დიახაც, „ლინუსის“ სანათები ბაროკოს სტილსაც დაამშვენებს, როკოკოსაც, ამპირსაც და მინიმალიზმსაც!..

ისე, გემოვნებაზე თუ არ იდავე ადამიანმა, აბა, სხვა რაღა არის სადავო? არ თქვათ ახლა, იმაზე კამათია საინტერესო, მესი უფრო მაგარი ფეხბურთელია თუ - რონალდო! თუმცა, ესეც გემოვნების ამბავია და საერთოდაც, რაც კამათი, ჩხუბი და აყალმაყალი მომხდარა, მიზეზი სწორედაც რომ განსხვავებული გემოვნება უნად იყოს. აბა, გაიხსენეთ, მაგალითად, ზოგის გემოვნებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრები არ ჯდებოდა და გაფართოება მოისურვა... ზოგს - სხვისი ცოლი მოეწონა - ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო...

საზღვრები და სხვისი ცოლები იქით იყოს და ძალიან დიდი სიამოვნებით შეიძლება მათთან დავა, ვისაც ბაროკო, როკოკო და ოქროსფერ ჩუქურთმიანი სკამები მოსწონს...

და წარმოიდგინეთ, დავის ბოლოს რომ აღიარებენ - „სკამებს თითს მაინც ვერავინ დააკარებს, მაგრამ იმაში კი გეთანხმები, რომ „ლინუსის“ სანათები ბაროკოს სტილსაც მოუხდება და როკოკოსაცო“...

„ლინუსის“ ათასგვარი სანათები Holst.ge-ზე

რა ტიპის სანათი აღარ შეგხვდებათ Holst.ge-ზე: შეკიდული ჭერის, კედლისა და ჭერის (არაშეკიდულის), არქიტექტურული - რა გინდა სულო, გულო და როკოკო-ბაროკოსა თუ მინიმალიზმის მოყვარულო ადამიანო!..

რა უპირატესობებით გამოირჩევა ასეთი სანათი, აქვეა ინფორმაცია - გაეცანით, შეიყვარეთ და პატივი ეცით:

- დავიწყოთ იმით, რომ წერტილოვანი ტიპის სანათი დიდი წარმატებით უმკლავდება ძირითადი და ლოკალური განათების დავალებებს. მონტაჟისა და მოწყობილობების მიერთების განსხვავებული სქემები საშუალებას იძლევა, სიტუაციიდან გამომდინარე, განათება სრულად ან ნაწილობრივ იქნას გამოყენებული;

- ასეთი ტიპის სანათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ძალიან პრაქტიკული და ერგონომიულია: გამოირჩევა საიმედოობით, ძლებს საკმაოზე მეტხანს და მოსავლელადაც მარტივია;

- თანაბარი განათება - სწორად მონტაჟის პირობებში, შეუძლებელია, სანათმა ოთახში რომელიმე ზონა დაფარვის გარეშე დატოვოს;

- კომპაქტურობა - მოწყობილობის დამონტაჟება შეიძლება ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი ჭაღი, გინდ ზიზილ-პიპილებიანი, გნებავთ - აბსოლუტურად სადა, ვერაფრით დაეტეოდა.

ეკონომიურობა - სანათი საშუალებას იძლევა, ოთახი ფრაგმენტული განათებით უზრუნველყოს;

მისაღები ფასი - როგორც წესი, ჭაღების ფასი საკმაოდ მაღალია. სანათებს რაც შეეხება, მათი ღირებულება გაცილებით მისაღებია. რაც მთავარია, საფასო სეგმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და სასურველი მოდელის შერჩევას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. თუ არ გჯერათ, აქვე გადახედეთ რამდენიმე ვარიანტს, გაცილებით მეტის ხილვა კი Holst.ge-ს შესაბამის კატეგორიებში შეგიძლიათ.

LINUS SP-R-5530 LED Spot Light 5.5W 3000K Round

LINUS LED Spot Light

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - შიდა მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფორმა - მრგვალი
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 470 lm
  • ჭრის ზომა - ø68 mm
  • გაშლის კუთხე - 36°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი - 4861294031479
  • წონა (კგ) - 0.11         
  • სიმძლავრე (W) - 5.5

LINUS LBT8-4065 LED Batten Light 40W 1200mm 6500K 230V two row

LINUS LED Batten Light

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - Led T8 სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 3400 lm
  • ზომა - 1200 mm
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP 20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - 4869002002360
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 40

LINUS-12318 String light 15m/20s

LINUS String Light

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - სიმებიანი განათება           
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz 
  • კვეთა - 0.75mm
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - 65
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 9802187612318
  • წონა (კგ) - 2.6
  • კომპლექტაცია - ნათურების გარეშე
  • სიმძლავრე (W) - 800
  • ვაზნების რაოდენობა - 20 ცალი
  • ვაზნებს შორის დისტანცია - 0.75m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება