თუ საკუთარ სახლზე ზრუნავთ ან ხშირად გიტაცებთ ახალი იდეები ინტერიერის შესაცვლელად, დრელი სახრახნისი გაცილებით მეტ დახმარებას გაგიწევთ ვიდრე რომელიმე სხვა ელექტრო თუ არაელექტრო ინსტრუმენტი. ხოლო თუ შესაბამისი სამუშაო გაქვთ, მაგალითად ხელოსნობით ხართ დაკავებული, დრელის აუცილებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 ჩვენთვის კარგად ცნობილი “შურუპავოი” საჭიროა კედლის გასახვრეტად, ჭანჭიკის დასამაგრებლად, ავეჯის ასაწყობად და სხვა უამრავ საქმიანობისას.

ეს ყოველივე გასაგებია, თუმცა დრელი რომ დიდხანს გემსახუროთ ის სწორად უნდა შეარჩიოთ. დღეს, როცა უამრავი მწარმოებლის დრელი იყიდება ბაზარზე, ეს ცოტა არ იყოს რთული ამოცანაა. შურუპავოის ხომ ვაშლივით სირბილეს ვერ მოვუსინჯავთ ან აქსესუარივით მხოლოდ დიზაინით ხომ არ მივიღებთ შეძენის გადაწყვეტილებას.

 ამასთან, არც თუ ისე იაფი მოწყობილობაა დრელი, თავს რომ ­შეცდომის დაშვების უფლება მივცეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგეხმაროთ ამ საკითხში.

რა განაპირობებს დრელის ხარისხს?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. დრელი, როგორც სხვა ელექტრო ინსტრუმენტები, შედგება უამრავი მცირე დეტალისგან. სწორედ ამ დეტალების ხარისხი და ვარგისიანობა განაპირობებს დრელი სახრახნისის გამძლეობას და საიმედოობას. ამ დეტალების დამზადების მასალა და თავდაცვითი ნიუანსები ქმნის ხარისხიან დრელს.

სამწუხაროდ, არ გვგონია კომპანიამ დრელის შეძენამდე მოგცეთ მისი დაშლის უფლება და თუ მოგცათ იცით კი მისი კონსტრუქცია? ამიტომაც პირველადი გადაწყვეტილება, კარგი კორპუსის და საგარანტიო ტალონის მიხედვით უნდა მიიღოთ. რაც უფრო დიდი აქვს გარანტია დრელს, მით მეტად არის დარწმუნებული გამყიდველი მის ხარისხში, ეს ლოგიკურია.

ვეცდებით აგიხსნათ როგორ მუშაობს დრელი, რომ უკეთ გაითავისოთ და გესმოდეთ ამ აპარატის. რატომ ღირს ერთი დრელი უფრო ძვირი რომელსაც შეიძლება უფრო დაბალი სიმძლავრეც კი აქვს ვიდრე მეორე, რომელიც შესაძლოა უკეთესადაც კი გამოიყურება გარეგნულად. გავეცნოთ შურუპავოის ნაწილებს.

დრელის სტატორი

დრელი ბრუნვას სტატორის და როტორის, რომელთაც თავის მხრივ ელექტრო ენერგია სჭირდება, საშუალებით ასრულებს. სტატორი სტატიკური ანუ უმოძრაო ნაწილია. ის ერთგვარი გარსია როტორისთვის, რომელიც მასში ტრიალებს. სხვადასხვა მწარმოებლის, ხარისხის და მასალის სტატორები არსებობს. მაგალითად პატარა, არამძლავრ, უსადენო სახრახნისს მაგნიტის სტატორი აქვთ, ხოლო ძლიერ სადენიან დრელებს ალუმინის. შურუპავოის სტატორის ხარისხი მისი დამზადების მასალით განისაზღვრება

სახრახნისის როტორი

როტორი სტატორიდან მოძრავი კონტაქტით იღებს ელექტრო ენერგიას. ის ბრუნავს და ეს მოძრაობა აქცევს დრელს დრელად. ეს ორი ნაწილი გადამწყვეტია სახრახნისისთვის, ამიტომ მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. როტორზე ელექტროობის გასატარებლად მავთულია დახვეული, რომელიც დაცვისთვის ლაკშია ამოვლებული.

მტვრის ნაწილაკს შეუძლია დრელის ამ ორი ნაწილის დისფუნქცია გამოიწვიოს მათ შორის მოხვედრით, ან მავთულის დაზიანებით. ამის ალბათობის შესამცირებლად სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა დაცვით საშუალებას მიმართავს, თუმცა აუცილებლად უნდა მოერიდოთ დრელის მტვერში დადებას მანამდე, სანამ სრულად არ გააჩერებს ბრუნვას.

დრელის კბილანები

როტორის ბოლოს მომცრო ზომის კბილანაა, რომელიც უერთდება უფრო დიდი ზომის კბილანას. ამ დროს ხდება ძალის მოგება. დაბალ ბიუჯეტურ დრელებს ეს კბილანები პლასტმასისაც კი აქვთ და შესაბამისად ვერ ექნებათ დიდი სასიცოცხლო ციკლი.

გვინდა გითხრათ, რომ არცერთ დრელს, რომელიც holst.ge ზე იყიდება, არ აქვს პლასტმასის და მსგავსი უხარისხო მასალის კბილანები. თუმცა ამაში არაფერია საამაყო, ჩვეულებრივი მოვლენაა.

კბილანების დასაცავად აუცილებელია არ დავტვირთოთ დრელი რეკომენდირებულზე მეტი სიმძლავრით.

დრელის საკისარი

როტორს რომ ცენტრი ჰქონდეს, ღერძის გარშემო ტრიალის გარდა სხვა მოძრაობა არ გააკეთოს და სტატორს არ დაეჯახოს, დამაგრებულია ორი საკისარით. საკისარი წრის ფორმის დეტალია, რომელიც პატარა, მაზუთიანი ბურთების საშუალებით ბრუნავს. მასში ჩამჯდარია როტორის ღერძი.

იმისათვის, რომ დრელი საკისარის მიზეზით არ დაზიანდეს საჭიროა პირდაპირი გაგებით გვესმოდეს ჩვენი დრელის. თუ საკისარს ვადა გაუვა და მასში არსებული სითხე გაქერება, დრელი აუცილებლად გამოსცემს უცნაურ ხმას. ამ დროს აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ დრელის ხმარება და მიიტანოთ სერვისში, სადაც საკისარს გამოგიცვლიან. წინააღდეგ შემთხვევაში დაზიანდება როტორი და სტატორი, რაც უფრო ძვირად დაგიჯდებათ.

თუ holst.ge _ზე შეიძენთ დრელს და მსგავსი პრობლემა შეგხვდებათ, რაც იშვიათია, ჩვენი გარანტია ამ ნაწილის შეცვლას მოიცავს, სრულიად უფასოდ.

შურუპავოის ვაზნა

პატრონა, ყველა ზემოთ ნახსენებისგან განსხვავებით, გარე ნაწილია. მასში ჯდება საჭრისები. არსებობს დრელები ხელის პატრონით, რაც იმას ნიშნავს რომ მასში შესაბამისი სამუშაო თავის ჩასმა ხელით შეგიძლიათ. სხვა სახის პატრონებს სპეციალური ინსტრუმენტი მოყვება იგივეს გასაკეთებლად.

დრელის პატრონა, რომ დაზიანებისგან დავიცვათ საკმარისია დრელს უდიერად არ მოვეპყრათ და რაიმესთან შეჯახება ავარიდოთ.

Holst.ge _ ზე შეძენილი დრელების გარანტია

Holst.ge_ზე თითქმის ყველა დრელს 1 წლიანი გარანტია აქვს, რაც მათ მაღალ ვარგისიანობაზე მიუთითებს.

გარანტია არ ეხება ნივთს მხოლოდ მაშინ, როცა დაუდევრობით ან განზრახ არის დაზიანებული. მოუარეთ და შეიყვარეთ ეს ინსტრუმენტი, ის ხომ ამდენ საქმეს გიკეთებთ და გემსახურებათ.

