დითირამბი ბერძნული სიტყვაა და პერფორატორსაც მშვენივრად უხდება |
დითირამბი ბერძნული სიტყვაა და პერფორატორსაც მშვენივრად უხდება |
ნათქვამია, პერფორატორმა სამი რამ უნდა გააკეთოს: დარგოს ხე, გააჩინოს შვილი, ააშენოს სახლი... არა, არა, ეს ხომ ეს ადამიანზეა ნათქვამი, თუმცა პერფორატორს რაც შეეხება, თქვენ წარმოიდგინეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვალეობებით არის შექმნილ-მოვლენილი და მოდით, ბარემ ავიკაპიწოთ მაჯები და ამ ხელსაწყოს დითირამბებს მოვყვეთ.
აქვე გავიხსენოთ, რომ დითირამბი ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველი მნიშვნელობით ღვინის ღმერთ დიონისეს პატივსაცემად შესრულებულ საზეიმო გუნდურ სიმღერას ნიშნავდა, თუმცა პერფორატორსაც მშვენივრად უხდება...
გაბურღვა, დანგრევა, გახვრეტა - ნებისმიერ ხელოსანს, შეიძლება ითქვას, ხელები ექავება, რაც შეიძლება მალე დაასრულოს მსგავსი სამუშაოები - ამის შემდეგ ხომ უკვე ახლის შექმნა შეიძლება, რისთვისაც იგეგმება კიდეც რემონტი. ფაქტია, მშენებლობა ვერაფრით წარიმართება ბურღვის პროცესის, კედელში ხვრელების დატანის, კედლებისა და ტიხრების დემონტაჟის გარეშე. ამ არც თუ იოლი სამუშაოების შესრულება კი ბევრი რამით შეიძლება: ლომით, ბურღით, კუთხსახეხით (ბარგალკას რომ ვუწოდებთ), პნევმატური ჩაქუჩით. თუმცა გამოსავალი სწორედ პერფერატორი გახლავთ, რომელიც იმდენად მძლავრი და ფუნქციონალურია, რომ რამდენიმე ხელსაწყოსაც კი პრაქტიკულად, იდეალურად ჩაანაცვლებს.
ქვემოთ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ არც მთლად რაციონალურია კედლებში ხვრელების დასატანად ბურღის, ხოლო ტიხრების მორღვევისთვის კიდევ სხვა ინსტრუმენტის შეძენა. გაცილებით მომგებიანია ერთი მოწყობილობის ყიდვა, რომელიც რამდენიმე სარემონტო და სამშენებლო დავალებას შეასრულებს და დიახ, ეს პერფერატორია.
რა არის პერფორატორი? ხშირად, როცა ადამიანი ამ ინსტრუმენტს ყიდულობს, შეუჩნდება ხოლმე ეჭვისა და ინტერესის ჭია, მაინც, რა არის მის შიგნით, როგორ მუშაობს, რისგან არის დამზადებული და ხომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა იყო მისი შეძენა?
პასუხი ასეთია: პერფორატორი არის ინსტრუმენტი ელექტრო ძრავითა და პნევმატური დამრტყმელი მექანიზმით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელსაწყო ნამდვილად უნივერსალურია, ვინაიდან შეუძლია, ისეთი ინსტრუმენტები შეცვალოს, როგორიცაა თუნდაც ბურღი, ან ვთქვათ,მცირე ზომის პნევმატური სანგრევი ჩაქუჩი.
პერფორატორი 2 ძირითად სახეობად იყოფა:
მოდელი ძრავის ჰორიზონტალური განლაგებით გაცილებით კომფორტულია და ბევრად პოპულარულიც არის, ვიდრე ვერტიკალურები. რატომ? პირველი მიზეზი წონაა. ჩვეულებრივ, მოდელის საშუალო წონა 5 კილოგრამია, რადგან კორპუსის წინა ნაწილი, სადაც მექანიკაა განლაგებული, ზეგამძლე პოლიმერული პლასტიკისგან მზადდება.
ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს 2 ტიპის დამრტყმელი მექანიზმი. პირველია ელექტრომექანიკური, რომელიც ინსტრუმენტზე დამატებით ზეწოლას მოითხოვს, რათა დარტყმის ძალის საჭირო მაჩვენებელი გამოიმუშაოს. აღნიშნული ვარიანტი მუშაობისას ყოველთვის კომფროტული ნამდვილად არ არის თუნდაც იმიტომ, რომ კორპუსის უფრო მეტ ვიბრირებას იწვევს. პოპულარული ეს მოდელი დაახლოებით 10 წლის წინ იყო.
მექანიზმის მეორე ტიპია ელექტროპნევმომექანიკური. მისი წარმადობა გაცილებით მაღალია და წარმოქმნის დარტყმის ძალიან მაღალ ენერგიას იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმძლავრე არც ისე მაღალია. რაც მთავარია, ბაზარზე დღეისთვის არსებული პერფორატორების 99,9 % სწორედ ასეთი მექანიზმებით არის აღჭურვილი.
პერფორატორის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - ელექტროძრავი ატრიალებს ლილვს, რომელზეც დამონტაჟებულია მოძრავი საკისარი, რომელიც, თავის მხრივ, ლულაში დამრტყმელთან ერთად უბიძგებს დგუშს. დარტყმის ეფექტიც სწორედ ასე წარმოიქმნება.
არსებობს სხვადასხვა ტიპის პერფორატორი, რომელიც ამგვარად კლასიფიცირდება:
პერფორატორი, რომელიც საყოფაცხოვრებო სფეროსთვისაა განკუთვნილი, არც ისე მძიმე (2-დან 5 კილოგრამამდე) და მძლავრია. ასეთი მოწყობილობის მთავარი დანიშნულებაა მცირე რემონტი ავტოფარეხში, აგარაკსა და სახლში.
ნახევრად პროფესიონალური პერფორატორის გამოყენება შეიძლება როგორც საშინაო, ისე პროფესიონალურ პირობებში. ასეთი ინსტრუმენტის წონა 5-8 კილოგრამია, ხოლო დარტყმის ძალა 2,5-7 ჯოული.
პროფესიონალური ტიპი - ეს არის მძლავრი პერფორატორი, რომლის დარტყმის ძალა მინიმუმ 8 ჯოულია, ხოლო წონა - 6 კილოგრამიდან.
სანამ ამ ქვეთავის მთავარ სათქმელზე გადავალთ, ის უნდა შეგახსენოთ, რომ Holst.ge-ზე მომხმარებელს მსოფლიოში ცნობილი და საიმედო ბრენდების ნაწარმის შეძენა შეუძლია. საუბარია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: TOLSEN, CROWN, STANLEY, Dewalt და ასე შემდეგ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 50 ლარზე მეტი შენაძენის ადგილზე მიტანა უფასო გახლავთ.
ახლა რაც შეეხება მთავარს - კვების ტიპის მიხედვით პერფორატორი ორ კატეგორიად იყოფა: აკუმულატორიანი და ელექტრო.
ელექტრო პერფორატორი იქ გამოიყენება, სადაც ინსტრუმენტის ქსელში მიერთების საშუალება არსებობს, რისთვისაც გრძელი სადენია განსაზღვრული. ასეთი კვების ტიპის პერფორატორების უამრავი მოდიფიკაცია არსებობს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინსტრუმენტი საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგოს. ერთი კია, თუ არ არის ელექტროენერგია, არც სამუშაოა.
აკუმულატორიანი პერფორატორი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გამოყენება შეიძლება იქაც, სადაც ელექტროობა არ არის. მართალია, ასეთი მოდელის პარამეტრები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ელექტროს, თუმცა ავტონომიურობა ამ ნიუანსს მთლიანად ჯაბნის. ერთი კია, 220 ვოლტი აქაც აუცილებელია, რადგან როცა ელემენტი დაჯდება, მას ხომ დატენვაც დასჭირდება...
ხელსაწყო რომ სწორად შეარჩიოთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
რაც უფრო დიდია ინსტრუმენტი, სიმძლავრეც მით მეტი აქვს. ასეთი პერფორატორი მარტივად გაუმკლავდება რთულ და მოცულობით საქმესაც, თუმცა გახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ინსტრუმენტისგან ხელებიც მალე დაგეღლებათ და პაუზის გაკეთება მოგიწევთ. ამდენად, თუკი მხოლოდ სახლის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი, დიდი და მძლავრი ინსტრუმენტის შეძენა ნამდვილად არ გიღირთ.
რისი შეძენაც მართლაც ღირს, ქვემოთ გადაავლეთ თვალი, თუმცა თუკი მაინც სხვა მოდელი გირჩევნიათ, Holst.ge-ზე იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, სასურველს აუცილებლად მარტივად მიაკვლევთ.