როგორ შევარჩიო ელექტრო დრელი, ბურღი, პერფერატორი? |
როგორ შევარჩიო ელექტრო დრელი, ბურღი, პერფერატორი? |
ბურღის შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან ბაზარზე წარმოდგენილია ბურღის მწარმოებელი ბევრი ბრენდი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციების და მოდელის ბურღებს(დრელებს). ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ბურღების (დრელების) მწარმოებელ რომელ ბრენდზე ან რომელ მოდელზე შეაჩეროთ არჩევანი.
უპირველეს ყოვლისა ზუსტად უნდა განსაზღვროთ რისთვის გჭირდებათ ბურღი (დრელი): ხის გასახვრეტად, ლითონის გასახვრეტად, კედლის გასახვრეტად, თუ ხრახნების მოსაჭერად.
ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა სიმძლავრის და პარამეტრების ბურღები (დრელები) : დარტყმითი ბურღი, არადარტყმითი ბურღი, რევერსული დრელი, ბლოკირებით, სიჩქარის რეგულირებით და სხვა.
ჩვენ მაღაზიებში წარმოდგენილია ბურღების/დრელების კლასიფიკაციიდან სამი ტიპის ბურღი /დრელი.
დარტყმითი ბურღი (პერფორატორი)
დარტყმითი ბურღი დაგჭირდებათ მაშინ, როდესაც გსურთ მყარი ზედაპირის გახვრეტა. მაგალითად ბეტონის, ბლოკის ან აგურის კედლის გახვრეტა. დარტყმითი ბურღი „პერფორატორი“ გაცილებით მძლავრია ვიდრე სტანდარტული დრელი და მყარი ზედაპირის გახვრეტა შესაძლებელია ზედმეტი ძალისხმევის და ნაკლები დროის დახარჯვის გარეშე.
პრემიუმ კატეგორიის დარტყმითი ბურღის პერფერატორის განმასხვავებელი, სტანდარტული დარტყმითი ბურღებისგან არის შემდეგი მახასიათებლები:
LED განათება – (ძალიან გეხმარებათ ნაკლები განათების ადგილებში დრელით მუშაობის დროს);
გვერდითი სახელური – (დრელის კომფორტულად ჭერისთვის);
სიჩქარის მარეგულირებელი;
სიღრმის მარეგულირებელი (დამჭერი).
სტანდარტული ბურღი (დრელი)
სტანდარტული ბურღი/დრელი ძირითადად გამოიყენება საშუალო და მცირე სისქის მყარი ზედაპირების გასახვრეტად. სტანდარტული ბურღი/დრელი საუკეთესოა და ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტია საოჯახო სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
აკუმულატორიანი ბურღი „შურუპავოი“
ბოლო დროს ძლიან მოთხოვნადია დრელების და სახრახნისების უსადენო მოდელები, რომელიც მძავრი ლითიუმის ბატარეებით არიან აღჭურვილები და ძალიან მოსახერხებელია.
ჩვენთან წარმოდგენილია აკუმლატორიანი ბურღების („შურუპავოი“-ს) მოდელები, რომელთაც მოყვება დამატებითი ელემენტი, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მთელი დღის განმავლობაში იმუშაოთ აკუმულატრიანი ბურღით შეუფერხებლად.
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ბურღის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ:
წარმოგიდგენთ ყველა ძირითად ფაქტორს, რომლებზე ყურადღების გამახვილებაც იმის გარანტიაა, რომ საუკეთესო ხარისხის დრელს ყიდულობთ, ოპტიმალურ ფასად:
ამ ფაქტორების მნიშვნელობა:
ჩაქუჩის ფუნქციის მქონე ბურღები ბევრად უფრო მძლავრია და ფართო გამოყენება აქვს;
სიმძლავრე, ანუ ვატი ცხადია მნიშვნელოვანია. რაც უფრო ხშირად გეგმავთ მის გამოყენებას, სასურველია მით უფრო მძლავრი შეიძინოთ;
სიჩქარეების ცვალებადობა მას კიდევ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს
ნებისმიერი დამატებითი აქსესუარი ხარჯებს თავიდან აგარიდებთ და შენაძენს კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის;
მახასიათებლები
მახასიათებლები
მახასიათებლები
ჩვენს ვებ-გვერდზე პერფერატორებისა და ბურღების გარდა წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.
შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.