აქვე მოგიმზადეთ საუკეთესო დრელების რეიტინგი, მათი გამძლეობის და ხარისხის მიხედვით. ყველა მათგანი შეგიძლიათ ონლაინ ჰიპერმაკეტ holst.ge-ზე შეიძინოთ ახლავე. გახსოვდეთ, მოტანა უფასოა.

Dewalt DWD014S-QS ელ. დრელი 10mm

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე 550W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 5035048269299
  • წონა (კგ) 1.86
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია ქეისი
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/25mm/10mm

როცა ხარისხზე ვალაპარაკობთ არ შეიძლება დევალტის ბურღი პირველი არ ვახსენოთ. მისი ყველა ნაწილი ისე არის დამზადებული, რომ რეკომენდირებულ დატვირთვას ძალიან დიდ ხანს გაუძლოს.

დრელის ეს მოდელი სიმძლავრეს ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ზედგამოჭრილია სახლის საქმეებისთვის. 1,86 კგ წონა და პატარა კორპუსი ძალიან კომპაქტურია და არ დაგღლით, ამასთან, სატარებლადაც მარტივია. ბრუნვის სიჩქარე ძალიან მაღალია, რაც მარტივად და სწრაფად ბურღვის შესაძლებლობას იძლევა. 

ვაზნის დიამეტრის დიაპაზონიც იდეალურია სახლის საქმეებისთვის. ყველაფერთან ერთად კი დევალტის ამ დრელს აქვს ფუნქცია დარტყმა ბურღვისას რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ბურღვას.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ვაზნის დიამეტრი
  • დარტყმა ბურღვისას

Dewalt D25033K-QS ელექტრო დრელი ჩაქუჩით 22mm

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე 710W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 5035048546888
  • წონა (კგ) 4.3
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1550min
  • მოტორი უნახშირო
  • ვაზნის დიამეტრი SDS PLUS
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია ქეისი+ დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის ძალა 2.1J
  • დარტყმის სისრაფე 0-5680min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 22mm/30mm/13mm

დევალტის D25033K-QS დრელის მოდელი არა მარტო სახლში გამოგადგებათ. ის მშვენივრად გაართმევს თავს დიდ პროექტებს მაღალი დატვირთვით. წონა (4,3 კგ) არც თუ ისე პატარა აქვს, შესაბამისად კომპაქტურობით არ გამოირჩევა, თუმცა სწორედ სიმძლავრის და გამძლეობის მაქსიმალურად გასაზრდელად არის დრელის წონა გაზრდილი.

ამ დრელს აქვს დარტყმა ბურღვის დროს ფუნქცია, რაც მტკიცე მასალას მარტივად დასამუშავებლად აქცევს. მოყვება ბევრი საჭირო აქსესუარი მაგალითად ქეისი, რაც მის გადატანაში დაგეხმარებათ. დამატებითი სახელური უსაფრთხოებისთვის და მეტი პრაქტიკულობისთვის და სიღრმის მარეგულირებელი, მუშაობის დროს სიზუსტისთვის. ბრუნვის სიჩქარე მშვენიერია. ასევე დარტყმის ძალა (2.1J) საკმაოდ მაღალია ამ მცირე ზომის დრელისთვის.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • დარტყმა ბურღვისას
  • დიზაინი
  • კომპლექტაცია

დევალტის დრელების შემდეგ ქრაუნის პროდუქტები განვიხიოთ, რომელიც ასევე გამოიჩევა საიმედოობით. რა თქმა უნდა დევალტს ამაში ვერ შეედრება, თუმცა ქრაუნს იგივე ბიუჯეტით უფრო მაღალი სიმძლავრე ახასიათებს.

CROWN CT10125-ელექტრო დრელი 300W

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე 300W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 6948886921733
  • წონა (კგ) 1
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3800min
  • ვაზნის დიამეტრი 0.5-6.5mm
  • ფუნქციები ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/13mm/6.5mm

თუ დრელის შეძენის სიამოვნებისგან თავს ფასის გამო იკავებთ და ფიქრობთ, რომ დრელის ყიდვას ჯობს სახლის საქმეების კეთებია გაირთულოთ ან საერთოდ გადადოთ, ქრაუნის ამ დრელს შეავლეთ თვალი, რომელიც holst.ge ზე სულ რაღაც 91 ლარად არის ხელმისაწვდომი.

სიმძლავრე პატარა საქმეებისთვის, როგორებიცაა თაროს დაკიდება ან კედლის გახვრეტა, საკმარისია. წონა და ზომა ძალიან მოსახერხებელია შესანახად, გადასაადგილებლად თუ მიუდგომელ ადგილებში სამუშაოდ. მოკლედ თუ წინდახედულობას იჩენთ და ფიქრობთ რომ დრელი სახლში, რომელიმე უჯრაში უნდა იდოს, რადგან კაცმა არ იცის როდის შეგახსენებთ თავს მისი საჭიროება, ქრაუნის CT10125 მოდელის დრელ სახრახნისს გირჩევთ.

უპირატესობები:

დაბალი გასი

კომპაქტურობა

CROWN CT10130C-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 810W

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე 810W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 7640177420206
  • წონა (კგ) 2.2
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი 2-13mm
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 16mm/30mm/13mm

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევოლტისგან განსხვავებით ქრაუნის დრელები სიმძლავრით გამოირჩევა. ეს მოდელი საკმაოდ მძლავრია და კარგად მოგემსახურებათ სახლში თუ გარე, პატარა პროექტებზე. აქვს დარტმა ბურღისას ფუნქცია და სულ რაღაც 2.2 კილოგრამს იწონის. ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაც არ გაგიჭირდებათ რადგან ფასი დაბალი და ხელმისაწვდომია.

უპირატესიბები:

დაბალი ფასი

სიმძლავრე

დარტყმა ბურღვისას

კომპაქტურობა

CROWN CT10148-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 1200w

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე 1200W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 7640177422354
  • წონა (კგ) 3.2
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1000min
  • ვაზნის დიამეტრი 3-16mm
  • ფუნქციები მიქსერი 130mm/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/40mm/16mm

ქრაუნის ეს მოდელი მონსტრია თავისი 1200w სიმძლავრით. გამოგადგებათ მტკიცე და ძლიერ მასალებთან სამუშაოდ. მიუდგომელ ადგილებში მეტი პრაქტიკულობისთვის რამოდენიმე სახელური აქვს, რაც დრელის მყარად და მძლავრად დაჭერაში დაგეხმარებათ. წონა აღნიშნული სიმძლავრისთვის საკმაოდ პატარაა, შესაბამისად პრაქტიკულია, კომპაქტური და დამღლელიც არ არის.

უპირატესოსბები:

  • ფასი
  • სიმძლავრე
  • წონა
  • პრაქტიკულობა

ჩვენს ჩამონათვალს ბლექ ენდ დეკერის დრელებით გავაგრძელებთ. ამერიკული ბრენდი საკმაოდ მაღალი ხარისხის დრელებს აწარმოებს. მისი წარმოებული სახრახნისი არასოდეს დაგაღალატებთ, განსაკუთრებით სახლიში და პატარა პროექტებისას.

B&D KR714CRES-QS-ელ. ბურღი 710W

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე 710W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 5035048288115
  • წონა (კგ) 4
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 10mm/25mm/10mm

ამერიკული ხარისხის, ძალის და გამძლეობის მქონე ბლექ ენდ დეკერის დრელი დროთა განმავლობაში აუცილებლად დაგარწმუნებთ თქვენი არჩევანის სისწორეში. მისი შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ holst.ge _ ზე. ეს დრელი, თავისი სიმძლავრით, სახლის საქმეებისთვის ზედგმაოჭრილია. 

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბრუნვის სიჩქარე
  • დარტყმა ბურღვისას
  • კომპლექტაცია

B&D KR705K-XK-ელ. დრელი ჩაქუჩით 750W

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე 750W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 5035048354476
  • წონა (კგ) 3.4
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3100min
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე 0-52700min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 16mm/32mm/13mm

წინა მოდელთან შედარებით, ბლექ ენ დეკერის KR705K-XK სახრახნისი უფრო მძლავრი და კომპაქტურია. ნებისმიერი მასალის ბურღვის მაქსიმალური სიღრმეც და ბრუნვის სიჩქარეც მეტი აქვს.შესაბამისად, დრელის ფასიც მცირედით, მაგრამ გაზრდილია. 

უპირატესოებები:

  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბრუნვის სიჩქარე
  • დარტყმა ბურღვისას
  • ბურღვის მაქსიმალური სიღრმე

ბოლოს, ფინური ბრენდ Tolsen_ის ელექტრო დრელები განვიხილოთ. ტოლსენის სახრახსნისები კომპაქტურობით და ხარისხით გამოირჩევა.

TOLSEN TOL1299-79501 ელექტრო დრელი 500W 13MM

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე 500W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 6933528786498
  • წონა (კგ) 1.5
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2900min
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/25mm/13mm

ტოლსენის ეს დრელი მოსახერხებელია სახლისთვის. ზომით პატარაა და მისი შენახვა და გადაადგილება პრობლემას არ შეგიქმნით. ამ ბურღით ერთნაირი წარმატებით შეგიძლიათ იმუშაოთ ბეტონზე, ხეზე და მეტალზე. 

ბრუნვის სისწრაფე მაღალი აქვს, სიმძლავრე პატარა პროექტებისთვის დამაკმაყოფილებელია. თუ დრელს დიდი დატვირთვისთვის არ ეძებთ და კომპაქტური და კარგი დიზაინი გაინტერესებთ, ეს მოდელი თქვენთვის შესაფერისია.

უპირატესოებები:

  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბრუნვის სიჩქარე
  • კომპაქტურობა
  • დიზაინი

TOLSEN TOL1301-79503 ელექტრო დრელი 850W 13MM

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე 850W
  • გარანტია 1 წელი
  • შტრიხ-კოდი 6933528786573
  • წონა (კგ) 2.5
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2900min
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
  • ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე 0-46400min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/25mm/13mm

იგივე ტოლსენის გაცილებით მძლავრი სახრახნისის მოდელი სახლის გარეთ და საშუალო სირთულის პროექტებიში დიდ ხანს არ გიმტყუნებთ. სიმძლავრე ფასთან შედარებით მაღალია. მიუხედავად ამისა, კომპაქტურია და დიზაინიც მშვენიერი აქვს. 

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმძლავრე
  • დარტყმა ბურღვისას
  • კომპლექტაცია
  • კომპაქტურობა

მოკლედ, Holst.ge _ ზე ელექტრო დრელების დიდი არჩევანია. თქვენი სურვილის, გემოვნების და საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ ეძებოთ და აუცილებლად იპოვით სასურველ სახრახნისს. ჩვენთან შეძენილი პროდუქტი გაუძლებს დროის გამოცდას და რეკომენდირებულ დატვირთვას.

მთავარია გაითვალისწინოთ შემდეგი მარტივი რჩევები:

  • არასოდეს დადოთ ჩართული ან გამრთული, მაგრამ ჯერ კიდევ მოძრავი დრელი მტვრიან ზედაპირზე
  • უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო ძაბვა ჩართვამდე
  • უნდა გაითვალისწინოთ ხვრეტის რეკომენდირებული მაქსიმალური სიღრმე
  • ზედმეტად არ გადაახუროთ მოწყობილობა
  • თუ დრელი უჩვეულო ხმას გამოსცემს, შეაჩერეთ მუშაობა და მიმართეთ სერვისს

სათაური ცოტა უფრო კრეატიული მოვიფიქროთ. მაგ: "სახრახნისი (დრელი) 5 რამ რაც მისი გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ."

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება