ეფექტური მაგიდის სანათები

წიგნის კითხვის ან წერის დროს, ყოველთვის მძლავრად განათებულ კუთხეს ვეძებთ. მეორე ვარიანტში კი ნებისმიერ ადგილს ვჯერდებით, ნაწერს ძლივს ვარჩევთ და თვალებსაც ვღლით. საბოლოოდ, არასაკმარისი ნათებით მხედველობას საფრთხეს ვუქმნით. ასეთ მომენტებში, მაგიდის სანათი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კომპაქტური ხელსაწყოს გამოყენება ნებისმიერ ადგილას შეგეძლებათ. კომფორტულ სივრცეს მოიწყობთ და საქმესაც შემართებით დაიწყებთ. მოკლედ, თქვენ კი არ მიხვალთ განათებასთან, არამედ ის მოვა თქვენთან.

LINUS LED-02678 მაგიდის სანათი თეთრი 6W 2700-6500K

Linus- ის მაგიდის სანათი დახვეწილ დიზაინსა და გამძლეობას აერთიანებს. თეთრი ფერი განსაკუთრებულ ელფერს სძენს და ნებისმიერი კუთხეს ამშვენებს. განათების სიხშირე და სიმძლავრე მაღალი აქვს, ამიტომ, სივრცეს კარგად ანათებს. პლასტმასისგან დამზაადებული სანათი მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია. ენერგოეფექტური ხელსაწყო მცირედი ელ. ენერგიით, დიდ ძალას გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ, მიმდებარე სივრცესაც სწვდება და მაქსიმალურად ანათებს.

LINUS LED magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 550 lm       
  • ტიპი - LED   
  • კორპუსის ფერი - თეთრი     
  • მასალა - პლასტმასი 
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი -  A+             
  • სიმძლავრე (W) – 6
  • წონა (კგ) - 0.95          

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • განათების სიმძლავრე
  • ენერგოეფექტურობა

LEDEX-72132 მაგიდის სანათი Robotop შავი

Ledex- ის განსხვავებული სანათი გამძლე და ეფექტურია. შავი ფერის ხელსაწყო მეტალისა და პლასტმასის მასალისგან შედგება. მაგიდის სანათი მსუბუქია და ადგილს უპრობლემოდ შეუცვლით. ხელმისაწვდომი ფასი დამატებითი უპირატესობაა. ხარისხიანი ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. მაგიდის სანათი დიდხანს მოგემსახურებათ და მასთან ერთად სასიამოვნო წუთებს შეიქმნით.

LEDEX magidis sanati ROBOTOP

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - შავი         
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.45

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი

LEDEX-72148 მაგიდის სანათი Moard ვერცხლისფერი

Ledex- ის მრავალფეროვან სანათებში აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველს. ამჯერად, ვერცხლისფერ ხელსაწყოს გთავაზობთ. სიმძლვარე და განათების სიხშირე მეტად ეფექტურს ხდის. სასიამოვნო ფერი თვალებზე დადებითად მოქმედებს და სამუშაო პროცესიც მარტივდება. სხვა სანათების მსგავსად, კონკრეტული მოდელიც მსუბუქია. ამიტომ, ადგილს უპრობლემოდ შეიცვლის და ნებისმიერ სივრცეს მოერგება. საჭიროების შემთხვევაში, ერთ წლიანი გარანტიით ისარგებლებთ. კომფორტულ მაგიდის სანათს ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ტიპი - E27
  • კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • ხელმისაწვდომი ფასი

როგორ უნდა შეარჩიოთ მაგიდის სანათი ?

მაგიდის სანათის შერჩევა მარტივი და სასიამოვნო პროცესია. როგორც წესი, ბევრი თვისების გათვალისწინება არ გიწევთ. მთავარი ხელსაწყოს ხარისხია. Linus და Ledex კი სწორედ ასეთია, ამიტომ, ეს საკითხიც მარტივად იჭრება. ამის შემდეგ კი, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგიდის სანათები სხვადასხვა ფერისა და ფორმის არსებობს. განხილული მოდელების გარდა, Holst.ge- ზე მეტად მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. შეძენისას ფერის ტემპერატურაც გაითვალისწინეთ. რთული არც ეს  არის.  თავად განსაზღვრავთ, რომელი ნათება მოგწონთ თბილი თუ ცივი. წონით ყველა მათგანი მსუბუქია, ამიტომ, გადაადგილების პრობლემა არცერთს ექნება. მაგიდის სანათებს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. Holst.ge- დან კი სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ და კომფორტით ისიამოვნებთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება