ელექტრო ფრეზი - პატარა ინსტრუმენტი უზარმაზარი შესაძლებლობებით

ალვის ხე ცამდე ასული, ჭინჭველას წაუქცევიაო, ხომ გაგიგიათ? რაღა თქმა უნდა, არც ალვის ხის მოჭრას გირჩევთ, არც კარალიოკის და ბუჩქსაც ნუ შევეხებით ისე, თუ უკიდურესი საჭიროება არ იქნება. საქმე ის არის, რომ ერთი შეხედვით პატარა რაღაცით ძალიან დიდი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, „პატარა რაღაცა“ ელექტრო ფრეზი გახლავთ, დიდი რამე კი - ის ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ და რაშიც უკვე ნახსენები ინსტრუმენტი უზარმაზარ დახმარებას აღმოგიჩენთ.

რა არის და რისთვის გამოიყენება ელექტრო ფრეზი?

ელექტრო ფრეზი - ეს არის ხის, პლასტმასისა თუ ლითონის დასამუშავებელი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ჭრის, საჭირო ფორმების მიღებისა და ბურღვისთვის. საბოლოო ჯამში, ფრეზი გახლავთ ხელსაწყო მათთვის, ვისაც ხელმარჯვე ოსტატობა ეხერხება.

ელექტრო ფრეზი შემდეგნი მიზნებისთვის გამოგადგებათ:

  • ხეხვა, გაპრიალება, დახვეწა;
  • ღარების, ნარიმანდის ამოჭრა;
  • ბურღვა;
  • ჭრა და გრავირება;

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან ერთად, კლასიფიკაციიდან გამომდინარე, შეიძლება ელექტრო ფრეზის შერჩევა საყოფაცხოვრებო ან პროფესიონალური სამუშაოების წარმოებისთვის.

ელექტრო ფრეზის მახასიათებლები

პარამეტრები, რომლებიც საერთოა ყველა კონსტრუქციისთვის:

- ძრავის სიმძლავრე. ფრეზის შერჩევა სწორედ ამ პარამეტრით უნდა დაიწყოთ.

- ცანგის ზომა. ბოლოვანას დიამეტრი, რომლითაც კონკრეტული მოდელი მუშაობს. გასათვალისწინებელია, რომ იმაზე დიდი ბოლოვანა, ვიდრე რეკომენდებულია, მაღალ სიმძლავრეების მიღწევას ხელს უშლის, ხოლო ზედმეტად პატარა, პირიქით, მის გამო შესაძლოა, სიმძლავრე ჭარბი აღმოჩნდეს და ინსტრუმენტმა დატვირთვას ვერ გაუძლოს.

- ბრუნების მაქსიმალური სიჩქარე. რაც მეტია სამუშაო ნაწილის დიამეტრი, მით ნაკლები ბრუნებია საჭირო.

- მაქსიმალური სვლა. სიღრმე, რომლის მიღებაც ინსტრუმენტის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ელექტრო ფრეზების სახეობები

მაშ, ვსაუბრობთ იმაზე, რა სამუშაოების შესრულება შეიძლება ელექტრო ფრეზის მეშვეობით. ჩამონათვალი ნამდვილად შთამბეჭდავია, რაც ზემოთ უნდა აღვნიშნეთ. ახლა ისიც ვთქვათ, ინსტრუმენტის რა სახეობები არსებობს და რა თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული მათგანი.

გამოვყოთ ყველაზე გავრცელებული სახეობები:

  • უნივერსალური (ვერტიკალური) - პოპულარობის მიხედვით ეს მოდელი პირველ ადგილს იკავებს. მისი დანიშნულებაა ხის მასალაზე ზუსტი და გამჭოლი ნახვრეტების დატანა. ასევე, უნივერსალური ფრეზით დამუშავდება კიდეები, უსწორმასწორო ზედაპირები. სამუშაო სვლა ზოგიერთ მოდელში უშუალოდ ფრეზირების პროცესში რეგულირდება;
  • ლამელური - აპარატი გამოიყენება ფირფიტების დამუშავებისთვის ავეჯისა და კარების დასამზადებლად. სხვა მოდელებთან შედარებით, მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია. ლამელური ელექტრო ფრეზი ადვილად უმკლავდება შპონს;
  • როტაციული - გამოიყენება ხის, თაბაშირმუყაოს, კერამიკული ფილების გასახვრეტად;
  • ნაწიბურების მოსაშორებელი.

ინსტრუმენტი განსხვავებულია არა მხოლოდ დანიშნულების, არამედ პარამეტრების მხრივაც. იგულისხმება სიმძლავრე, წონა, ზომა, ფუნქციები. ვიდრე ფრეზს შეიძენთ, თავდაპირველად დაისახეთ მინები, განსაზღვრეთ, რისთვის გამოიყენებთ, შეაფასეთ დატვირთვა და ასე შემდეგ.

რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შესაძლოა, ელექტრო ფრეზი პატარაა, მაგრამ მართლაც დიდ საქმეს აკეთებს - სიზუსტე, სიჩქარე და კომფორტი ერთ მოწყობილობაში - სწორედ ამიტომ არის ის აუცილებელი იარაღი ყველასთვის, ვისაც ან უბრალოდ ხელმარჯვე ოსტატობა ხიბლავს და მით უმეტეს მათთვის, ვისაც შესაბამისი პროფესია აქვს.

CROWN CT11020 - ელექტრო ფრეზი 430W

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 430W
  • ზომა - 6mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421753
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცვლელი პირი + ადაფტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-26000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-30mm

CROWN CT11012 - ელექტრო ფრეზი 1050W

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 1050W
  • ზომა - 8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422491
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - გადამყვანი 6mm + მიმმართველი + ადაფტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 12000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

CROWN CT11002 - ელექტრო ფრეზი 1400W

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ზომა - 12mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421739
  • წონა (კგ) - 4.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - გადამყვანი 6mm და 8mm + მიმმართველი + ადაფტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 9000-28000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება