დაიხმარე პულივიზატორი და იმუშავე სწრაფად

პულივიზატორიდან საღებავი იფრქვევა და კედელი იღებება. სივრცე ლამაზდება, ნათდება და სილაღე ემატება. ხელსაწყო მარტივად და სწრაფად საქმიანობს. შესაბამისად, სამუშაო განწყობა ყოველთვის მაღალია. საქმეც თერაპიასავითაა და სასიამოვნო გამოცდილებაა. ხელსაწყოს მეშვეობით კედლებზე ხატვა, წერა და სხვადასხვა ფორმით აქტიურობაა შესაძლებელი. პულივიზატორი კი ამ საინტერესო ამბავში მთავარია.

როგორ უნდა შევარჩიოთ პულივიზატორი ?

ხელსაწყოების შერჩევისას ერთი ოქროს წესი არსებობს. ამ ყველაფერს პულივიზატორი სრულად იზიარებს. განსაკუთრებულს არაფერს ვამბობთ, საქმე მარტივადაა. მოკლედ, მთავარია ყურადღება მონაცემებისკენ მიმართოთ. მახასიათებლები ყველაფერს ამბობს და უმჯობესია გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, თვალი სიმძლავრეს გაუსწორეთ. რაც უფრო დიდია რიცხვები, მით უკეთ მუშაობს ელექტრო პულივიზატორი. უფრო სწორად, მეტად რთულ საქმეს უმკლავდება. მაგალითად, 700 W - იანი ხელსაწყო თავდაუზოგავად შრომობს, წამდაუწუმ შესვენება არ სჭირდება და დიდ ტერიტორიას სწვდება. თუ კი ბევრი საქმე გაქვთ, ასეთი პულივიზატორი დაგჭირდებათ. არის შემთხვევები, როცა ამხელა სიმძლავრე ფიზიკურად ვერაფერში გამოგაგდებათ, რადგან მარტივი საქმეა გასაკეთებელი. ამ დროს დაბალ საფეხურზე ვინაცვლებთ და ნაკლებად მძლავრ პულივიზატორს ვირჩევთ.

იკავებს თუ არა მნიშვნელოვან ადგილს მოცულობა ?

როგორ წარმოგიდგენიათ, ელექტრო პულივიზატორი ავზის გარეშე ? მართალია, ვერც ჩვენ, რადგან ეს უკანასკნელი აუცილებლად სჭირდება. ინსტრუმენტის ამ ნაწილში, საღებავი თავსდება, შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით აფრქვევს. ავზის მოცულობა მნიშვნელოვანი საკითხია და ეცადეთ, ყურადღების მიღმა არ დატოვოთ. რაც უფრო ტევადია, მით კომფორტულია. იმის მანიშნებელია, რომ საღებავის ხშირად ჩამატება არ მოგიწევთ. მაგალითად, თუ დიდ შენობას ღებავთ და საღებავისგან შორი  მანძილია, ყოველ წამს იქეთ-აქეთ სირბილი დისკომფორტია. დიდი ავზი კი ამ პრობლემას ხაზს უსვამს და საქმეს ამარტივებს.

როგორი ცხვირის ტიპი აქვს პულივიზატორს ?

ამ საკითხში ვერცერთი ხელსაწყო ვერ გაეჯიბრება. ელექტრო პულივიზატორი ყველაზე მოქნილი ცხვირითაა ცნობილი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რეგულირებადი სახისაა და ყოველთვის კომპაქტურია. ფორმის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. იმ ზომაზე დატოვებთ, როგორც საქმეს დასჭირდება. ეს ყოველივე კი ძალიან კომოფორტულია.

რაში ეხმარება პულივიზატორს წნევა ?

როცა პულივიზატორების მახასიათებლებზე ვსაუბრობთ, წნევა არ უნდა გამოგვრჩეს. ინსტრუმენტისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც უფრო მაღალი აქვს, მით უფრო მძლავრად აფრქვევს საღებავს. ეს ყველაფერი კი მეტად ეფექტურია. საქმე ბევრად უფრო მოკლე დროში სრულდება და რაც მთავარია, კარგი შედეგით.

რატომ Holst.ge ?

ადამიანებს სიმარტივე გვიყვარს და ამაში გასაკვირი არაფერია. Holst.ge კი ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია. ონლაინ ჰიპერმარკეტი კარგ რამეს გთავაზობთ. ინსტრუმენტების შესაძენად, სახლიდან გასვლა საჭირო აღარაა. ციფრულ სამყაროში ასეთი შესაძლებლობა, აღარავის გვიკვირს. შესაბამის ღილაკებზე თითის დაჭერით, ნივთები ჯერ კალათში, შემდეგ კურიერთან, ხოლო სულ ბოლოს კი თქვენთან აღმოჩნდება. რაც მთავარია, დიდხანს ლოდინი არ გიწევთ და ხელსაწყოებს რამდენიმე დღეში იღებთ. არც ის გეგონოთ, რომ გამოწერა მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ. ასე სულაც არ არის, პირიქით, ხელსაწყოებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა.

CROWN CT31010-ელ. პულივიზატორი 700W

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ბრენდების მხრივაც გამორჩეულია. ადგილს უხარისხო პროდუქტი არ იკავებს. ამჯერად, მხოლოდ Crown - ის ხელსაწყოებს განვიხილავთ. ბრენდის ერთ-ერთი უპირატესობა მრავალფეროვნებაა. ერთ ან ორ პულივიზატორს კი არა, ბევრად მეტს გთავაზობთ. ფართო არჩევანი კი ყოველთვის უკეთესია. ეს კონკრეტული პულივიზატორი მძლავრია და სხვა მონაცემებიც მაღალი აქვს. ყველა პუნქტი მწყობრშია საიმისოდ, რომ რთულ საქმეებთან მიუშვათ. დარწმუნებული იყავით, რომ თავს კარგად გაართმევს. ავზის მოცულობას რაც შეეხება, საკმაოდ ტევადია. ისიც მართალია, რომ უფრო დიდი მოცულობის მქონე პულივიზატორებიც არსებობს, მაგრამ ამ მოდელსაც ნორმალური მონაცემები აქვს. ინსტრუმენტის ცხვირი კი შეგიძლიათ არეგულიროთ, როცა მოგინდებათ, მაშინ შეცვალოთ. როგორც უკვე ვთქვით, მსგავსი რამ კომფორტულია. ხელსაწყოს მთლიანად თქვენს საჭიროებებს არგებთ და ისე ამუშავებთ.

Crown eleqtro pulivizatori

 

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 700W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 800 ml   
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • რეგულირებადი ცხვირი
  • მაღალი წნევა
  • გარანტია

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

მეორე პულივიზატორის ჯერია. არაჩვეულებრივი თვისებებს ფლობს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ნაკლები სიმძლავრისაა. სამაგიეროდ, უფრო ტევადია. მართალია, მცირედი სხვაობაა, მაგრამ მაინც, განხილულ პულივიზატორთან შედარებით, უფრო დიდი ავზი აქვს. ასევე, მაღალი წნევაც ხელს უწყობს და შესაფრქვევი ლულის ზომაც არ აკლებს. ელექტრო პულივიზატორი მსუბუქია. ზოგადად, ძალიან მძიმეაო, ვერცერთზე ვიტყვით, მაგრამ მაინც. გადადგილება პრობლემას არ შეგქიმნით და კომოფრტულად იმუშავებთ. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული წუნი შემთხვევაში, პრობლემას მოაგვარებს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მუშაობის პროცესში თავს დეფექტი იჩენს. საგარანტიო ტალონი კი ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს. ძველი ნაწილი ახლით შეიცვლება და პრობლემაც მოგვარდება.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

უპირატესობები:

  • ტევადობა
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

Holst.ge  - ზე ყველანაირ ინსტრუმენტს გადააწყდებით. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი სიძლავრის პულივიზატორები. ეს კონკრეტული მოდელი მეორე კატეგორიაში გადის. საშუალო მონაცემები აქვს, არც ძალიან მაღალი და არც დაბალი. აი, მაგალითად, ტევადი ავზი აქვს და ჩამოთვლილთაგან უპირატესობას ფლობს. სიძლავრე კი ისეთი მაღალი არ აქვს, როგორიც დანარჩენებს. ინსტრუმენტი მაღალ რესურსებს ფლობს და გამართულად მუშაობს. დიდი წნევის მეშვეობით, საღებავს მძლავრად აფრქვევს და ეფექტურია.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 500W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.67         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000m l/min     
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი
  • ფუნქციები

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

ბოლოს კი დაბალი სიძლავრის პულივიზატორით ვასრულებთ. მცირე საქმეს ეს უკანასკნელიც კარგად უმკლავდება. მთავარია, რომ ზედმეტად არ დატვირთოთ და დიდ პროექტებზე არ დაიხმაროთ. ასეთ დროს მეტი სიმძლვრეა საჭირო, ამ პულივიზატორს კი დიდი ძალა არ აქვს. რასაც აკეთებს, იმაში წუნს ვერ უპოვით. საქმეს მუდამ გულდასმით ეკიდება. ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ერთ წლიანი გარანტი მოყვება. ცხვირის ტიპი რეგულირდება, ელექტრო პულივიზატორი კი მსუბუქია.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.12         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 800 l/min         
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm     
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 70DIN

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე მასალა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება