ელექტრო დრელი დარტყმის ფუნქციით და მის გარეშე |
ელექტრო დრელი დარტყმის ფუნქციით და მის გარეშე |
ხმაური, რომელსაც თქვენთვის ხშირად დაურღვევია დილის იდილია და იძულებული გამხდარხართ დაგეგმილზე ბევრად ადრე შეგეწყვიტათ ძილი, ყველასთვის ნაცნობია. როგორც წესი ეს ხმაური ნელ-ნელა უფრო ძლიერდება და გვიჩენს განცდას, რომ ჩვენი ოთახის რომელიმე კედელი ამას ვეღარ გაუძლებს და დილის იდილიასთან ერთად ჩვენი ოთახის მთლიანობაც დაირღვევა. პირველი რასაც ამ დროს ყველა ჩვენგანი აკეთებს, არის ფიქრი იმაზე, თუ რა სახის მონსტრი შეიძლება იდგეს ამ მოვლენის უკან. რა თქმა უნდა, ამ დროს თავში მრავალი ფანტასმაგორიული აზრი გაგვიელვებს. სავარაუდოდ, რომელიმე ჩვენმა მეზობელმა აღნიშნული მონსტრი(ელექტრო დრელი, დარტყმის ფუნქციით) , რომელიც საერთოდ არ გავს მონსტრს და სულ რაღაც 2-3 კილოგრამს იწონის, ჩვენს ონლაინ მაღაზია Holst.ge-ზე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ონლაინ მაღაზიაა ელექტრო ტექნიკის ბაზარზე. რაღა თქმა უნდა სწორია არჩევანი, რომელიც ჩვენმა სავარაუდო მეზობელმა გააკეთა და თქვენც იმავეს გირჩევდით, გამოგეყენებინათ შესაძლებლობა და ახლავე სახლიდან გაუსვლელად შეგეძინათ ელექტრო დრელი/ჩაქუჩის ფუნქციით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, თუმცა არასწორია საქმიანობის დასაწყებად დილის მონაკვეთის არჩევა, რომელსაც არაფრის დიდებით არ გირჩევთ. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში თქვენ შეგხვდებათ მრავალი სახისა და ფუნქციის ელექტრო დრელი, რომლებზეც ცოტა უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.
რა არის დრელი?
ელექტრო დრელი არის მეტად მრავალფუნქციური ელექტრო ხელსაწყო. დრელი გამოიყენება ბეტონზე, ქვაზე, ლითონსა და ხეზე სამუშაოდ. მისი ძირითადი ფუნქცია ხვრელის გაკეთებაა, თუმცა შესაბამისი კომპლექტაციის წყალობით, იგი სახრახნისადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
დრელი და პერფერატორი ერთი და იგივეა?
ალბათ ეს კითხვა ხშირად გსმენიათ და თქვენც ხშირად დაგისვამთ, სანამ ამ ორ ელექტრო ხელსაწყოს შორის განსხვავებას აღმოაჩენდით. ელექტრო დრელი ძირითადად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ნახვრეტის გასაკეთებლად გამოიყენება, ხოლო ფერფერატორი უფრო მძლავრი ელექტრო ხელსაწყოა და იგი ძირითადად ბეტონის მასის ნგრევისთვის გამოიყენება.
როგორ გავიგოთ რომელი დრელი გვჭირდება?
ნებისმიერი ხელსაწყოს შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სამუშაო, რომლისთვისაც კონკრეტული ხელსაწყო გვჭიდებათ და შემდეგ შეუსაბამოთ მის მახასიათებლებს. გამონაკლისის დაშვება არც ელექტრო დრელის შეძენისას მოგიწევთ. დრელის შერჩევისას უმჯობესი იქნება, თუ არჩევანს ისეთი მოდელის სასარგებლოდ გააკეთებთ, რომელსაც დიდი სიმძლავრე და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს, რათა სამუშაო მარტივად და მაღალი სიზუსტით შეასრულოთ. თუ თქვენი სამუშაოს ნაწილი ბეტონისა და ქვის დამუშავებით შემოიფარგლება, აქ უპირობოდ უნდა აირჩიოთ დრელი ჩაქუჩით. დრელი, რომელსაც ბურღვისას დარტყმის ფუნქცია აქვს, შემდეგი პრინციპით მუშაობს: ბურღვისას იყენებს დარტყმის ფუნქციას, რომლითაც ადვილად ხვრეტს ისეთ მყარ მასას, როგორიც ბეტონი და ქვაა.
როგორ შევასრულოთ სამუშაო ისე, რომ დრელი არ დავაზიანოთ?
ელექტრო დრელი ძირითადად მაღალ სიმძლავრეებზე მუშაობს და ეგრეთ წოდებული სვერლო, რომელიც ინსტრუმენტის ერთ-ერთ საფრთხილო ნაწილია, უსათუოდ საჭიროებს გაფრთხილებას. სვერლოს დაზიანებით ასევე ვაზიანებთ მთლიანად დრელის სისტემას. იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა თავიდან აიცილოთ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ელექტრო დრელების ფართო არჩევანს, მორგებულს თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნილებებზე. ქვემოთ შევეცდებით უფრო დეტალურად გაგაცნოთ მოდელები, რომლებიც მომხმარებლებში პოპულარულია და მათ მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.
დამატებითი კომპლექტაცია:
Dewalt მომხმარებლებს ყოველთვის პრემიუმ ხარისხს სთავაზობს. აღნიშნული მოდელი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით. მასთან ერთად ნებისმიერ მასალაზე ნახვრეტის გაკეთებას უზუსტესად და მრატივად შეძლებთ. ბურღვისას დარტყმის ფუნქციის მეშვეობით ქვაზე და ბეტონზე მუშაობა უმარტივეს პროცესად გადაიქცევა. თუ თქვენი სამუშაო მაღალ სიმძლავრეებს, ბრუნვის სისწრაფესა და გამძლეობას მოითხოვს, ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.
უპირატესობები:
ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის STANLEY-ის მაღალი ხარისიხის ელექტრო დრელს. აღნიშნული მოდელი თავისი სიმძლავრითა და საიმედოობით ნამდვილად გამორჩეულია. თუ თქვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია და გსურთ სახლში, ან ავტო ფარეხში მულტიფუნქციური ხელსაწყო გქონდეთ, ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია.
უპირატესობები:
თუ თქვენ არ ხართ პროფესიონალი, მაგრამ გსურთ სახლში გქონდეთ მაღალი ხარისხის ხელსაწყო, რომელიც თავისი ფუნქციით მრავალფეროვანი იქნება, CROWN-ის ეს მოდელი თქვენთვის არის განკუთვნილი. მისი სიმძლავრე და ხარისხი, ფასთან ერთად საუკეთესო შეთავაზებაა ნებისმიერი მსურველისათვის.
უპირატესობები: