ვთქვათ, მუშაობა რომ გამარტივდა თუ შესრულებული საქმის ხარისხმა რომ იმატა ? ან იქნებ ის, ყველაფერს რომ სწრაფად ასრულებს და დიდ დროს არ გაკარგვინებთ? ცირკული ხერხი ბევრი უპირატესობით სარგებლობს. ინსტრუმენტი ხისა და მეტალის დასამუშავებლად გამოიყენება. მასალას გულდასმით ასწორებს და საქმეს მუდამ პასუხისმგებლობით ეკიდება.

რა უნდა იცოდეთ, ცირკული ხერხის შესახებ ?

ხელსაწყოს შერჩევისას მარტივი წესებით უნდა იხელმძღვანელოთ. ამაში რთული არაფერია, მთავარია ყურადღებით გადაიკითხოთ. მოკლედ, დავიწყოთ და პირველ წესს გავეცნოთ. ინსტრუმენტის შერჩევამდე მახასიათებლებს უნდა გადახედოთ, მაგრამ რამდენიმეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. პირველ რიგში, სიმძლავრე გაითვალისწინეთ. თუ კი ხანგრძლივად უნდა ამუშაოთ, მაშინ მძლავრი ხერხი დაგჭირდებათ. მსუბუქი საქმეებისთვის კი საშუალო მონაცემებიც მისაღებია. არ დაივიწყოთ, რომ ზოგიერთი ცირკული ხერხი ელემენტით მუშაობს. ამ დროს კი, ორმაგი გამძლეობა მოეთხოვება. გადატვირთულ გრაფიკსაც უნდა გაუძლოს და პრობლემა არ უნდა შექმნას. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი მუშაობის სიღრმეა. ზოგიერთი ხელსაწყო ზედაპირს ამუშავებს, ნაწილი კი სიღმისეულად საქმიანობს. მახასიათებლებში ზუსტი რიცხვებია გაწერილი, ამიტომ, აუცილებლად გადახედეთ და ინსტრუმენტსაც სწორად შეარჩევთ.

Dewalt - DCS565N-XJ ცირკული ხერხი ელემენტის გარეშე,18V;165mm

ზოგადი განხილვა უკან მოვიტოვოთ და ყველაფერი დავაკონკრეტოთ. Dewalt- ის ცირკული ხერხი მძლავრი, ჩქარი და კარგია. ხესა და მეტალს სიღრმისეულა ამუშავებს. ასევე, დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, მისაწოლი და გასაღები. ხელსაწყოებთან ერთად მუშაობა მარტივი და სასიამოვნოა. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პრობლემა მალე გადაიჭრება.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 18v       
  • ზომა - 165mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.69         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4950min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 50°
  • მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 42mm; 90°-ზე-55mm

კომპლექტაცია:      

  • 24 კბილიანი საჭრელი დისკი
  • მტვრის მოსაშორებელი
  • მისაწოლი
  • გასაღები

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ფუნქციები
  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • მაღალი სიჩქარე

CROWN CT15188-ცირკული ხერხი 190mm 1500W

როცა ძლიერ ცირკულ ხერხზე ვსაუბრობთ, Crown - ის ხელსაწყო აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ამ სიკეთის გარდა, ბევრი უპირატესობა აქვს. ინსტრუმენტი მაღალი ბრუნვის სიჩქარით გამოირჩევა. ასევე, პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი მოყვება.

Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1500W
  • ზომა - 190mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min         
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 66mm/ 90° - 46mm

კომპლექტაცია:      

  • პარალელური მისაბჯენი
  • საცვლელი პირი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი

TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

საშუალო სიმძლავრის ცირკული ხერხი, მსუბუქ საქმეებზე დაიხმარეთ. ასეთია Tolsen- ის ინსტრუმენტი და კარგი იქნება თუ ზედმეტად არ გადაღლით. ხელსაწყოს პარალელური მისაბჯენი მოყვება და ერთ წლიანი გარანტია აქვს. საქმეს პირნათლად ასრულებს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1300W
  • ზომა - 185mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.6
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 5000min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
  • მუშაობის სიღრმე - 0-65mm

კომპლექტაცია:      

  • პარალელური მისაბჯენი

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ხელმისწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება