ტოპ დრელების დიდი არჩევანი Holst.ge-ზე |
ტოპ დრელების დიდი არჩევანი Holst.ge-ზე |
ადამიანი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მიხვდა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოეტანა მისთვის მბრუნავი ხელსაწყოს გამოყენებას, თუნდაც ისეთს, როგორიც დრელია. დრელი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზომის ხვრელის გასაკეთებლად. თუკი დრელის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, მცირე მითითებები შეგვიძლია მოგცეთ.
DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის დრელი
თავდაპირველად, გაერკვიეთ რა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ დრელი. ეს შეიძლება იყოს მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომელიც უფრო მეტი სიმძლავრის მქონე დრელის საჭიროებას მოითხოვს, ან უბრალოდ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმის გასაკეთებლად, როგორიცაა წიგნის თაროების აწყობა, მათი კედელზე დაკიდება და სხვა წვრილმანი საქმეები. ასეთ შემთხვევაში, კომპაქტური დრელის გამოყენება დამატებით კომფორტს შეგიქმნით. ის უზრუნველყოფს თქვენი შესასრულებელი საქმიანობის სასიამოვნოდ და მოსახერხებლად წარმართვას.
თავიდან დრელები მექანიკური იყო, მაგრამ დღევანდელ რეალობაში თქვენ უკვე უსადენო, ელემენტზე მომუშავე ელექტრო ბურღებს შეხვდებით, რომლებიც მეტად კომფორტულია. ბაზარზე ბურღების ფართო არჩევანია. არის ისეთები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოსთვის იყენებს შეკუმშულ ჰაერს (პნევმატური საბურღი). ასევე, ჩაქუჩის ფუნქციის მქონე დრელი, იგივე პერფერატორი, რომელიც ძირითადად მძიმე მასალებზე სამუშაოდ გამოიყენება. როგორიცაა ქვა, აგური და ბეტონი.
თუ თქვენ ნამდვილად გადაწყვეტთ, რომ თქვენს სამუშაო იარაღებიდან ერთ-ერთი ბურღი იყოს, მაშინ გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ დრელზე, რომელსაც კომბინირებულად რამდენიმე ფუნქცია აქვს. მაგალითად მაღალი დარტყმის სიხშირე, დიდი სიმძლავრე, დიდი ბრუნვის სიჩქარე და ჩაქუჩის დარტყმითი ფუნქცია.
ასევე, მნიშვნელოვანია დააზუსტოთ თუ რა ტიპის ზედაპირის დამუშავება მოგიწევთ დრელის მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს ხის ზედაპირი, ლითონის კონსტრუქცია, მინა, ჩარხების დამზადება, სამშენებლო და კომუნალური პროექტები, სპეციალურად შექმნილი ვერსიები მედიცინის , სივრცისა და მინიატურული პროგრამებისთვის.
ბურღის მახასიათებლები:
საუკეთესო დრელის შეძენისას გაითვალისწინეთ:
ონლაინ მაღაზია Holst.ge გამოირჩევა ბრენდების მრავალფეროვნებით. აქ წარმოდგენილია წამყვანი ბრენდები, რომლებიც უკონკურენტოა ბაზარზე. Holst.ge არის სივრცე სადაც თავისუფლად შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ თქვენთვის სასურველ დრელზე და სწორედ დიდი არჩევანის უზრუნველყოფს ჩვენი საიტის კომფორტულობასა და უპირატესობას. იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, წარმოგიდგენთ თითოეული წამყვანი ბრენდის მოკლე მიმოხილვას:
ტოპ ბრენდები
კომპანია 1924 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე წამყვანი ბრენდის პოზიციას იკავებს ბაზარზე. მიუხედავად იმისა რომ კომპანია უკვე 100 წელზე მეტია არსებობს აქტუალურობას არ კარგავს და კვლავ განაგრძობს ხარისხიანი პროდუქტის თავისი მომხმარებლისთვის მიწოდებას. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით და სიცოცხლის ხანგრძლივობით. სხვა უამრავ ინდუსტრიულ ინსტრუმენტთან ერთად აწარმოებს დრელებს და პერფერატორსაც.
Crown ბრენდი 1945 წელს დაარსდა ოჰაიოს შტატში. იგი ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლოს და არა მხოლოდ ამერიკაში, ევროპის სხვა დანარჩენ ქვეყნებშიც ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო ქვანახშირის დაწვის ღუმლების წარმოება. შემდგომში კი ისე განვითარდა და 2019 წლისთვის მისმა შემოსავალმა 4 მილიარდს მიაღწია. ამ დროისთვის კი Crown -ის ბრენდი უმსხვილეს კერძო კომპანიად ითვლება. Crown აწარმოებს როგორც დრელს, ასევე პნევმატურ დრელებსაც.
Tolsen შეიძლება ითქვას ახალია ბაზარზე, თუმცა პოპულარობა უკვე მოიპოვა. ამას განაპირობებს ის, რომ მათი ხელსაწყოები გამოირჩევა პრაქტიკულობით, სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით. ძირითადად Tolsen-ის პროდუქციით მოყვარულები ინტერესდებიან, მაგრამ მისი ეფექტიანობის გამოცდას არც პროფესიონალები ერიდებიან.
კომპანია 1910 წელს დაარსდა ბალტიმორში, მერილენდის შტატში. იგი ორმა ინჟინერმა - დუნკან ბლეკიმ და ალონსო დეკერმა დაარსა. Black & Decker აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ასევე ელექტრო ინსტრუმენტებსა და ბაღის მოვლის ხელსაწყოებს. კომპანია მუდმივად ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება ბაზარზე.
დამატებითი კომპლექტაცია:
B&D საუკეთესოა პატარა და საშუალო სიდიდის პროექტებისთვის, მისი ფასის გათვალისწინებით. თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა მძლავრ ელექტრო დრელის საჭიროებას არ მოითხოვს, უმჯობესია თანხა დაზოგოთ და B&D-ის დრელი შეიძინოთ, რომელიც პერფერატორის ფუნქციებსაც ითავსებს.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
DeWalt პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი ბრენდია და ამ კონკრეტული დრელის მთავარი მახასიათებელიც მისი მაღალი ხარისხი და გამძლეობაა. პროფესიონალების საყვარელი ბრენდის დრელი არასდროს დაგაღალატებთ და ათწლეულები მოგემსახურებათ.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
„TOLSEN-ის“ ელექტრო დრელი საკმაოდ კარგი არჩევანია, რადგან დამატებით აქვს დარტყმითი ფუნქცია რაც ამარტივებს მაგარ ზედაპირებზე მუშაობას. ასევე მოჰყვება კომპლექტაცია: დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი.
უპირატესობები:
Crown-ის მაღალხარისხიანი და ძალიან კომპაქტური CT10130C დრელი, ცალსახად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Holst.ge-ზე. 810w სიმძლავრე საშუალებას მოგცემთ დიდ პროექტებზეც იმუშაოთ. ბურღვისას დარტყმის ფუნქცია კი ქვას და ბეტონსაც მარტივად გახვრეტს.
უპირატესობები:
რატომ პერფერატორი?
პერფერატორი იგივე პნევმატური დრელია იგი მეტად მძლავრია და სამუშაოს უფრო სწრაფად ასრულებს. როცა ბეტონის ან ქვის გახვრეტა გსურთ ჩვეულებრივი პნევმატური დრელი გაცილებით შედეგიანია, ვიდრე უბრალო დრელი. პნევმატური დრელით თითქმის ყველაფრის გახვრეტა შეგიძლიათ.
პნევმატური დრელი რემონტისას გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ პერფორატორი ხმაურიანი იარაღია, მაინც საუკეთესოა ქვასთან მუშაობისას. ის შეუფერხებლად მუშაობს ბეტონზეც და აუცილებელი იარაღია. ამ მასალებთან მუშაობისას ბევრად ნაკლებად ხურდება სვერლო, ვიდრე ჩვეულებრივ დრელს.
დამატებითი კომპლექტაცია:
ბოლოს კი დევალტის პერფერატორს წარმოგიდგენთ 10.5J დარტყმით, რომელიც ნებისმიერ კონსტრუქციას ჩამოშლის და გაგიმზადებთ ახალი პროექტის წამოსაწყებად.
უპირატესობები: