ძველსა და ახალ ავტომობილს ერთნაირად სჭირდებათ მოვლა და დასუფთავება |
ძველსა და ახალ ავტომობილს ერთნაირად სჭირდებათ მოვლა და დასუფთავება |
შესაძლოა, გახსოვდეთ კიდეც, რომ ძველ ავტომობილს საჭე არ ჰქონდა და ჩვეულებრივი ბერკეტით იმართებოდა. სუბიექტურად თუ ვიტყვით, შესახედად ასეთი ავტომობილი დიდად მომხიბვლელი არც გახლდათ, მაგრამ სამაგიეროდ, დღევანდელი მოდელებია აღმაფრთოვანებელი და გადასარევი. ერთი კია, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, სათანადო მოვლა იყო და არის საჭირო - როგორც ძველ, ისე ახალ ავტომობილს ერთნაირად სჭირდებათ მოვლა, დასუფთავება, რათა სილამაზე და მომხიბვლელობა არ დაიკარგოს და სალონში ჩამჯდარ ადამიანს მფლობელზე წარმოდგენა არ გაუქრეს.
აი, ეს ფაქტი კი ნამდვილად არ გეცოდინებათ - ავტომობილებისთვის 173 გამოგონება... ქალებს ეკუთვნით. მათ შორის არის ელექტრო ძრავის სტარტერი და კარბიურატორი.
ეკუთვნის თუ არა მანქანის მტვერსასრუტი ქალის გამჭრიახ გონებას, დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ გამოგონებით ყველა ის მძღოლია უსაზღვროდ კმაყოფილი, ვინც „რკინის მეგობრის“ სისუფთავეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
რატომ არის მანქანის მტვერსასრუტი ძალიან კარგი გამოგონება, რაში გამოგადგებათ, როგორ უნდა შეარჩიოთ, მივყვეთ და ყველაფერი განვიხილოთ.
არსებული მოდელების უმეტესობა სალონის მშრალ დასუფთავებას უზრუნველყოფს, ანუ შესაძლებელია, სალონს მოაშოროთ ქვიშა, ნამცეცები და სხვა წვრილ-წვრილი ნარჩენები. უმეტეს სიტუაციებში ეს აბსოლუტურად საკმარისია. ზოგიერთი მტვერსასრუტი სითხისგან თავის დაღწევის საშუალებასაც იძლევა. ასეთი მოდელი იმ მძღოლს გამოადგება, ვის სალონშიც ხშირად ხვდება გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი და ასე შემდეგ.
მანქანის მტვერსასრუტი კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა, რაც იმის საშუალებას იძლევა, საბარგულში ისე შეინახოთ, რომ დიდი ადგილი არ წაგართვათ, ასევე, გამოიყენოთ სივიწროვეშიც და მოკლედ, ყოველდღიური ცხოვრება ზედმეტი სირთულეების გარეშე განაგრძოთ.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სველი დასუფთავების მტვერსასრუტი შედარებით იშვიათად გვხვდება.
უმეტეს შემთხვევაში, მანქანის მტვერსასრუტში კონტეინერი თავსდება. ასეთი მოდელის პლუსები გახლავთ:
ასევე, არსებობს მტვერსასრუტი პატარა ტომსიკით, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. მინუსად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ტომსიკა კონტეინერზე ბევრად პატარა ზომის არის და დაცლაც ხშირად სჭირდება.
ასეთი მტვერსასრუტის გამოყენების სფეროს, დიდწილად, კვების წყარო განსაზღვრავს. თუკი ის კვებას მანქანის ელექტრო სანთებელადან იღებს, დასუფთავება მოხერხდება მხოლოდ იქ, სადაც სადენი მიწვდება. მაგალითად, ავტოფარეხის თაროები.
უნივერსალურია აკუმულატორიანი მოდელი, რომელიც კვებას ელემენტების მეშვეობით იღებს. შესაბამისად, გამოდგება არა მხოლოდ ავტომობილსა და ფარეხში, არამედ, სახლშიც, მაშინ, როცა სავარძლებიდან მოსაშორებელია ცხოველების ბეწვი და დიდი მტვერსასრუტის გამოყენება ზედმეტ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, ეს პორტატiული მოწყობილობა გამოსადეგია აგარაკზე, ლაშქრობისას, მოგზაურობისას. ერთი კია, აუცილებლად გასათვალისწინებელია, კონკრეტულად რა სახის დაბინძურებას უმკლავდება ესა თუ ის მოდელი.
ზემოთ კი ვთქვით უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ - ყველა ასეთი მოწყობილობა გათვლილია მშრალი ნარჩენების შეგროვებაზე, როგორიც არის, მაგალითად, საკვების ნამცეცები, მტვერი, ქვიშა, ბუმბული, თმა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი დაბინძურება გვხვდება ავტომობილების უმრავლესობაში. თუმცა, არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელთაც, ჩამოთვლილის გარდა, სითხის შეწოვაც შეუძლიათ, რაც ძალიან დიდ პლუსად ითვლება.
მანქანის მტვერსასრუტის უმრავლესობა იმავე პრინციპით მუშაობს, როგორითაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტები. ღილაკზე თითს დაჭერით მოქმედებაში მოდის ელექტრომოტორი, რომელიც იკვებება ან ავტომობილის ქსელიდან, ან ჩაშენებული აკუმულატორიდან.
როგორც წესი, მანქანის მტვერსასრუტის უწყვეტი სამუშაო დრო 30 წუთია, თუმცა, ეს დრო აბსოლუტურად საკმარისია, „რკინის რაში“ სრულყოფილად რომ დაასუფთაოთ.