დრო ფუჭად რომ არ დაკარგოთ, შეგიძლიათ, სასურველი ელექტრო შალაშინი Holst.ge-ზე შეიძინოთ

აბა, რანაირი ნათქვამია: „მამაშენს შენ ნაცვლად ტაბურეტკა გაეკეთებინაო“?! იმ „ტაბურეტკას“, რა, შრომა და გარჯა არ უნდა?! ზომების აღება, გამოთლა, სიმეტრიის დაცვა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხიჭვები რომ არ შეერჭოს ადამიანს, საგულდაგულოდ გაშალაშინება არ სჭირდება?! და ვინმეს ჰგონია, კარგი შალაშინი თუ არ აქვს „მამას“,ღვთის პირიდან გავარდნილ შვილზე უკეთეს ტაბურეტს გააკეთებს? შანსი არ არის, ჩემო ბატონო, გა-მო-რიც-ხუ-ლი-ა!..

რაში გამოგადგებათ კარგი სალაშინი?

ხის მასალაზე მუშაობისას მხოლოდ ბენზო ხერხი და საჭრეთელი როდია საჭირო, ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტი შალაშინი გახლავთ, მით უმეტეს, როცა ელექტრო შალაშინი მოეძიება ხელოსანს არსენალში, მისთვის გაუსროლია ავრორას.

სხვათა შორის, სანამ „ავრორა“ კვლავ დაიქუხებს, ლოდინში რომ დრო ფუჭად არ დაკარგოთ, შეგიძლიათ, სასურველი ელექტრო შალაშინი Holst.ge-ზე შეიძინოთ.

მოგეხსენებათ, სალაშინი არსებობს როგორც ელექტრო, ისე - ხელის, განსხვავება კი მათ შორის არა მხოლოდ კონსტრუქციის, არამედ ექსპლუატაციის თავისებურებებშიც არსებობს.

თუკი ელექტრო შალაშინის შეძენის შესაძლებლობას განიხილავთ, მოდით, ასე მოვიქცეთ: გაგაცნობთ ხელსაწყოს სახეობებს, დანიშნულებას, ფუნქციებსა და თავისებურებებს და გადაწყვეტილებას გაცილებით მარტივად მიიღებთ.

ელექტრო შალაშინი, ისევე, როგორც ხელის, ხის ზედაპირების გათანაბრებისთვის გამოიყენება, რაც მასალის ყველანაირი ზედმეტი დეტალისგან გასუფთავებასაც გულისხმობს.

ელექტრო შალაშინი - პლუსები და მინუსები

ორი ამბავი გვაქვს თქვენთვის - უარყოფითი და დადებითი: ელექტრო შალაშინს გარკვეული მინუსებიც აქვს და რაღა თქმა უნდა, პლუსებიც.

მოდი, წესი დავარღვიოთ უარყოფითით დავიწყოთ, მით უმეტეს, ამ მხრივ არც ისე ბევრია სათქმელი:

-  ელექტრო შალაშინის გამოყენება არ შეიძლება იატაკის გასწორებისთვის. ამ პროცესს მოხვეწა ჰქვია, „ძველებურად“ - „ციკლოვკა“ და შეცდომით, ბევრი მას სწორედ აღნიშნული მიზნისთვის ყიდულობს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა - მოხვეწის მანიპულაციები არ შეუძლია და ჰა!..

- შალაშინით მუშაობის დროს უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას შესაძლოა, სერიოზული ტრავმები მოჰყვეს, პრინციპში, როგორც სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტის შემთხვევაში - უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და Holst.ge ამას მუდმივად შეგახსენებთ!

პრინციპში, სულ ეს არის და ახლა დადებით მხარეებზე გადავიდეთ. აგერ, ელექტრო შალაშინის პლუსები, გაეცანით:

  • იმის ხარჯზე, რომ „სამუშაო ორგანოდ“ ელექტრომოტორი გამოიყენება, ინსტრუმენტი წარმადობის მაღალი მაჩვენებლები გამოირჩევა;
  • ხელის შალაშინისგან განსხვავებით, ელექტროს ფიზიკური ძალის დატანება არ სჭირდება - აქაც ელექტრომოტორი მარჯვობს და იმიტომ;
  • შესაძლებელია, ელექტრო შალაშინი გამოიყენოთ როგორც რეისმუსი;
  • ხელის შალაშინთან შედარებით, ელექტრო გაცილებით მაღალი ხარისხის შედეგებს იძლევა;
  • დროის ეკონომია - ელექტრო შალაშინის გამოყენება ხის მასალების დამუშავების სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის.

ელექტრო შალაშინის ძირითადი უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების ცოდნის შედეგად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რამდენად ღირს მისი შეძენა. ხელსაწყო დიდი პოპულარობით სარგებლობს სადურგლო სახელოსნოებსა და ავეჯის ქარხნებში. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ელექტრო შალაშინის გამოყენება გამართლებულია არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დიდი სამუშაოა შესასრულებელი, არამედ მაშინაც, თუკი ადამიანს სურს, რასაც აკეთებს, ხარისხიანად გააკეთოს.

შეარჩიეთ ელექტრო შალაშინი ტექნიკური პარამეტრების მიხედვით

მუდმივი კითხვა: რისთვის აპირებთ ინსტრუმენტის, ამ შემთხვევაში - ელექტრო შალაშინის გამოყენებას? გაეცით პასუხი და შეარჩიეთ სასურველი მოდელი Holst.ge-ზე.

დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო შალაშინები ორ ტიპად იყოფა - პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო.

პროფესიონალური მოდელი გამოირჩევა საიმედოობით, მაღალი სიმძლავრითა და გასაგებიცაა - მაღალი ღირებულებით. პროფესიონალური ელექტრო შალაშინის შეძენა და გამოყენება გამართლებულია იმ შემთხვევებში, თუკი ხის დამუშავების ბიზნესით ხართ დაკავებული. თუკი ხის მასალის დამუშავება სახლში დროდადრო გჭირდებათ, ბუნებრივია, ზედმეტის გადახდა გამართლებული სულაც არ არის. უმჯობესია, ამ მიზნისთვის საყოფაცხოვრებო ელექტრო სალაშინი შეიძინოთ.

საყოფაცხოვრებო მოდელი არ არის გათვლილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის, ამიტომ 20-30 წუთიანი გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია იმავე დროით შესვენება. უნდა ითქვას, რომ საყოფაცხოვრებო მოდელის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია, ხოლო საოპერაციო რესურსთან დაკავშირებით შემდეგი შეიძლება ითქვას: თუ ხელსაწყოს ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით გამოიყენებთ, პროფესიონალური ტიპის ანალოგებზე არანაკლები დროით მოგემსახურებათ.

რა პარამეტრებით უნდა შეარჩიოთ ელექტრო შალაშინი? აგერ, კრიტერიუმების სია, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

1. გარეგნობა - შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ვიზუალური მხარე ყველაზე ბოლოს გასათვალისწინებელი მომენტია, თუმცა, ზოგჯერ გარეგნობა ბევრზე მეტყველებს. მაგალითად, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქცია ფერების მიხედვით იყოფა. კერძოდ, იქმნება მწვანე და ლურჯი ფერის შალაშინები. ლურჯი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის, ხოლო მწვანე - საყოფაცხოვრებო პირობებისთვის. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ ერთეულ ბრენდებს, ყველა სხვა მწარმოებელი მოწყობილობებს საკუთარ ფერებში ქმნის. გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა, რადგან ულამაზესი ხელსაწყოს არჩევა საერთოდ არ ნიშნავს, რომ მუშაობაც ლამაზად და კოხტად მოხერხდება, მით უმეტეს, ხშირად გარეგნობის გამო შესაძლოა, ფასიც მაღალი იყოს;

2. სიმძლავრე - პირველი, რასაც ყურადღება უნდა დაეთმოს. რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, ეფექტიანობა და წარმადობაც შესაბამისია. პროფესიონალური ელექტრო შალაშინის სიმძლავრე 1,5 კილოვატიდან იწყება, საყოფაცხოვრებოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 0,5 კილოვატია. სიმძლავრე უნდა გაითვალისწინოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის ხის მასალის დამუშავება მოგიწევთ. დაბალი სიმძლავრის საყოფაცხოვრებო შალაშინით მყარი ხის დამუშავება ძალიან რთული იქნება;

3. დანების ბრუნვის სიჩქარე - ამ ფაქტორზე დამოკიდებულია მასალის დამუშავების ხარისხი. რაც უფრო მაღალია დანების ბრუნვის სიჩქარე, ხარისხი მით მეტად მისაღებია. საუკეთესო შედეგი წუთში 12-18 ათასი ბრუნით მიიღება. სხვადასხვა მოდელს შეიძლება რეგულატორი ჰქონდეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უხეში ან სუფთა დამუშავებისთვის საჭირო სიჩქარეები შეარჩიოთ;

4. დამუშავების სიღრმე - წარმოადგენს ნახერხის ფენის სისქეს, რომელიც ხელსაწყოს მიერ ერთი გასმით წარმოიქმნება. რაც უფრო მაღალია სიღრმის მაჩვენებელი, მით უკეთესია დამუშავების ხარისხი, ასევე, უფრო დიდია სიჩქარეც. დამუშავების სიღრმის დასარეგულირებლად, ხელსაწყო აღჭურვილია სპეციალური რეგულატორით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი სიღრმის მითითება 0-დან 4 მმ-მდე;

5. დამუშავების სიგანე - ეს პარამეტრი დამუშავების სიჩქარეს განსაზღვრავს. რაც უფრო ფართოა ხელსაწყოს ბაზა, მით უფრო დიდი ზომის დაფარვა შეიძლება ერთი გასმით;

6. წონა - ეს პარამეტრი გავლენას შალაშინის მუშაობაზე ახდენს. თუ ხელსაწყო მძიმეა, ხის დასამუშავებლად ხელოსანს დიდი ფიზიკური ძალისხმევა არ დასჭირდება. საკუთარი წონის ხარჯზე, მძიმე ხელსაწყო ვიბრაციას ამსუბუქებს, ამიტომ ადამიანს მხოლოდ მისი კონტროლი სჭირდება. მსუბუქი შალაშინი 3-4 კგ-მდე იწონის და მინუსი გახლავთ ის, რომ ექსპლუატაციის დროს ვიბრირებს, რის გამოც, საჭიროა არა მხოლოდ მოწყობილობის მართვა, არამედ ფიზიკური ძალისხმევაც;

7. დამხმარე მოწყობილობები - ელექტრო შალაშინის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ დამხმარე მოწყობილობებს, როგორიცაა რბილი სტარტის სისტემა, ელექტროდინამიკური მუხრუჭები, სავენტილაციო მილის არსებობა და ა.შ.

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი         
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528787815       
  • წონა (კგ) - 1.97         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი 
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი         
  • სიმძლავრე - 320W
  • ზომა - 115x230mm 
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421708       
  • წონა (კგ) - 2.43         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი       
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT24001HX-შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი         
  • სიმძლავრე - 20V     
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640186248662       
  • წონა (კგ) - 2.6           
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი         
  • სიმძლავრე    600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm       
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402291458       
  • წონა (კგ) - 3.2           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min   
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება