დრელი პროფესიონალებისათვის

ფარეხში გამოსაყენებელი იარაღებიდან, დრელი ყველაზე მულტიფუნქციური და გამოსადეგია. გარდა იმისა, რომ დრელი ხვრელის გასაკეთებლად გამოგადგებათ, ასევე თავის შეცვლით ის სახრახნისად შეგიძლიათ გადააქციოთ.

დრელის მრავალფუნქციურობა სხვადასხვა მასალაზე მუშაობაშიც გამოიხატება. ელექტრო დრელი თანაბრად გამოსადეგია ხეზე, ბეტონზე, ქვაზე, პლასტმასზე გამოსაყენებლად. თუ დრელს ხშირად გამოიყენებთ ბეტონზე ან/და ქვაზე, უმჯობესია შეიძინოთ დრელი ჩაქუჩით. ვინაიდან, დრელი ჩაქუჩით ბევრად უფრო ეფექტურია აღნიშნულ მასალებთან სამუშაოდ.

ამ სტატიაში დაგეხმარებით დრელის პროფესიონალურ დონეზე ათვისებაში და გასწავლით იმ მარტივ ხრიკებს, რაც საქმის კარგად მცოდნეს ჩვეულებრივი მოყვარულისგან განასხვავებს. აღნიშნული ხრიკები ელექტრო დრელით ხეზე მუშაობისას გამოგადგებათ.

დაიწყეთ დარტყმით

ხის მასალაზე ნახვრეტის გასაკეთებლად, ლურსმანზე ჩაქუჩის მცირედი დარტყმით დაიწყეთ. ასე მონიშნავთ იმ ადგილს, სადაც გინდათ, რომ ელექტრო დრელით ნახვრეტი გააკეთოთ და თავიდან აირიდებთ დრელის არასასურველ მოძრაობას.

არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალა

დრელის სვერლო დამზადებულია მასალის საჭრელად. მისი დაკლაკნილი პირი ნელ-ნელა ჭრის ზედაპირს და ასე აკეთებს ნახვრეტს მასალაში. არ დააწვეთ დრელს ზედმეტად, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საჭრელი პირი, იგივე სვერლო გაგიტყდეთ.

გაწმინდეთ სვერლო

დრელით ჭრის პროცესში, შესაძლოა სვერლოს ჩაღმავებული ნაწილი ხის მასალით გაივსოს და გაიჭედოს. ასეთ შემთხვევაში დრელი ეფექტურად ვეღარ გააკეთებს ნახვრეტს. ამოიღეთ დრელი და მოაშორეთ გაჭედილი ხის მასალა.

ეტაპ-ეტაპ გაზარდეთ დრელის სვერლოს სიდიდე

თუ დიდი ნახვრეტის გაკეთებას აპირებთ ხის მასალაზე, უმჯობესია პატარა ნახვრეტით დაიწყოთ და ნელ-ნელა შეცვალოთ უფრო დიდი სვერლოთი. ვინაიდან დრელის სვერლო უკეთ ჭრის გვერდებს და არა თავში, სასურველ შედეგს ამ ინსტრუქციის გამოყენებით გაცილებით მარტივად და ეფექტურად მიიღებთ.

გამოიყენეთ იზოლენტა სრულყოფილი ნახვრეტისთვის

ხშირად, დრელით გაკეთებული ნახვრეტი არ გამოდის ესთეტიკური. თუ ავეჯზე, ან ისეთ რამეზე მუშაობთ, რისი ვიზუალიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, უმჯობესია იმ ადგილას, სადაც ნახვრეტი უნდა გააკეთოთ, გადააკრათ იზოლენტა. შედეგად, იდეალურ ნახვრეტს მიიღებთ.

ხის მასალაზე მუშაობისას დრელი მაღალი ბრუნვით გამოიყენეთ

ვინაიდან, ხის ჭრას დიდი სიმძლავრე არ სჭირდება, გამოიყენეთ დრელი მაღალი სიჩქარით. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ და ბევრად სწრაფად მორჩებით მუშაობას.

მეტალის გახვრეტისას კი პირიქით, დრელი ნელი ბრუნვით გამოიყენეთ

მეტალის გახვრეტას დიდი სიმძლავრე ჭირდება, ასევე შედარებით მეტი წნევა. ამიტომაც, ხის ჭრისგან განსხვავებით შედარებით მძლავრად დააწექით დრელს და უფრო ნელ ბრუნვაზე დააყენეთ.

ჩვენი ონლაინ მაღაზია დრელების დიდ არჩევანს გთავაზობთ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

CROWN CT10126-ელექტრო დრელი 400W

crown dreli

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე 400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.4
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი 1.5-10mm
  • ფუნქციები ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

Crown-ის მაღალხარისხიანი დრელი სახლში და ფარეხში გამოსაყენებლად იდეალურია. ამ დრელის სიმსუბუქე მას ძალიან პრაქტიკულს და კომფორტულს ხდის მუშაობისას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომფორტული
  • კომპაქტური

Dewalt DWD014S-QS ელ. დრელი 10mm

dewalt dreli

  • ბრენდი DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი     
  • სიმძლავრე 550W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.86     
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min     
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm       
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm     
  • დამატებითი კომპლექტაცია: ქეისი

DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის დრელი ხშირად ხდება პროფესიონალების და ენთუზიაზმით სავსე მოყვარულების არჩევანი. მისი მთავრი პლიუსი სიცოცხლის ხანგრძლივობაა. ეს დრელი ათწლეული უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

უპირატესოებები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • პრემიუმ ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპაქტურობა
  • დიზაინი

Dewalt D25033K-QS ელ. დრელი ჩაქუჩით 22mm

Dewalt dreli

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი პერფორატორი
  • სიმძლავრე 710W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.3
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1550min
  • მოტორი უნახშირო
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის ძალა 2.1J
  • დარტყმის სისრაფე 0-5680min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 22mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

DeWalt-ის მაღალი ხარისხის და მაღალი სიმძლავრის დრელი კი დიდ პროექტებზე და ინტენსიური მუშაობისთვის გამოსადეგია. ამასთან, გააჩნია დარტყმის ფუნქცია და მოყვება დამატებითი კომპლექტაცია ქეისის, დამატებითი სახელურის და სიღრმის მარეგულირებლის სახით.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სიმძლავრე
  • კომფორტულობა
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება