ელექტრო ბურღები სახლის პირობებისთვის |
ელექტრო ბურღები სახლის პირობებისთვის |
ელექტრო დრელი ყველა ადამიანისთვის საჭირო ინსტრუმენტია. დრელის შეძენის გადაწყვეტილების მისაღებად არ არის საჭირო თქვენი საქმიანობა მოითხოვდეს ამას. შესაძლოა თქვენს საყვარელ ან საჭირო ნივთს ჭანჭიკი მოეშვას, ან იქნებ რომელიმე ავეჯის ინვენტარს. შესაძლოა სურათის დაკიდება მოგინდეთ, ამისთვის კი ხელოსანს ვერ გამოიძახებთ. ამიტომ ჯობს სახლში ელექტრო დრელი გქონდეთ.
ელექტრო დრელის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი. თქვენი სურვილი და საჭიროებები რეალურად წარმოიდგინოთ და იმის მიხედვით შეიძინოთ ბურღი.
სადენიანი ბურღი უფრო მძლავრი და გამძლეა ვიდრე უსადენო, ბატარეაზე მომუშავე. ელემენტის გაფუჭების შემთხვევაში დიდი ალბათობით მოგიწევთ მთლიანი დრელის გამოცვლა. სადენის გამოცვლა კი არასდროს არის პრობლემა.
დრელის სიმძლავრე და გამძლეობა ფასის პროპორციულია. ეს ორი დეტალი ნებისმიერი ბურღის თუ პერფერატორის მთავარი ღირსებაა. გაითვალისწინეთ, რომ თუ სახლის პირობებში აპირებთ დრელის გამოყენებას, არ არის აუცილებელი 700 ვატზე მეტი სიმძლავრე. ხოლო, თუ პროფესიული საქმიანობისთვის ეძებთ ელექტრო დრელს, მაშინ მეტი სიმძლავრე უმჯობესია.
ბურღი ჩაქუჩით, იგივე პერფერატორი, დაგჭირდებათ ბეტონთან, ქვასთან და მსგავს მასალებთან სამუშაოდ. ხშირად დრელი მხოლოდ ბრუნვის ფუნქციით ვერ ახერხებს გაბურღვას. ხურდება სვერლო და ტყდება. ამ დროს საჭიროა დრელს ჰქონდეს დარტყმის ფუნქცია.
როცა გახვრეტას იწყებთ განსაზღვრული უნდა გქონდეთ რა სიღრმეზე გინდათ მასალის გაჭრა. განსაზღვრა ერთია შესრულება კიდევ მეორე. ამ საქმეში სიღრმის მარეგულირებელი დაგეხმარებათ, რომელიც თითქმის ყველა ბურღს მოყვება ჰოლსტზე.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 710W
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.3
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2900min
ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დარტყმის სისრაფე 0-46400min
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/25mm/13mm
დამატებითი კომპლექტაცია:
ეს მოდელი ჰოლსტზე თოლსენის ბურღების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ის თავიდან ბოლომდე ამართლებს თოლსენის ბალანსის ფილოსოფიას. არის საკმარისად მძლავრი ნებისმიერ მასალასთან სამუშაოდ. ბურღს აქვს საკმარისი დარტყმა ბეტონის გასახვრეტად. არის საკმაოდ მსუბუქი, კომპაქტური და კომფორტული. ასევე ეს ბურღი ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ ჰოლსტზე შეიძინოთ.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
სიმძლავრე 600W
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.7
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
ვაზნის დიამეტრი 2-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/20mm/13mm
ქრაუნის ეს ბურღიც დაბალანსებულია და სახლის პირობებში გამოსაყენებლად კარგი არჩევანი იქნება. არის საკმაოდ მსუბუქი, რაც ხელს შეგიწყობთ დიდი ხნით მუშაობაში.
უპირატესობები:
ბრენდი BLACK&DECKER
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
სიმძლავრე 710W
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დარტყმის სისრაფე 0-47600min
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 10mm/25mm/10mm
დამატებითი კომპლექტაცია:
ბლექ ენდ დეკერის ნამდვილად ამართლებს თავის მიზანს, აქციოს ინდუსტრიული ნივთები სახლის ინვენტარად. ამერიკული ბრენდი ბლექ ენდ დეკერი ყოველთვის დაბალ ფასად გთავაზობთ ამა თუ იმ ინსტრუმენტს, ამ შემთხვევაში კი პერფერატორს. შეფუთვაში კი ამ ბურღს მოყვება: ქეისი დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. მოკლედ, მშვენიერი არჩევანია სახლისთვის შესაძენად ან მოყვარულებისთვის.
უპირატესობები:
ბრენდი DEWALT
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 750W
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.53
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დარტყმის სისრაფე 0-47600min
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 16mm/25mm/13mm
დამატებითი კომპლექტაცია:
მიუტევეთ სტატიების ავტორს, დევალტის პროდუქტებს ტკბილი ლუკმასავით ყოველთვის ბოლოსკენ რომ იტოვებს. დევალტის ელექტრო დრელის ქება ნამდვილად არ არის რთული საქმე. მისი დახვეწილი დიზაინი, საინჟინრო შესრულება, კორპუსის და შიდა ნაწილების მასალა, სიმძლავრე, გამძლეობა, ხარისხი და სიცოცხლის ხანგრძლივობა, ყველაფერი იდეალურთან ახლოს აქვს. თუ გინდათ, რომ თქვენი პერფორატორი დიდხანს და ხარისხიანად გემსახუროთ დევალტზე შეაჩერეთ არჩევანი.
უპირატესობები: