როგორ უნდა შევარჩიოთ და რა უნდა ვიცოდეთ დრელის/სახრახნისის შესახებ ? |
როგორ უნდა შევარჩიოთ და რა უნდა ვიცოდეთ დრელის/სახრახნისის შესახებ ? |
დღეს უამრავი სახეობის დრელები / ელექტრო სახრახნისები არსებობს, რომლებიც გვჭირდება როგორც მასშტაბური სარემონტო სამუშაობისათვის ასევე ყოველდღიურადაც, მაგალითად სახლში სხვადასხვა სამუშაოების ჩასატარებლად, ეს იქნება, თაროების აწყობა, კედელზე დამაგრება თუ სხვა წვრილმანი საქმეები, რაც შეკეთებას საჭიროებს ,მოცემულ საქმეში დახმარებას გაგვიწევს ელექტრო დრელი. სახრახნისი, ჩვენთვის მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს, რაც მუშაობის პროცესს გახდის არა დამღლელს, არამედ სასიამოვნოს.
მსგავსი ხელსაწყოების მრავალფეროვანი არჩევანია დღესდღეობით ბაზარზე, ამ ხელსაწყოებს ბევრი ქვეყანა აწარმოებს, მათი შერჩევა სრულად დამოკიდებულია თქვენს პირად შეხედულებებსა და ბიუჯეტზე.
ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ბრენდის, მოდელის, მახასიათებლისა და ღირებულების მქონე ელექტრო სახრახნისები.შეხვდებით სადენიან დრელებსაც , რომლის მუშაობისთვისაც აუცილებელია დენის წყარო, წარმოდგენილია უსადენო სახრახნისები ელემენტით.
მათი შეძენა განვადების ან ფასდაკლების პირობებითაც შესაძლებელია. Holst.ge-ზე განთავსებული მრავალფეროვანი არჩევანი კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი.
სახრახნისის შეძენისას ჩვენ რამდენიმე საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის თუ არა კომპაქტური და მოსახერხებელი არსებული პროდუქტი, რა ფუნქციების შესრულება შეუძლია, რამდენად ხარისხიანად ასრულებს თავის ფუნქციებს, ხშირი გამოყენების შემთხვევაში ისევ იმ სიმძლავრითა და ხარისხით იმუშავებს თუ გარკვეული დროის შემდეგ ახალთან შედარებით დაუქვეითდება სიმძლავრე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ რა მასალაზე შეიძლება ამ დრელის გამოყენება ეს იქნება ბეტონი, ხე, მეტალი თუ მინა.
საბურღის სიმძლავრე კიდევ ერთი მახასიათებელია, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოთ, რაც უფრო მძლავრი იქნება თქვენი დრელი მით უფრო მარტივი იქნება მისთვის ძალიან მყარი მასალის, მათ შორის ბეტონის გაბურღვაც. რაც შეეხება პორტატულ უსადენო ბურღს , ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მოწყობილობის ძაბვას. რაც უფრო მაღალია კვების ელემენტის ძაბვა, მით უფრო ძლიერი იქნება, რა თქმა უნდა, თვითონ დრელის აგებულებასა და მის შიდა ნაწილებზეც არის დამოკიდებული, თუმცა სიმძლავრის ძირითად მახასიათებლად მაინც ის ელემენტი რჩება , რომლისგანაც იღებს მუხტს .
ელექტრო ინსტრუმენტის შეძენის დროს მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ხელსაწყოს მონაცემები და იმ სამუშაოს მოცულობა , დატვირთვა რისთვისაც ყიდულობს ნივთს .
მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი მახასიათებლებია:
სიმძლავრე ელექტრომამოძრავებელ ძალას განსაზღვრავს , იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრო ინსტრუმენტს სამუშაოს მაქსიმალური დატვირთვით შესრულება უწევს სხვადასხვა ზედაპირზე მუშაობის დროს, ხშირად ელექტრომამოძრავებელ ძალაზეა დამოკიდებული რამდენად ხარისხიანად შესრულდება ზედაპირის დამუშავება, ასევე ელექტრული ძალის კონტროლიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სამუშაოს შესრულებას განაპირობებს. ბურღვის დიამეტრის და საბურღი პირების კონტროლი უპირობო მოთხოვნაა იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოს მომხმარებელმა.
ზემოთ მოცემული ინფორმაცია ზოგად წარმოდგენას შეგვიქმნის , შერჩევის პროცესს უფრო მარტივს გახდის, ეტაპობრივად კი ჩვენთვის სასურველსა და გამოსადეგ დრელს/სახრახსნის შეგვაძენენიბეს . უფრო რეალური და ხელშესახები რომ გახდეს თუ რაზე ვსაუბრობთ აქვე განვიხილოთ ერთ-ერთი დრელი, რომელიც გამორჩეულია მაღალი ხარისხის შიდა ნაწილებითა და მაქსიმალური შედეგის მომცემია სამუშაოს შესრულების პროცეში
ჩვენ ვსაუბრობთ ბრენდ TOLSEN მაღალი ხარისხის დრელზე, რომელიც მუშაობს მაღალი სიჩქარითა და კარგი ბრუნვის მაჩვენებლებით, საუკეთესო სიმძლავრითა და უსადენო ბატარეებით.
თუ თქვენ სხვადასხვა სამუშაოების ჩასატარებლად დაგჭირდებათ დრელი TOLSEN ბრენდის სახრახნისი ნამდვილიად საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ ხის მასალიაზე, ბეტონზე ან მეტალზე მუშაობა, დიდ დახმარებას გაგიწევთ მოცემული სახრახნისი, სწორედ ამ დრელშია თავმოყრილი ის მახასიათებლები რომელებიც კომფორტულსა და ხარისხიანს გახდის თვენს სამუშაო პროცესს.
TOLSEN-ის ბრენდის ელექტრო დრელი საკმაოდ მძლავრია ( 850W); წონა 2.77 ;
მნიშვნელოვანია ისიც რომ აქვს 1 წლიანი გარანტია , მოყვება დამატებითი კომპლექტაცია სახელური და სიღრმის მარეგულირებელი .