4 მწარმოებლის დრელი, სხვადასხვა ბენეფიტები

ძალიან ცოტა ინდუსტრიული იარაღია ისეთი მრავალფუნქციური, როგორიც არის დრელი. მისი მძლავრი ბრუნვა იმდენ სასარგებლო საქმეში შეიძლება გამოიყენოთ, რთულიც კია ჩამოვთვალოთ. მთავარია, ვიცოდეთ სწორი სტრატეგია და გვქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა. დრელი ყველა ხელოსნის მეგობარი და აუცილებელი ინვენტარია. ამის მიზეზი კი სწორედ მისი მრავალფუნქციურობა და პრაქტიკულობაა.

Tolsen-ის დრელი

Crown-ის ელექტრო დრელი

Stanley-ის ელექტრო დრელი

DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის ელექტრო დრელი

თუმცა, სანამ დრელის გამოყენების პრაქტიკულ გზებს ვისწავლით, იქამდე მისი მახასიათებლები განვიხილოთ. ეს მახასიათებლები მიანიშნებენ თუ რამდენად გამოდგება ესა თუ ის დრელი თქვენს მიერ შეთავაზებული სამუშაოსთვის. ზოგიერთი მომხმარებლისთვის უპირატესი მოთხოვნა არის დრელის კომპაქტურობა. მათთვის სიმძლავრე პრიორიტეტი არ არის, ვინაიდან მუშაობენ სხვადასხვა პატარა პროექტებზე, სხვადასხვა ლოკაციაზე. ზოგიერთი მომხმარებელი კი, რომელიც Holst.ge-ს უკავშირდება, მძლავრი დრელის შეძენას გეგმავს, ვინაიდან გააჩნიათ თავის საამქრო, სახელოსნო ან სხვ. ეს ორი შემთხვევა იმისთვის მოვიტანეთ, რომ მეტად გასაგები იყოს რას ვგულისხმობთ. როგორც წესი, სხვა შემთხვევები უფრო კომპლექსურია და მეტ დაკვირვებას მოითხოვს ელექტრო დრელის შეძენისას.

განვიხილოთ რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტრო დრელის შეძენისას.

ბრენდი

ბრენდის ნიშა, რომელიც დატანილია ჩვენს ინდუსტრიულ ხელსაწყოზე, ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია მისი ხარისხისა და გამძლეობის. როცა, ვიცით თუ რას წარმოადგენს ბრენდი, ზოგადი შეხედულება გვიჩნდება მის მიმართ. ბრენდის ცნობით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ეს დრელი ხარისხიანია, ან ამ დრელის ფასი ხელმისაწვდომი იქნება და ა.შ

Tolsen

ამ ბრენდის უამრავ პროდუქციას შეხვდებით Holst.ge-ზე. Tolsen-თან ჩვენი თანამშრომლობა განაპირობა იმ ხელმისაწვდომმა ფასმა, რასაც ეს ბრენდი გვთავაზობს საკმაოდ ხარისხიანი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. Tolsen ამომავალი წერტილი იყო ის აზრი, რომ ინდუსტრიულ ხელსაწყო არ არის მხოლოდ პროფესიონალებისთვის განკუთვნილი, ხელსაწყოს გამოყენება, მათ შორის დრელის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განურჩევლად სქესისა. შესაბამისად, მათთვის ვისთვისაც ხელსაწყო არ არის შემოსავლის წყარო, არამედ შეიძლება იყოს ჰობი, ან სახლის გასამართი საშუალება, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ინდუსტრიული ხელსაწყო შეიძინონ. სწორედ ამიტომ, Tolsen-მა დაიწყო თითქმის ყველა სახის ინდუსტრიული თუ არაინდუსტრიული ხელსაწყოს შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

Crown

ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ტექნიკა ყველაზე დაბალანსებულ კატეგორიას განეკუთვნება. ვინაიდან Crown-ის ინსტრუმენტები, ამ შემთხვევაში დრელი, საკმაოდ მაღალხარისხიანია და მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. მოყვარულებისთვის Crown-ის დრელი ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტია, რადგან მაღალ ხარისხს და ხანგრძლივ გამოცდილებას დაბალ ფასად შეიძენენ. შვეიცარული ბრენდის ნაწარმი აუცილებლად მოგანიჭებთ საუკეთესო გამოცდილებას ყველა მოყვარულსა და ენთუზიასტებს. თუმცა პროფესიონალებს კიდევ უფრო მაღალი თამასა აქვთ ხოლმე. ამიტომაც…

Stanley

ამერიკული ბრენდი, თავისი მაღალი ხარიხის პროდუქციით, აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს. მისი ხედვა ესეთია: აწარმოოს მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები, რომლის შეძენაც დამწყებთათვისაც არ იქნება დიდი პრობლემა. შესაბამისად, მისი გამძლეობა და ხარისხი პროფესიონალების არჩევანი ხშირად ხდება, ხოლო ასე თუ ისე ხელმისაწვდომი ფასი, მოყვარულებისთვისაც მიმზიდველია. ამ მწარმოებლის დრელი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია Holst.ge-ზე.

DeWalt

პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი DeWalt კი ყველასთვის კარგად ცნობილია. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია უკვე საუკუნეა, რაც ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს. გამოცდილება, დახვეწილი ინჟინერია, საუკეთესო საშენი მასალა DeWalt-ის დრელის შეძენას აუცილებლად მოგანდომებთ, თუმცა ამ ხარისხს შესაბამისი ფასიც ადევს. ამიტომაც, DeWalt იმ ადამიანების არჩევანი ხდება ხოლმე, ვინც კარგად იცის ამ ბრენდის ფასი და შესაძლებლობები.

სიმძლავრე

ელექტრო დრელის შესაძლებლობების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მისი სიმძლავრეა. დაბალი სიმძლავრის დრელი საშუალოდ 300-500 ვატისაა, საშუალო სიმძლავრის 500 – 700 ვატამდე, ხოლო მძლავრი ელექტრო დრელის სიმძლავრე 700 ვატს აღემატება.

დაბალი სიმძლავრის დრელი, როგორც წესი, უფრო კომპაქტური, პატარა და პრაქტიკულია. დაბალი სიმძლავრის ელექტრო დრელი საუკეთესოა სატარებლად, მიუდგომელ პროექტებზე სამუშაოდ.

საშუალო სიმძლავრის ელექტრო დრელი და მისი ფუნქციები დაბალანსებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. დაბალი სიმძლავრისა და პატარა მოტორის ელექტრო დრელი შეიძლება ძალიან პრაქტიკულია სატარებლად, თუმცა არც საშუალო სიმძლავრის ელექტრო დრელი ჩამოუვარდება ხოლმე. მართალია ცოტა გაზრდილია მისი მასა და მოცულობა, თუმცა შესაბამისად იზრდება მისი სიმძლავრეც.

მაღალი სიმძლავრის ელექტრო დრელი ძალიან კარგია დიდ პროექტებზე სამუშაოდ, ასევე რთულ მასალებზე, როგორიცაა ბეტონი, რკინა, ქვა და ა.შ. ამ სტატიაში მაღალი სიმძლავრის დრელის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი შეგვხვდება, თუმცა, თუ მაღალი სიმძლავრის ელექტრო დრელით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ Holst.ge-ზე გვეწვიოთ და დაათვალიეროთ დრელების ძალიან დიდი არჩევანი და შეარჩიოთ თქვენ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული მოდელი.

წონა

დრელის წონა საკმაოდ ყურადსაღებია, ვინაიდან ამ ინსტრუმენტით ხანდახან საათობით მოგიწევთ მუშაობა და რაც უფრო დიდი იქნება მისი მასა, მით უფრო გართულდება დროთა განმავლობაში მუშაობა, დაიღლებით და ხელი გეტკინებათ. თუმცა მაღალი სიმძლავრის ელექტრო დრელი დიდი მასით გამოირჩევა, ამიტომაც უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი და ისე შეიძინოთ ელექტრო დრელი.

ბრუნვის სიჩქარე

დრელის მოტორის ბრუნვის სიჩქარე მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელიც მის შესაძლებლობებზე მიუთითებს. რაც უფრო დიდია ბრუნვის სიჩქარე, მით უფრო მალე მორჩებით სამუშაოს. მაღალი ბრუნვის სიჩქარე განსაკუთრებით სასარგებლოა მსუბუქ მასალებზე, როგორიცაა ხე, ხოლო მძიმე მასალაზე, რკინაზე, ბეტონზე, ქვაზე და ა.შ. დაბალი სიჩქარით მუშაობა უმჯობესია. ასევე, არ არის რეკომენდირებული პლასტმასზე მაღალი სიჩქარით მუშაობა, ვინაიდან თუ სქელია პლასტმასის მასალა, შეიძლება ხახუნისაგან წარმოქმნილმა სიმხურვალემ დაადნოს ის.

Holst.ge ონლაინ მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი სახის ინდუსტრიული თუ არაინდუსტრიული ხელსაწყო შეგიძლიათ შეიძინოთ, მათ შორის დრელი. ჩვენი ონლაინ მაღაზია ასევე გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის მტვერსასრუტებს, ნათურებს და ა.შ.

ახლა კი განვიხილოთ Holst.ge-ზე არსებული რამდენიმე ელექტრო დრელი.

TOLSEN TOL1615-79500 ელექტრო დრელი 230VAC,400W

TOLSEN-TOL1615-79500 eleqtro dreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი     
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.5       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min     
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm       
  • ფუნქციები - ბურღვა         
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

Tolsen-ის დაბალი სიმძლავრის ელექტრო დრელი, რომელიც მოყვარულებზე და ენთუზიასტებზეა გათვლილი, ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე შეიძინოთ. მისი 400W სიმძლავრე თავისუფლად გაუმკლავდება პატარა და საშუალო სიდიდის პროექტებს. თუმცა, ეს დრელი არ არის საკმარისად მძლავრი, რომ დიდი ბეტონის კედელი ან ქვა გახვრიტოს. მართალია, ამას გააკეთებს თუმცა ხშირად მისი ამ კუთხით გამოყენება არ იქნება მისი საუკეთესო ფუნქცია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა
  • პრაქტიკულობა

CROWN CT10126-ელექტრო დრელი 400W

CROWN-CT10126 eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი     
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 1.4       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm       
  • ფუნქციები - ბურღვა         
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

დაბალანსებული ელექტრო დრელი ასევე 400 W სიმძლავრით, ამჯერად Crown-ისაგან. მიუხედავად დაბალი სიმძლავრისა, ეს დრელი ძალიან გამძლეა და თავისუფლად გაუმკლავდება საშუალო სიდიდის პროექტებს. ამასთან მისი შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • პრაქტიკულობა
  • კომპაქტურობა

STANLEY STDR5510C-RU ელ. დრელი 550W

STANLEY-STDR5510C-RU eleqtro dreli

  • ბრენდი - STANLEY                   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი     
  • სიმძლავრე - 550W
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 2.11     
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm       
  • ფუნქციები - ბურღვა         
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm

მაღალხარისხიანი დრელი თუ გნებავთ საშუალო სიმძლავრით, Stanley-ის ეს დრელი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. მისი სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ქვას, მეტალს, ბეტონს, თუმცა არ გააჩნია დარტყმის ფუნქცია, რაც გადამწყვეტია ბეტონთან მუშაობისას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • დაბალანსებული მონაცემები

Dewalt DWD024S-QS ელ. დრელი ჩაქუჩით 13mm

Dewalt-DWD024S-QS eleqtro dreli chaquchit

  • ბრენდი - DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 750W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 2.53
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

პრემიუმ ხარისხის დრელი 750W სიმძლავრით და დარტყმის ფუნქციით იდეალურია ნებისმიერი პროფესიონალისთვის და არაპროფესიონლისთვისაც. ეს დრელი დაკომპლექტებულია დამატებითი სახელურითა და სიღრმის მარეგულირებელით.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება