დრელი - ეფექტური ხელსაწყო კედლის სანგრევად |
დრელი - ეფექტური ხელსაწყო კედლის სანგრევად |
ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ კედლის მცირე ნაწილის გახვრეტაც კი რთულია. პატარა შეცდომაც და ვიზუალი მთლიანად იცვლება, უარეს შემთხვევაში ინგრევა. ამ პრობლემის გადაჭრაში დრელი დაგეხმარებათ. ხელსაწყო სრული სიზუსტით მუშაობს და მხოლოდ მონიშნულ ადგილს ხვრეტს. იერსახეს ზიანს არ აყენებს, ამიტომ, კედელს ნებისმიერ დროს დაამუშავებთ. არც შეღებილ ვიზუალს აფუჭებს და საქმეს ოსტატივით ასრულებს. დრელი სახვრეტ- სანგრევი ინსტრუმენტია. მძლავრი ხელსაწყოს მეშვეობით, კედლის ჩამოშლასაც მარტივად შეძლებთ. სწორად შერჩეულ დრელთან ერთად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იმუშავებთ.
მრავალფეროვნებაში ზოგჯერ არჩევა ჭირს. დრელის შემთხვევაშიც ასეა. ხელსაწყოს ბევრი ბრენდი აწარმოებს. მაინც რომელია გამძლე და კომფორტული ? Holst.ge- ზე არსებული ბრენდების ნდობა ნამდვილად შეგიძლიათ. Stanley, Crown და Tolsen გამართულსა და კომპაქტურ ხელსაწყოებს გთავაზობთ. კომფორტულად მუშაობისთვის ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსახერხებელი ინსტრუმენტით საქმიანობა ბევრად მარტივდება. ჩამოთვლილი ბრენდები კი ზუსტად ასეთებია. გარდა ამისა, Holst.ge- ზე Black and Decker-სა და Dewalt-ს გადააწყდებით. თითეული ბრენდს სხვადსხვა ფუნქიის მქონე დრელი აქვს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ.
Stanley- ელექტრო დრელს ერთდროულად, ბურღვისა და დარტყმის ფუნქცია აქვს. რაც მთავარია, ამას სწრაფად და ეფექტურად ახერხებს. თუ თავზესაყრელი საქმე და ცოტა დრო გაქვთ, Stanley- ის დრელი დაგეხმარებათ. ხელსაწყო მძლავრია, ამიტომ, კედელს თავისუფლად ჩამოანგრევს. შედარებით სუსტ ხელსაწყოს კი ეს ნაკლები ოსტატობით გამოსდის. ინსტრუმენტი ზუსტი მიგნებაა რთული საქმისთვის. ასევე, მაღალი აქვს ბრუნვის სიჩქარე და ვაზნის დიამეტრი. წონა 3 კილოგრამია. სიმძლავრესთან შედარებით საკმაოდ მსუბუქია. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. რისთვის სჭრდება ეს ყველაფერი ? სიღრმის რეგულირება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხელსაწყო გასახვრეტ ადგილს ზუსტად ზომავს და მუდმივი კონტროლი აღარ სჭირდება. დამატებითი სახელური კი მეტად კომპაქტურს ხდის. დრელი ბეტონის, ხისა და მეტალის მასალაზე გამოიყენება. ყველაზე ღრმად ხესთან (32 mm) მუშაობს. დანარჩენ მასალას კი 13 მილიმეტრზე ხვრეტს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის დრელი განხილულს, მცირე სიმძლარით ჩამორჩება. 750W- იანი ხელსაწყო საქმეს მოკლე დროში ასრულებს. ამაში ხელს ბრუნვისა და დარტყმის სიჩქარე უწყობს. ბურღვის პარალელურად დარტყმის ფუნქცია კი ეფექტურობაში ეხმარება. ელექტრო დრელი ბეტონის, ხისა და მეტალის მასალას ხვრეტს/ანგრევს. ნაკლები სიღრმით მეტალზე მუშაობს , მეტით კი ხეზე. სიმსუბუქიდან გამომდინარე მარტივად გამოსაყენებელია. დიდხნიანი მუშაობისას, წონა დისკომფორტს არ ქმნის. ამიტომ, ფართომასშტაბიან საქმეზე Crown- ის დრელს მარტივად გამოიყენებთ. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია აქვს. მუშაობისას ზოგჯერ ქარხნული დეფექტი თავს იჩენს. ასეთი შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა. გარანტია კი სწორედ ამისთვისაა.
უპირატესობები:
თუ Crown- ის დრელი გსურთ, მაგრამ წინა მოდელივით მძლავრი არ გჭირდებათ ? 550W საშუალო ძალაა, ამიტომ, მცირე მასშტაბის საქმისთვის ზედგამოჭრილია. ხელსაწყოს მხოლოდ ბურღვის ფუნქცია აქვს. თუ დარტყმის ფუნქციით არ გსურთ, მაშინ დაკისრებულ მისიას თავს კარგად ართმევს. დრელი ბეტონს, ხესა და მეტალს ხვრეტს. ჩამოთვლილებთან შედარებით ნაკლები სიღრმით მუშაობს, მაგრამ პატარა დეტალებისთვის სრულიად საკმარისია. Crown- ის ხარისხიანი ხელსაწყო მსუბუქი და კომპაქტურია.
უპირატესობები:
Tolsen გამძლე დრელებით გამოირჩევა. მრავალფუნქციურობა და ხარისხი მთავარი უპირატესობაა. კონკრეტული მოდელი 500W სიმძლავრისაა. კედლის ჩამონგრევა რთული საქმეა. ამისთვის მეტად მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ. Tolsen- ის დრელი უფრო კედლის გასახვრეტად გამოგადგებათ. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. მათი მეშვეობით საქმე გაგიმარტივდებათ. დანარჩენების მსგავსად, ბეტონზე, ხესა და მეტალთან მუშაობს. ძლიერი აქვს ვაზნის დიამეტრი, ბრუნვის სიჩქარე და კვების წყარო. დრელს ხელმისაწვდომ ფასად Holst.ge- ზე შეიძენთ.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ოთხივე დრელი სხვადასხვა სიმძლავრისა და ფუნქციისაა. ზოგიერთი მაღალი მონაცემებისაა, ზოგიც კი ნაკლებად. ამიტომ, რომელიმეს კონკრეტულად გამოყოფა რთულია. დრელი საქმის მასშტაბურობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. დაბალი სიძლავრის ხელსაწყო რთულ სამუშაოსთან, ნაკლებად ეფექტური იქნება. სამაგიეროდ, კარგად გამოგადგებათ სახლისთვის, მცირე დეტალების გასაკეთებლად. ნაკლები მონაცემების დრელი, საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის. ასე უკეთ გაეცნობით საქმის სპეციფიკას და შემდეგ უფრო მძლავრზე გადახვალთ. უშუალოდ კედლის დასანგრევად კი, მაღალი მახასითებლის ხელსაწყო დაგჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში Holst.ge მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
სიმძლავრის მატებასთან ერთად დრელი მძიმდება. მართალია მსუბუქი ხელსაწყო უფრო მოსახერხებელია, მაგრამ დისკომფორტს არცერთი ქმნის. განხილულთაგან ყველაზე მძიმე 3 კილოგრამიანია. ეს წონა კი კატასტროფული ნამდვილად არ არის. მძლავრი ხელსაწყო სწორედ ასეთი უნდა იყოს. შედარებით დაბალს კი ნაკლები წონა აქვს. საბოლოოდ, თითოეულ ინსტრუმენტთან მოხერხებულად იმუშავებთ, რადგან მცირედი სიმძიმე უპრობლემოა.
დრელები ერთმანეთისგან ფუნქციურადაც განსხვავდებიან. ზოგიერთ მათგანს ბურღვისა და დარტყმის ფუნქცია ერთდროულად აქვს, ზოგს კი მხოლოდ ერთი. ამიტომ, შერჩევისას ყურადღება მიექციეთ, თუ რომელი გესაჭიროებათ.
ხელსაწყოების ნაწილს დამტებითი ნივთები სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, ინსტრუმენტს კომპლექტაცია მოყვება და ცალკე შეძენა აღარ გიწევთ. დრელის შემთვევაშიც ასეა. მეტი ეფექტურობისთვის, ზოგიერთ მოდელს სახელური და სიღრმის მარეგულირებელი ესაჭიროება. ნივთების დახარებით სამუშაო პროცესი მარტივდება და კომფორტული ხდება.
ჩამოთვლილი დრელები სამი სახის მასალასთან მუშაობს. ხელსაწყოები ხეს, მეტალსა და ბეტონს ბურღავს. ყველაზე მეტად ხესთან მუშაობა უმარტივდება. თუმცა, დანარჩენებსაც მაქსიმალური ეფექტურობით ხვრეტს. ყველა დრელს განსხვავებული მონაცემი აქვს, ამიტომ,შერჩევისას ეს თვისებაც არ გამოგრჩეთ .
Holst.ge ის სივრცეა, სადაც გამძლე დრელს შეიძენთ. ამას სახლიდან გაუსვლელად მოახერხებთ. საიტიდან გამოიწერთ და მთელი საქართველოს მასშტაბით, საკურიერო მომსახურებით ისარგებლებთ. ამავდროულად, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანა ვრცელდება.