დრელი - ხელსაწყო რომელიც ყველას სჭირდება |
დრელი - ხელსაწყო რომელიც ყველას სჭირდება |
ახალი დეკორაციები კედელს განსხვავებულობას მატებს.მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება, ნახატები, ჩამოსაკიდი მცენარეები თუ სხვა რამ. სიცარიელე ივსება და ამბავს გვიყვება. დიახ, სწორად გაიგეთ,ასეთი კედლები ისტორიებს თხზავს. მაგალითად, შეგიძლიათ ვინილის ფირფიტებით გააფორმოთ და შეხედვისთანავე მუსიკასა და თქვენს შორის კავშირს დავიჭერთ. კი მაგრამ, ეს ყველაფერი დრელთან რა კავშირიშია ? ხელსაწყო კედლის სანგრევ- სახვრეტად გამოიყენება. ამიტომ, თუ ზემოთ ხსენებლს განახორციელებთ, კედლის გახვრეტა დაგჭირდებათ. შედეგად, ნივთები საიმედოდ დაემაგრება და ჩამოვარდნის შიში გაქრება. ელექტრო დრელი სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ნებისმიერს გამოადგება. სულაც არაა საჭირო, ამ საქმის პროფესიონალი იყოთ.
ხელსაწყოების ერთმანეთისგან გამორჩევა, სხვადასხვა გზით შეიძლება. პირველ რიგში, ყურადღება სიმძლავრეს ეთმობა. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ესაა. ძალის მიხედვით მარტივად ისაზღვრება, თუ როგორი საქმისთვის გამოდგება. კედლის გახვრეტა ბევრად მარტივია, ვიდრე დანგრევა. ამიტომ, დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტი სრულიად საკმარისია. მეორე საქმე კი გაცილებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კედლის ნანგრევებად ქცევას, რაც შეიძლება მძლავრი დრელი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობა შეუძლებელი იქნება.
მრავალფეროვნება სტატიაშიც რომ იგრძნობოდეს, სხვადასხვა ბრენდს განვიხილავთ. კონკრეტულად, Dewalt, Stanley, Bosch და Crown. საიტზე კიდევ უფრო ფართო არჩევანია და Tolsen, B&D - ის ინსტრუმენტებსაც გადააწყდებით. არ იფიქროთ, რომ ბრენდებს ერთი ინსტრუმენტი აქვს და ყველაფერი ამით მთავრდება. არა, თითოეული მათგანი რამდენიმე დრელს გთავაზობთ. თუ ერთის მახასიათებლები თქვენს საჭიროებას ვერ მოერგება, სხვას გადახედავთ. საბოლოოდ, სასურველ ხელაწყოს აუცილებლად იპოვით.
წინასწარ გაგიმხელთ რომ ჩამოთვლილებს შორის, Dewalt - ის დრელი ლიდერია. ხარისხი არც დანაჩენებს აკლია, მაგრამ ამჯერად მონაცემებზე ვსაუბრობთ. ხელსაწყო მძლავრი და ეფექტურია. ინსტრუმენტს არა მხოლოდ კედლის გასახვრეტად, არამედ ჩამოსანგრევადაც გამოიყენებთ. ამ რთული საქმისთვის ყველა თვისებას ფლობს. ფუნქციურადაც მარავლფეროვანია და მხოლოდ ბურღვა კი არა, დარტყმისას ბურღვაც შეუძლია. ხელსაწყო ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ყველაფერი ამით არ სრულდება და კომპლექტაცია მოყვება. კერძოდ, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მართალია სტატიაში მხოლოდ Stanley- ის ერთ დრელს განვიხილავთ, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით მეტს გთავაზობთ. ამის სანახავად კი Holst.ge - ის უნდა ეწვით. მანამდე გეტყვით, რომ თქვენს წინაშე მძლავრი და კომპაქტური ხელსაწყოა. ამ ორი თვისების შერწყმა კი კარგ შედეგს გვაძლევს. რთულ საქმეს ასრულებთ და ამავდროულად, კომფორტულად მუშაობთ. Dewalt - ის დრელს ბურღვის და ბურღვისას დარტყმის ფუნქცია აქვს. ზოგიერთი ხელსაწყო მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს. ამ შემთვევაში კი ყველაფერი ერთიანდება. ინსტრუმენტი ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ყველაზე ღრმად ხეს ბურღავს, თუმცა დანარჩენ მასალასაც მაქსიმალურად ამუშავებს. ელექტრო დრელს კომპლექტაცია მოყვება. დეტალურად, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. ასევე, ერთ წლიანი გარანტია ახლავს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Bosch - ის ელექტრო დრელი საშუალო სიმძლავრისაა. კედლის სახვრეტად იდეალურად გამოიყენებთ, მაგრამ ჩამონგრევა შეიძლება გაუჭირდეს. ამ საქმისთვის უფრო მძლავრი დაგჭირდებათ. ეს კონკრეტული მოდელი კი შედარებით მარტივ საქმესთან მიუშვით და დარწმუნებული იყავით, რომ თავს კარგად გაართმევს. ხელსაწყოს მაღალი ბრუნვის სიჩქარე და დარტყმის სისწრაფე აქვს. მაქსიმალურად ხეს ბურღავს, საშუალოდ ბეტონს, ხოლო ყველაზე ნაკლებად მეტალს. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ნივთების მეშვეობით მუშაობა მარტივი და სასიამოვნო ხდება. ამავდროულად, ცალკე ყიდვა აღარ დაგჭირდებათ. ეს კი დროსა და ფულს დაგიზოგავთ. Bosch - ის დრელის უპირატესობა კომპაქტურობაში მდგომარეობს. სწრაფი ხელსაწყო მოქნილია და საქმეს თვალის დახამხამებაში ასრულებს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
კედლის გალამაზებაში Crown - ის დრელი უპირობოდ დაგეხმარებათ. სწორედ ამ საქმისთვისაა ზედგამოჭრილი. ჩამოთვლილებს შორის, სიძლავრით ყველაზე დაბალია. ამიტომ, კედლის ჩამონგრევას ვერ შეძლებს. თუმცა, კედლის ბურღვა კარგად გამოსდის. თქვენ მიენდეთ და დანარჩენს თავად მიხედავს. ხელსაწყო ბეტონს ხესა და მეტალს ბურღავს. ელექტრო დრელს მხოლოდ ბურღვის ფუნქცია აქვს. თუ გაიხსენებთ, განხილულ ხელსწყოებს ბურღვისას დარტყმაც ერთვოდა. Crown - ის დრელი კი რადგანაც კედელს ვერ ანგრევს, ეს ფუნქციაც არაფერში სჭირდება. გამძლეობა ნებისმიერი ხელსაწყოსთვის აუცილებელი პირობაა. ეს კი ელექტრო დრელს ნამდვილდ არ აკლია. ინსტრუმენტს ერთ წიანი გარანტია მოყვება. შესაძლოა მუშაობის პრცესში თავი ქარხნულმა წუნმა იჩინოს. ამ პრობლემას კი საგარანტიო ტალონი მოგიგვარებთ.
უპირატესობები:
ხელსაწყო სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე. უკმაყოფილობას არც ერთ შემთვევაში არ იწვევს. თუმცა, ყველაზე კარგად ხესთან მეგობრობს. მასალას ბევრად მარტივად და ღრმად ბურღავს, ვიდრე სხვა შემთვევაში. შემდეგ ადგილს ბეტონი იკავებს. საშუალო პოზიციაზეა, მაგრამ დრელი მაინც ეფექტურად ამუშავებს. ბოლო ადგილზე მეტალია. სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ტიპის მასალასთან ნაკლებად მეგობრობს.
ხელსაწყოების შეძენა ბევრ ადგილას შეიძლება. მაშინ რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა Holst.ge - ის ? ონლაინ ჰიპერმარკეტში კომფორტის ყველა პირობა შექმნილია. გარდა იმისა, რომ ხარისხიან ინსტრუმენტებს შეიძენთ, მომსახურებითაც კმაყოფილი დარჩებით. ყიდვა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. შედეგად, შეძენის პროცესი ბევრად მარტივი და სასიამოვნოა.