დაიხმარე პულივიზატორი და იმუშავე მარტივად

სამღებრო საქმიანობა ყოველთვის სახალისოა. მუსიკას ბოლომდე უწევთ, თქვენს სტიქიაში ხართ და კედლის ფერს ცვლით. ერთგვარი თერაპიაა და განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელს ელექტრო პულივიზატორი გიმშვენებთ. სწორედ აქ იწყება საინტერესო თავგადასავალი. ვერც კი წარმოიდგენთ, თავიდან რამდენ პრობლემს აგარიდებთ. იქნებ, საღებავის ლაქებისგან ტანსაცმელიც გადაარჩინოს. ახლა კი მეტად სასარგებლო ინფორმაციის ჯერია.

ცოტაოდენი რამ პულივიზატორის შესახებ

თანამედროვე ხელსაწყოებს ერთი უპირატესობა აქვს, კერძოდ, კომფორტულობა. ინსტრუმენტები ადამიანებზეა მორგებული და არა პირიქით. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ელექტრო პულივიზატორიც ასეთია. ხელსაწყო სამღებრო საქმიანობისთვის გამოიყენება. ავზს საღებავით ავსებთ და მუშაობას იწყებთ. მარტივია არა? დიახ, ნამდვილად ასეა. ინსტრუმენტი მოქნილია და ყველაფერს სწორედ ეს განაპირობებს.

რა უპირატესობა აქვს Holst.ge - ზე შეძენას ?

პირველ რიგში, საქმე მრავალფეროვნებასთან გვაქვს. ეს ყველაფერში კარგია. გამონაკლისი არც პულივიზატორებია. ხარისხი რომ უმნიშვნელოვანესია, ყველამ ვიცით, ამიტომ გამორჩეულ ბრენდებს დაგახვედრებთ. ისიც ხომ იცით, ნებისმიერი ადგილიდან რომ შეიძენთ? მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებით. Holst.ge - ის ხელსაწყოები მთელი საქართველოს მასშტაბით მოგწვდებათ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, სრულიად უფასოდ. ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მოკლედ, თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, განვადებით ისარგებლებთ და გადასახადს თვეებზე გადაანაწილებთ. ჰო, რაც მთავარია, სანდო ინსტრუმენტებს შეიძენთ და სანერვიულო არაფერი გექნებათ.

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

სამი ბრენდის ამდენივე პულივიზატორი, წარდგენას მოუთმენლად ელის. მაშ ასე, Crown - ით დავიწყოთ. სერიოზული თვალით შეხედეთ, რადგან 1200 W - იანია. ფოტოდანაც კი ეტყობა, რომ მძლავრია. იმხელა ავზი აქვს, ყველა საღებავს ერთად დაიტევს. ეს ხუმრობით, მაგრამ მართლაც დიდი მოცულობისაა. Crown - ის ელექტრო პულივიზატორი, ხელიდან გასაშვები არ არის.

Crown pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 1100 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm     
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

უპირატესობები:

  • რეგულირებადი ცხვირი
  • სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • მაღალი წნევა
  • ხარისხი

B&D HVLP200-QS-ელ. პულივიზატორი 400W

შემდეგი Black and decker - ის ხელსაწყოა. საშუალო მონაცემების მქონეა. სიმძლავრე 400 W - ია, თუმცა ტევადი ავზი აქვს. ამ მხრივ, უკმაყოფილო არ იქნებით. რეგულირებადი ცხვირით კი სასურველ ზომაზე დააყენებთ.

BlackDecker pulivizatori

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.49         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 1200 ml
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.0mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ფუნქციები
  • მოცულობა
  • გარანტია

TOLSEN TOL1616-79577 საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,110W/800ML

Tolsen - ის პულივიზატორი ხარისხში ნამდვილად არა, მაგრამ სიმძლავრეში მოიკოჭლებს. პასუხისმგებლობას ბოლომდე ითავისებს და მაქსიმალურად დაგეხმარებათ. თქვენ კი მხოლოდ ერთი რამ შეუსრულეთ: ძალიან ნუ დატვირთავთ, საშუალო დონის საქმისთვის უხმეთ.

Tolsen pulivizatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 110W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.918       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 800 ml   
  • წარმადობა - 300ml/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 0.8mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 60DIN

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება