დრელი ისეთი უნდა იყოს, დიდხანს და ერთგულად რომ გემსახუროთ

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის ერთი დრელი? დიახ, ორი დრელი, სამი დრელი, ოთხი დრელი და მოკლედ, დრელები...

რისთვის არის საჭირო დრელები და აი, ამაზე საუბრისა და მსჯელობისთვის გიწვევთ სწორედ.

ისე, ბევრი დრელის ქონას, ერთი გქონდეთ და ისეთი, დიდხანს რომ ერთგულად მოგემსახურებათ, რა თქმა უნდა, უკეთესია. სწორედ ასეთი მოდელების შერჩევა შეგიძლიათ Holst.ge-ზე და ვიდრე არჩევანს გააკეთებთ, განვიხილოთ ამ ხელსაწყოს შესაძლებლობები.

აქვე შევთანხმდეთ, რომ ამ უაღრესად საჭირო ხელსაწყოს ქართულად ნამდვილად ჩინებული შესატყვისი აქვს - ბურღი, თუმცა რაკი უფრო პოპულარულია, როგორც დრელი, ხან ისე ვთქვათ, ხან - ასე.

რისთვის არის საჭირო დრელი?

ნახატის ჩამოკიდება, ავეჯის შეკეთება, ხრახნის დამაგრება - ყველა ეს ოპერაცია ძალიან ხშირი და ნაცნობია პრაქტიკულად, ნებისმიერ სახლში. ყოველ ჯერზე რომ ხელოსნის გამოძახება არ ღირს, კი დაგვეთანხმებით. შესაბამისად, ერთი კაი გემრიელი ბურღი ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს - გადაწყვეტილი ამბავია და კამათს არ ექვემდებარება.

ხელსაწყოს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სხვადასხვა მასალაში ხვრელების დატანაა. ჩვეულებრივი დრელი მარტივად უმკლავდება ლითონს, ხეს, თაბაშირმუყაოსა და სხვა არც თუ ისე მყარ ზედაპირს. აი, დარტყმითი დრელები კი მუსრს ავლებენ არა მხოლოდ აგურს, არამედ ქვასაც და ბეტონსაც. გარდა ამისა, შესაძლებელია დრელით ელექტრო სახრახნისიც ჩაანაცვლოთ და სამშენებლო მიქსერიც, ხოლო სპეციალური საცმების ქონის შემთხვევაში, ხელსაწყო მოხვეწისთვისაც გამოგადგებათ და სხვადასხვა ზედაპირის გაპრიალებისთვისაც.

საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური დრელები

როგორც სხვა ბევრი ელექტროინსტრუმენტი, დრელიც ორ პრინციპულ ტიპად იყოფა:

  • საყოფაცხოვრებო, სახლში მოხმარებისთვის;
  • პროფესიონალური.

ზოგჯერ გამოყოფენ გარდამავალ ტიპსაც - ნახევრადპროფესიონალურს. მუშაობის პრინციპი საყოფაცხოვრებოსაც, პროფესიონალურსაც და ნახევრადპროფესიონალურსაც ერთმანეთის მსგავსი აქვს, განსხვავებას ნახავთ სიმძლავრეში, წონაში, ფასში, ფუნქციებსა და სხვა თავისებურებებში.

საყოფაცხოვრებო ბურღი გამოსადეგია სახლში ჩასატარებელი პრაქტიკულად, ყველა მარტივი სარემონტო სამუშაოსთვის. მისი უპირატესობები,პროფესიონალურთან შედარებით, გარდა დაბალი ფასისა,მოიცავს:

  • გამარტივებულია კონსტრუქცია, რაც მუშაობის პროცესს ბევრად მარტივს ხდის;
  • უნივერსალურობა. საყოფაცხოვრებო მოდელისთვის ხშირად დამატებითი ფუნქციებიც არის გათვალისწინებული. მაგალითად, სახრახნისი, მიქსერი. პროფესიონალურს რაც შეეხება, როგორც წესი, რაღაც კონკრეტული დავალებისთვის იქმნება, რის გამოც, უნივერსალურობის თვალსაზრისით, საყოფაცხოვრებოს ჩამორჩება;
  • კარგი დაცვა და გააზრებული კონსტრუქცია საყოფაცხოვრებო ბურღით მუშაობას ბევრად კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის, რაც გამოუცდელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნახევრადპროფესიონალური დრელი საკმაოდ შეზღუდული კლასის მოწყობილობაა. გარდამავალი მოდელი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც საყოფაცხოვრებო, თუმცა მიღებული ჰქონდეს პროფესიონალურის გარკვეული თვისებები.

დრელები კვების ტიპების მიხედვით

კვების წყაროების მიხედვით, დრელი ორ ტიპად იყოფა:

  • ქსელური ბურღი საჭირო ენერგიას ელექტროქსელიდან იღებს, გამოირჩევა მაღალი სიმძლავრითა და მომსახურების სიმარტივით - საკმარისია მხოლოდ დენის წყაროს მოძებნა და აკუმულატორის დატენვაზე ზრუნვა საჭირო აღარ არის. პრინციპში, რამდენადაც კომფორტულია ასეთი მოდელი, იმდენად მინუსადაც შეგვიძლია, მივიჩნიოთ - თუკი სამუშაოები ქუჩაშია ჩასატარებელი, დენის წყაროს მოძებნა შედარებით რთულია. ყოველ შემთხვევაში, Holst.ge-ზე დამაგრძელებლების შეძენაც არის შესაძლებელი, რაც სხვა დანარჩენის გარდა, ამ საკითხის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ;
  • აკუმულატორზე მომუშავე ბურღი საშუალებას იძლევა, სამუშაოები იქ შეასრულოთ, სადაც დაგეგმეთ. ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ მუდმივად საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ აკუმულატორი დატენილი იყოს და ასევე, სათადარიგოც გქონდეთ - მინიმუმ ერთი მაინც.

სიმძლავრე

ბაზარზე არსებული დრელების სიმძლავრე 300-დან 1500 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, ხელსაწყოც მით მეტ დატვირთვას იტანს.

პროფესიონალური მოდელების სიმძლავრე, როგორც წესი, 800-1000-დან იწყება და რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით მატულობს წონაც.

დაბოლოს, თუკი ისეთი სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი, რომლის დროსაც აგურზე მყარ მასალასთან არ გიწევთ შეხება, მაქსიმუმ 800 ვატის სიმძლავრის მქონე მოდელიც საკმარისია, თუმცა, თუკი ბეტონთან გიწევთ მუშაობა, არჩევანი პროფესიონალურ მოდელზე უნდა შეაჩეროთ.

TOLSEN TOL1682-79501A ელექტრო დრელი 500W 13MM

Tolsen dreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788836
  • წონა (კგ) - 2
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისწრაფე - 0-46400min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 570W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06011B70R0
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048268148
  • წონა (კგ) - 2.63
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება