ელექტო დრელი - თქვენი მარჯვენა ხელი |
ელექტო დრელი - თქვენი მარჯვენა ხელი |
კედელთან მუშაობა ყველაზე კარგად ელექტრო დრელს გამოსდის. თქვენ ოღონდ მიუშვით და საქმეს რომ თავს კარგად გაართმევს, ორი აზრი არ არსებობს. ხელსაწყო სხვადასხვა რამისთვის გამოიყენება, კერძოდ, კედლის გასახვრეტად ან დასანგრევად. სამუშაო ნამდვილად რთულია, მაგრამ მარჯვე ხელსაწყო როდის იყო რამეს უშინდებოდა?! ჰოდა, ინსტრუმენტი ყველაფერს იდეალურად ასრულებს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. მთავარი ის არის, რომ სწორად შეარჩიოთ და თქვენს საქმეს ზუსტად მოარგოთ. მაგალითად, თუ კედლის ჩამოსანგრევად გინდათ, დაბალი სიმძლავრის არ უნდა შეიძინოთ, არამედ პირიქით და ა.შ. ამ ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ.
ნებისმიერი ინსტრუმენტის შერჩევას ცოტაოდენი ინფორმაციის ცოდნა სჭირდება. უფრო მეტიც, რაღაც საკითხები აუცილებელიც კია რომ იცოდეთ, რადგან ასე უფრო უკეთ მიხვდებით, თუ რა მონაცემების ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. პირველი ასეთი საყურადღებო საკითხი სიმძლავრეა. ეს მახასიათებელი მნიშვნელოვანია, როგორც დრელის, ასევე სხვა ხელსაწყოების შემთხვევაში. დასაწყისში გაკვრით ვახსენეთ და დროა დავკონკრეტდეთ. მოკლედ, დრელები საქმის სირთულიდან გამომდინარე იყოფა. პირველ კატეგორიაში მძლავრი, კედლის დასანგრევად გამოსადეგი ინსტრუმენტები შედის. ამ ხელსაწყოებს ყველანაირი საქმე გამოსდის. მეორე კატეგორია საშუალო ძალის დრელებს ეკუთვნის. ეს ხელსაწყოები ასეთივე დონის საქმეზე უნდა მიუშვა, არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი რომ არ არის. რაც შეეხება მესამე ტიპის საქმესა და ელექტრო დრელებს, აქ უკვე მსუბუქი სამუშაოები იწევს წინა პლანზე. დაბალი სიმძლავრის დრელი სწორედ ამ სახის საქმისთვის გამოგადგებათ.
როგორც სიმძლავრეა მნიშვნელოვანი, ასევეა ბრუნვის სიჩქარეც. ძირითადად, აქაც იგივე პრინციპია, რომელიც წინა აბზაცში ვახსენეთ. თუ ელექტრო დრელი რთული სამუშაოსთვის გჭირდებათ და ამავდროულად საქმე მოკლე დროშია შესასრულებელი, მაშინ რაც შეიძლება სწრაფი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში კი საშალო ან დაბალი სისწრაფე სრულიად საკმარისია.
თითოეული დრელი სხვადასხვა მასალაზე სხვადასხვა სიღრმით მუშაობს. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა ხელსაწყო თქვენს საქმეს კარგად მოერგოს. ინსტრუმენტები სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონი, ხე და მეტალი. აქედან ყველაზე ღრმად ხეზე საქმიანობს. თუმცა, მონაცემები ყველა დრელის შემთხვევაში სხვადასხვაა. გირჩევთ, სათითაოდ გაეცნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ხელსაწყო.
ვის არ ყვარს, სახლიდან გაუსვლელად საქმეების მოგვარება?! იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც საპირისპიროს იტყვის. განსაკუთრებით კარგია, როცა ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გიწევს და თავად ინსტრუმენტები მოდის შენამდე. ზუსტად ასეთ სერვისს გთავაზობთ Holst.ge - ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტი. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ასევე, ჩვენი უპირატესობებია ხელსაწყოების ფართო არჩევანი, საუკეთესო ბრენდები და ხარისხიანი ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელით. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი მომსახურებითა და ხელსაწყოებით იმედგაცრუებული ნამდვილად არ იქნებით.
ყველგან, სადაც ხარისხიანი, მძლავრი, ფუნქციურად გამართული და გამძლე ელექტრო დრელი ხსენდება, იქაა Dewalt- ის ეს კონკრეტული ხელსაწყო. ინსტრუმენტი სამი სახის მასალაზე მუშაობს და საქმეს თავს იდეალურად ართმევს. დრელს დამატებითი სახელური და სიღმის მარეგულირებელი მოყვება.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown-ის დრელს ბევრნაირი საქმის შესრულება შეუძლია, როგორც რთულის, ასევე მარტივის. ხელსაწყოს ბურღვისა და ბურღვის დროს დარტყმის ფუნქცია აქვს. ინსტრუმენტი ყველაზე მეტად ხეს ბურღავს, შედარებით ნაკლებად კი ბეტონსა და მეტალს.
უპირატესობები:
Tolsen-ის დრელი უფრო მარტივი საქმისთვისაა შექმნილი. კედლის გასახვრეტად იდეალურია. ინსტრუმენტს მხოლოდ ბურღვის ფუნქცია აქვს და სამი სახის მასალაზე მუშაობს.
უპირატესობები: