ცირკული ხერხი - ყველაზე საჭირო ელექტროინსტრუმენტების რეიტინგის მუდმივი ლიდერი

თუკი „ბუგატი ვეირონი“ ყველაზე სწრაფი მანქანების რეიტინგშია მუდმივად წამყვან პოზიციებზე, სამაგიეროდ, ცირკული ხერხი ყველაზე საჭირო ელექტროინსტრუმენტების სიის ათეულში არ თმობს საპატიო ადგილს.

რატომ არის ცირკული ხერხი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი? ბანალურად თუ ვიტყვით - იმიტომ, თუმცა, მოდით, დავაკონკრეტოთ: მნიშვნელოვნად აჩქარებს სადურგლო სამუშაოებს. ამასთან ერთად, ცირკული ხერხი განკუთვნილია ხეზე სამუშაოდ, თუმცა, შეიძლება გამოყენებულ იქნას პლასტმასის, ასევე, ლითონის ან მილების ჭრისთვის.

რისთვის გამოგადგებათ ცირკული ხერხი?

უფრო ჩავუღრმავდეთ საკითხს - ესე იგი, ცირკული ხერხი განსხვავდება ზომით, სიმძლავრით, კვების ტიპით, დისკის ბრუნვის სიჩქარით, დასამუშავებელი მასალის ტიპითა და დამატებითი ფუნქციებით. იმის გასარკვევად, რომელი ხერხის ყიდვა ჯობია, უნდა გადაწყვიტოთ, რა სახის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

ცირკული ხერხის მეშვეობით შეგიძლიათ:

  • მოიმარაგოთ შეშა;
  • დაამუშაოთ ფანერა, „დეესპე“, ძელაკი, ლამინატი;
  • დაჭრათ აირბეტონი, ბოჭკოვანი ცემენტი;
  • დაჭრათ ლითონის ფირფიტები, პროფილები, წყალმომარაგებისა და გათბობის მილები.

არსებობს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური ცირკული ხერხები. ეს უკანასკნელი გამორჩეულია მაღალი სიმძლავრით, უზრუნველყოფს ღრმა კვეთას და როგორც წესი, დიდ საწარმოებში გამოიყენება. სახლში, რა თქმა უნდა, ასეთი ინსტრუმენტი საჭირო არ არის და მასზე საუბრით თავს არც შეგაწყენთ. უმჯობესია, საყოფაცხოვრებო მოდელი განვიხილოთ, რომელიც სახლშიც გამოგადგებათ და - აგარაკზეც.

კონსტრუქციის ტიპები

პირველი ის ვთქვათ, რომ ცირკული ხერხი განსხვავებულია ზომების მიხედვით: ზოგის ხელში ჭერა შეიძლება, ზოგი სულაც არ არის იმისთვის განკუთვნილი, მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე ატაროთ.

ხელის ცირკული ხერხი

მსუბუქი და კომპაქტურია. საშუალებას იძლევა, გამოიყენოთ იქ, სადაც დაგჭირდებათ: სახლში, ფარეხში და ისეთი ტერიტორიის გარეთაც, სადაც ელექტროენერგია არ არის, თუ რა თქმა უნდა, აკუმულატორზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ასეთი ხერხი არც ისე მძლავრია, თუმცა წარმატებით უმკლავდება რბილ მასალას, მაგალითად, ფანერასა და პლასტმასას.

ხრახნიანი მომჭერების მეშვეობით ხელის ცირკული ხერხი მაგიდაზე მარტივად მაგრდება. მართალია, მძლავრ სტაციონარულ დაზგას ვერ შეცვლის, მაგრამ მუშაობას მაინც მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

სტაციონარული ცირკული ხერხი

სტაციონარული ცირკული ხერხი დიდი ზომისა და პროდუქტიულია. ეს არის დანადგარი, რომლითაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მასალის დამუშავებაა შესაძლებელი.

კომბინირებული ცირკული ხერხი

სტაციონარული დანადგარისა და მაგიდის ცირკული ხერხის კომბინაცია. მოდელი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც დანადგარი, მაგრამ ადგილს კი ნაკლებს იკავებს. კომბინირებული ხერხი გამოიყენება ვიწრო და გრძელი მასალის სწრაფად ჭრისთვის. თუ ავეჯს ან ხის სხვა ნაწარმს ამზადებთ, სწორედ კომბინირებული ხერხი გჭირდებათ.

TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
  • სიმძლავრე - 1300W
  • ზომა - 185mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788423
  • წონა (კგ) - 4.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 5000min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
  • მუშაობის სიღრმე - 0-65mm

CROWN CT15188-ცირკული ხერხი 185mm 1500W

Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
  • სიმძლავრე - 1500W
  • ზომა - 185mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420602
  • წონა (კგ) - 4.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 63.5mm/ 90° - 44mm

Dewalt - DWE7492-QS ცირკული ხერხი მაგიდით 250mm 2000W

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
  • ზომა - 250mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048692653
  • წონა (კგ) - 34
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - 24 კბილიანი საჭრელი დისკი + მტვრის მოსაშორებელი + პარალელური მისაბჯენი + ტორცის მისაბრჯენი + მისაწოლი + 2xგასაღები
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4800min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
  • მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 55mm; 90°-ზე-77mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება