დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სის რა გითხრათ და რე-ის-მუ-სის შესახებ კი დეტალურად მოგახსენებთ |
დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სის რა გითხრათ და რე-ის-მუ-სის შესახებ კი დეტალურად მოგახსენებთ |
ნოტებისა და აკორდების სწორად გამოყენება თუ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მუსიკოსისთვის, ნიჭის პარალელურად, რაღა თქმა უნდა, არანაკლები ჰარმონია სჭირდება ხელოსანს, რომელიც ისეთი ინსტრუმენტით მუშაობს, როგორიც რეისმუსი გახლავთ. და დიახ, ნიჭის ქონას არც ამ უკანასკნელ შემთხვევაში აქვს ნაკლები დატვირთვა.
რეისმუსი ის ინსტრუმენტი გახლავთ, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში, ისე მასშტაბურ წარმოებაში.
მოკლედ თუ ვიტყვით, სულ რამდენიმე სიტყვით, რეისმუსი ძელაკების, ფიცრების სისქის კორექტირებისა და სუფთად დამუშავებისთვის გამოიყენება. რეისმუსით დამუშავებულ ნაწარმი კი აქვს საჭირო სისქე, ზომა, პრიალა და იდეალურად სწორი ზედაპირი. ასეთი მასალა საჭიროა, მაგალითად, ავეჯის მსხვილსა თუ მცირე წარმოებაში, ასევე, საყოფაცხოვრებო პირობებში - სახლის, ბინის, აგარაკის კეთილმოწყობისთვის.
ზემოთ უკვე კი ჩამოვაყალიბეთ, თუმცა, ერთხელაც ვთქვათ, რომ რეისმუსის გამოყენება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, მაგალითად, დაფებისა და ფიცრების დამუშავებისთვის. ძალიან დიდი სამუშაოს აღება შეუძლია თავის თავზე რემონტისას, მშენებლობის დროს, ხის გადამუშავების პროცესში. მოწყობილობას ხშირად შეხვდებით სახელოსნოებში, სადაც მას კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, რეისმუსი ჩართულია ავეჯის, საჭირო სისქის დაფებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის პროცესში. სწორედ რეისმუსის წყალობით იქმნება ერთმანეთის იდენტური სისქის მქონე ნაკეთობები.
არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი რეისმუსები. პირველი ტიპი შედარებით ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით. დანებიანი ლილვი ზედაპირზეა განლაგებული და ნამზადის დამუშავება მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება.
ორმხრივი მოდელი პროფესიონალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება. მასში დამონტაჟებულია ორი ბარაბანი დანებით, რაც საშუალებას იძლევა ნამზადის ერთდროულად ორივე მხარე დამუშავდეს. მოდელს შედარებით დიდი ზომა და წონა აქვს და შესაბამისად, ღირებულებაც მაღალია.
იქიდან გამომდინარე, რისთვის სჭირდებათ რეისმუსი - სახლში დაგეგმილი რემონტისთვის თუ პროფესიონალური ავეჯის თუ სადურგლო ნაკეთობების დასამზადებლად, ორი სახეობიდან ერთს ირჩევენ:
შედარებით იაფფასიანი. განკუთვნილია სტანდარტული სისქის დამუშავებისთვის. ძრავა ერთფაზიანია, 3 კვტ სიმძლავრემდე. არ არის გათვლილი ხანგრძლივი დატვირთვებისთვის. კონსტრუქციის ზოგიერთი ელემენტი შედარებით იაფფასიანი მასალისგან მზადდება, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნამზადი მაღალი ხარისხით დამუშავდეს. მაგიდა არ არის გათვლილი გრძელი მასალის განთავსებისთვის. დამუშავების საშუალო სიგანე 300 მმ-ია, ხოლო ნათალის მოხსნის სიღრმე 1,5-2 მმ.
პროფესიონალური მოდელი გარეგნულად საყოფაცხოვრებოსგან ნაკლებად განსხვავდება. თუმცა, ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. საგორავი, რომელიც ნამზადს ამოძრავებს, ან მაღალი ხარისხის რეზინისგან ან კაუჩუკისგან მზადდება, რაც მასალის მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს და ზედ კვალს არ ტოვებს. ნათალის მოხსნის სიღრმე 1-დან 3,5 მმ-მდე მერყეობს. ასევე, პროფესიონალური დანადგარი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. აქვს სიმაღლის ზუსტი დაგეგმვის მასშტაბი, რომელიც ხშირად აღჭურვილია ციფრული დისპლეით. ძვირფასი დეტალების წყალობით კი ხის დამუშავების ხარისხი უპირობოდ შთამბეჭდავია.
რეისმუსის დანადგარის მუშაობის პრინციპი დაფის, ფიცრის, ძელაკის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.
აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:
მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამმხრივი და ოთხმხრივი რეისმუსები.