ცირკული ხერხი - ინსტრუმენტი, რომელმაც დიდი ხანია, ავეჯისა და სადურგლო საქმის სპეციალისტები მოხიბლა |
ცირკული ხერხი - ინსტრუმენტი, რომელმაც დიდი ხანია, ავეჯისა და სადურგლო საქმის სპეციალისტები მოხიბლა |
რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო როდია და რაც ჭრის, ყველაფერი სულაც არ არის ხერხი, მაგრამ როცა ცირკულ ხერხს ეხება საქმე, ნამდვილად ისე ჭრის, როგორც საჭიროა და შესაბამისად, სადაც ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტი რამეს დაიკვეხნის, იქაც ცირკული ხერხი უნდა ახსენოს!..
მჭრელ ელექტროინსტრუმენტებს შორის შეხვდებით რამდენიმე ისეთს, რომელიც პირად „შეიარაღებაში“ ზედმეტი არასოდეს იქნება. სწორედ ასეთი გახლავთ ცირკული ხერხი - ელექტრო დისკური ხერხი, რომელიც დისკოზე არსებული კბილანებით ჭრის. თავდაპირველად, ამ ტიპის წრიული ხერხი ჩაფიქრებული იყო მხოლოდ ხის თხელი მასალების ჭრისთვის. იგულისხმება ფანერი, ლამინატი და ასე შემდეგ. თუმცა, თუკი დისკო შესაფერისი მჭრელი წრით შეიცვლება, ინსტრუმენტი მარტივად გაუმკლავდება ისეთ მასალებსაც, როგორებიცაა, მაგალითად, ფერადი ლითონები, ორგმინა, ქვა, ბეტონი, ფილა და ასე შემდეგ.
რისთვის არის საჭირო ცირკული ხერხი, რა სახეობები არსებობს და რისთვის გამოიყენება, ამ ყველაფერს ქვემოთ მისხალ-მისხალ განვიხილავთ.
ცირკული ხერხი ახალი ინსტრუმენტი ნამდვილად არ არის და უკვე დიდი ხანია, ავეჯისა და სადურგლო საქმის სპეციალისტების გულები მოინადირა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ცირკული ხერხი საშუალებას იძლევა, ზუსტი და შეიძლება ითქვას, იდეალური ჭრა შეასრულოს სხვადასხვა მასალაზე. მისი მოხერხებულობა ასევე, ისიც არის, რომ შეუძლია, ჭრას არა მხოლოდ სწორი ხაზით, არამედ საჭირო კუთხითაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეალური სიზუსტით. ამისთვის ინსტრუმენტი შესაბამისი დამატებითი დეტალებით არის აღჭურვილი.
არსებობს ცირკული ხერხის ისეთი სახეობაც, რომლითაც ჭრის დაწყება შეიძლება არა კუთხიდან, არამედ ნებისმიერი ადგილიდან. ასევე, ინსტრუმენტი ვერტიკალურ წინააღმდეგობასაც წარმატებით უმკლავდება - მაგალითად, კედელს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცირკული ხერხის გამოყენების სფეროები შემდეგნაირად განისაზღვრება:
1. სიმძლავრე - ეს პარამეტრი გავლენას ახდენს ინსტრუმენტის ყველა მახასიათებელზე;
2. ჭრის სიღრმე - რაც უფრო მძლავრია ცირკული ხერხი, მით ღრმად შეიძლება ჭრა.
3. ბრუნების რაოდენობა - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მტკიცე მასალის დამუშავება არის შესაძლებელი;
4. ლითონის ჭრის ფუნქცია - ეს ფუნქცია ყველა ცირკულ ხერხს არ აქვს. ამდენად, თუკი გჭირდებათ, ინსტრუქცია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ;
5. რისგან არის დამზადებული კორპუსი - თანამედროვე პლასტიკის კორპუსი ნამდვილად გამძლეა, თუმცა ლითონის, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია.