ერთ კარგ გერმანელ ფილოსოფოსს, გეორგ კრისტოფ ლიხტენბერს ძალიან საინტერესო და ორაზროვანი რამ უთქვამს თავის დროზე: „რა სამწუხაროა, რომ წყლის სმა ცოდვა არ არის... რამდენად უფრო გემრიელი მოგვეჩვენებოდა!..“
აი, რა უცნაური ხალხია ეს ფილოსოფოსები, იტყვიან რაღაცას და მიდი მერე და იმტვრიე თავი, რა იგულისხმა, რისი თქმა უნდოდა, უნდა გაიქცე და თავს უშველო, თუ აშენდები და აყვავდები...
სამაგიეროდ, ინგლისელი ისტორიკოსის, თომას ფულერის გამოთქმაა აბსოლუტურად გასაგები და ამასთან ერთად, ღრმად დასაფიქრებელი: „წყალს იქამდე არ ვაფასებთ, სანამ ჭა არ ამოშრება“.
ჰოდა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, თუ არ გინდათ, ჭა ამოშრეs, გაუწყლოების საფრთხე დადგეს, ან ნარგავები გახმეს, ვისაუროთ ისეთ საჭირო მოწყობილობაზე, როგორიც წყლის ტუმბო გახლავთ.
რისთვის არის საჭირო წყლის ტუმბოები?
წყლის ტუმბო, წყლის პომპა, რაც გაგიხარდებათ, ის უწოდეთ, არის სისტემა, რომელიც განკუთვნილია სასმელი ან ტექნიკური წყლის, ასევე, სითხეების გადასატუმბად, ამოსატუმბად, გადასაქაჩად, ამოსაქაჩად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქალაქსა თუ სოფელს, აგარაკს, საცხოვრებელ კორპუსებს, ქარხნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოწყობილობას არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:
- ყველაფერი თავმოყრილია ერთ კორპუსში;
- უნივერსალურია. წყლის პომპა არის მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც წყლის ამოქაჩვა შეიძლება ჭაბურღილიდან, ჭიდან, აუზიდან და სხვა რეზერვუარიდან, რომელიც ნაკვეთზე, ან მის სიახლოვეს მდებარეობს;
- სწრაფი მონტაჟი. პრინციპში, საკმარისია, აგრეგატი ელექტროქსელს მიუერთოთ, ჰიდროაკუმულატორი ჰაერით გაავსოთ და შლანგი სითხეში ჩაუშვათ. რთული სამონტაჟო სამუშაოები საჭირო არ არის;
- ავტომატიზაცია. წყლის ტუმბოები ირთვება და ითიშება ავტომატურად, რაც ჰიდროავზში არსებულ წნევაზეა დამოკიდებული. ყველაფერი, რაც მომხმარებელზეა დამოკიდებული, დანადგარი პერიოდულად უნდა შეამოწმოს.
აგრეგატის მნიშვნელოვანი უპირატესობა წყლის თანაბარი მიწოდებაა. ჰიდროაკუმულატორში ყოველთვის არის სითხის გარკვეული მარაგი, რომელიც მომენტალურად ივსება ხარჯვის შესაბამისად.
როდის უნდა დამონტაჟდეს?
აგარაკზე (ბინაში, საწარმოში) წყლის პომპის მონტაჟი რაციონალური შემდეგ სიტუაციებში იქნება:
- შენობა არ არის მიერთებული ცენტრალური წყალმომარაგების სისტემაზე;
- წყალი ხშირად და დიდი რაოდენობით იხარჯება მათ შორის, რამდენიმე მომხმარებლის მიერ;
- საჭიროა სტაბილური წყალმომარაგება ჭიდან, ჭაბურღილიდან;
ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ტუმბო დაგეხმარებათ, არ მოგიწიოთ წყლის საჭირო ადგილამდე ხელით მიტანა. აღჭურვილობა გამოსადეგია როგორც სეზონური, ისე მუდმივი ექსპლოატაციისთვის.
მოწყობილობის თავისებურებები
წყლის ტუმბო კერძო სახლისთვის თავის თავში შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს:
- ელექტროტუმბო. ზედაპირული აგრეგატი, რომელიც სისტემაში წნევას წარმოქმნის. როგორც წესი, ჰიდროაკუმულატორის კორპუსის ზედა მხარეს მონტაჟდება;
- წნევის რელე. შედის მართვის კვანძში, ტუმბოს ავტომატურ რეჟიმში რთავს და თიშავს, როცა წნევა ეცემა ან იზრდება კონკრეტულ ნიშნულამდე;
- მანომეტრი. აჩვენებს მაგისტრალური სადგურის შიგნით არსებულ წნევას. საშუალებას იძლევა, ვიზუალურად მოხდეს აღჭურვულობის მუშაობის კონტროლი და დროულად მოხდეს გაუმართაობის აღმოფხვრა;
- ჰიდროაკუმულატორი. ინახავს წყლის გარკვეულ რაოდენობას. ამასთან, უზრუნველყოფს ავტონომიურ მარაგს, აკონტროლებს სისტემაში სითხის ნაკად;
- არმატურა და შლანგები. გამოიყენება ზედაპირული ტუმბოს მიერთებას სხვა კომპონენტებთან, მათ შორის, ჰიდროაკუმულატორსა და რეზერვუართან;
- ხვრელები. წყლის ტუმბოს სტანდარტულ მოწყობილობას აქვს შემავალი და გამავალი ხვრელები წყლის მიღება/გაცემისთვის.
მუშაობის პრინციპი
რაკი მოწყობილობის თავისებურებებში ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს წყლის პომპა. მისი მუშაობა ორ ეტაპად ხორციელდება.
პირველი ეტაპი - ჰიდროაკუმულატორის გავსება. ავტომატიკა ელექტროტუმბოს რთავს, წყალი რეზერვუარიდან მილში ინაცვლებს, შემავალ ხვრელში ხვდება და ავზს ავსებს. როგორც კი საჭირო წნევას მიაღწევს, ტუმბო ითიშება.
მეორე ეტაპი - მოხმარება. მაგალითად, სახლში იხსნება ონკანი, რომელშიც წყალი ტუმბოს დახმარებით ხვდება. ამ დროს ჰიდროაკუმულატორში წნევა ეცემა, მოქმედებაშ მოდის ავტომატიკა. ტუმბო ირთვება და რეზერვუარში წყალი კვლავ ივსება. აქ ციკლი სრულდება და მუდმივად მეორდება, სანამ წყლის ტუმბოს ექსპლოატაცია გრძელდება.
ადგილის შერჩევა
ჯერ კიდევ დამონტაჟებამდე, კარგად უნდა იყოს გათვლილი, სად არის უმჯობესი წყლის ტუმბოს განთავსება. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, ადგილის შერჩევისას ამ რჩევების გათვალისწინება ურიგო არ იქნებოდა:
- ტუმბო უნდა განთავსდეს იმ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, საიდანაც გადაქაჩვა მოხდება;
- აგრეგატის მონტაჟის ადგილი თავისუფალი და ადვილად მისადგომი უნდა იყოს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას ხელი არაფერმა შეუშალოს;
- თუკი მოსალოდნელია ძლიერი ყინვები, რეკომენდებულია წყლის პომპა განთავსდეს ოთახში, სადაც მომხმარებლის მიერ მითითებული ტემპერატურა დასაშვებს არ ჩასცდება;
- წყლის ტუმბო არ უნდა განთავსდეს პირდაპირ მიწაზე, აუცილებელია ამისთვის წინასწარ მომზადდეს ბეტონის ან ხის სადგამი;
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანადგარი ზედაპირზე თანაბრად იყოს მოთავსებული, რისი დადგენაც Holst.ge-ზე შეძენილი თარაზოს მეშვეობით შეძლებთ, ხელსაწყოზე, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია.
ექსპლუატაცია
ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ პრაქტიკულად ყველა ეტაპი და მთავარსაც მივადექით - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხს, როგორი უნდა იყოს წნევა ტუმბოში. ეს ეხება ერთდროულად ორ მაჩვენებელს:
- წყლის წნევა სისტემაში. წნევის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი, სისტემების უმეტესობის შემთხვევაში, 10 ბარია;
- ჰაერის წნევა ჰიდრავლიკის რეზერვუარში. ეს მაჩვენებელიც მწარმოებლის მიერ არის განსაზღვრული და დამოკიდებულია აკუმულატორის ტევადობაზე. საშუალოდ, 150 ლიტრიან მოცულობას ჰაერის 1,5 ბარი ჰყოფნის, 150 ლიტრზე მეტს კი - 2 ბარი.
უპირველეს ყოვლისა, მწარმოებლის მიერ მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს დაეყრდენით. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, მითითებული მონაცემების უგულებელყოფა და გადაჭარბება.
მნიშვნელოვანია ავზის წნევის რეგულარული კონტროლი. შემოწმების პერიოდულობა აღჭურვილობის ექსპლოატაციის სიხშირეზეა დამოკიდებული. თუკი მისი გამოყენება ძირითადად, წლის თბილ პერიოდში ხდება, საკმარისია სეზონის დაწყების წინ შემოწმება. თუკი ტუმბო მუშაობს მთელი წლის მანძილზე, კონტროლი მინიმუმ 2-3-ჯერ არის საჭირო.
იმედია, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგექმნათ წყლის ტუმბოების შესახებ. დამატებით კითხვებზეც Holst.ge-ზე სიამოვნებით გიპასუხებთ, ქვემოთ კი რამდენიმე მოდელის უფრო ახლოს გაცნობა შეგიძლიათ.
Schpindel - წყლის ტუმბო QB60

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 1200091218110
- წონა (კგ) - 5.97
- კვების წყარო - 220-240V
- წარმადობა (Max) - 2.4m3/h
- სიმაღლე (Max) - 35
- შემსვლელი - 25mm(1'')გამომსვლელი - 25mm(1'')
- ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m
Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S130

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 1200091218141
- წონა (კგ) - 9.39
- კვების წყარო - 220-240V
- წარმადობა (Max) - 5.7m3/h
- სიმაღლე (Max) - 25
- შემსვლელი - 25mm(1'')
- გამომსვლელი - 25mm(1'')
- ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m
Schpindel - წყლის ტუმბო SWP125

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 1200091218196
- წონა (კგ) - 9.21
- კვების წყარო - 220-240V
- წარმადობა (Max) - 2.4m3/h
- სიმაღლე (Max) - 36
- შემსვლელი - 25mm(1'')
- გამომსვლელი - 25mm(1'')
- ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m
Schpindel - წყლის ტუმბო THF6B-4

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- სიმძლავრე - 1.9kw/2.5HP
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 1200011221008
- წონა (კგ) - 33.04
- კვების წყარო - 220-240V
- წარმადობა (Max) - 11m3/h
- სიმაღლე (Max) - 45შემსვლელი - 50mm(2'')
- გამომსვლელი - 50mm(2'')
- ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m