ელექტრო ფრეზი - რთული დავალებების მარტივად მოსაგვარებლად

ვინც საქმეში ჩახედულია, შესაძლოა, ისიც კი თქვას, სულაც არ არის მარტივი ელექტრო ფრეზი, რაც მე ამ ინსტრუმენტით მუშაობის „დამუღამებას“ დრო და ნერვები შევალიეო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მონდომებას შედეგი ყოველთვის შესაბამისი აქვს, მათ შორის, ფრეზით მუშაობის სწავლის პროცესსაც. ჰოდა, როცა ისწავლით, ყველაზე რთულ დავალებებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით და საუცხოო შედეგებსაც მიიღებთ.

რას ნიშნავს ფრეზირება და რისთვის არის საჭირო ელექტრო ფრეზი

ფრეზი გახლავთ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დამუშავდეს როგორც ხის, ისე პლასტმასისა თუ ლითონის მრავალფეროვანი დეტალები, ასევე, ქვა, კერამიკა, რთული კომპოზიტები, ორგმინა და ასე შემდეგ.

ხის დამუშავებაზე რომ ვთქვათ დამატებით, ელექტრო ფრეზი ჩინებულად უმკლავდება ხის სამუშაოებს, დაწყებული ზედაპირის სიბრტყის ჩვეულებრივი ფორმირებით დაწყებული, საკმაოდ რთული ელემენტების გამოყვანით დამთავრებული, რისი შედეგიც ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავს, ვიდრე სადურგლო ნაწარმს.

ხის დასამუშავებელ სხვა ინსტრუმენტებს რომ შევადაროთ, ფრეზის მექანიზმი გაცილებით უნივერსალურია. მას ხშირად იყენებენ პლასტმასასთან, მინასთან, კერამიკასთან მუშაობის დროსაც, თუმცა, მთავარი დანიშნულება მაინც ხესთან მუშაობაა.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო ფრეზი

დავიწყოთ იმით, რომ არსებობს ელექტრო ფრეზის ორი მთავარი კატეგორია: უნივერსალური და სპეციალიზებული. იმისთვის, რომ გაიგოთ, ზუსტად როგორი ელექტრო ფრეზი გჭირდებათ, მის ტიპებში უნდა ერკვეოდეთ და ისიც იცოდეთ, რა სახის სამუშაოების შესრულება შეუძლია.

თავდაპირველად, შეძენამდე, აუცილებელია, განსაზღვრული გქონდეთ, რამდენად ხშირად გამოიყენებთ ინსტრუმენტს, რა მასალას დაამუშავებთ - ამით მარტივად დაასკვნით, უნივერსალური გჭირდებათ, თუ სპეციალიზებული.

ამასთან ერთად, არსებობს ინსტრუმენტის შემდეგი სახეობები, რასაც უკეთ ჩავშლით:

  • უნივერსალური (ვერტიკალური) - პოპულარობის მიხედვით ეს მოდელი პირველ ადგილს იკავებს. მისი დანიშნულებაა ხის მასალაზე ზუსტი და გამჭოლი ნახვრეტების დატანა. ასევე, უნივერსალური ფრეზით დამუშავდება კიდეები, უსწორმასწორო ზედაპირები. სამუშაო სვლა ზოგიერთ მოდელში უშუალოდ ფრეზირების პროცესში რეგულირდება;
  • ლამელური - აპარატი გამოიყენება ფირფიტების დამუშავებისთვის ავეჯისა და კარების დასამზადებლად. სხვა მოდელებთან შედარებით, მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია. ლამელური ელექტრო ფრეზი ადვილად უმკლავდება შპონს;
  • როტაციული - გამოიყენება ხის, თაბაშირმუყაოს, კერამიკული ფილების გასახვრეტად;
  • ნაწიბურების მოსაშორებელი.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ინსტრუმენტის შერჩევისას ურიგო არ იქნება შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • სიმძლავრე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. რაც უფრო რთულია დასამუშავებელი მასალა, მით მძლავრი ინსტრუმენტია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუმენტი დავალებას ვერ შეასრულებს და ისიც კი არ არის გამორიცხული, მწყობრიდან გამოვიდეს.
  • შესრულებული სამუშაოს სიზუსტე - ყველა მოდელის დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაოს ცდომილება. ამდენად, თუკი გსურთ მასალაზე დაიტანოთ ფიგურები, გარკვეული ფორმები, არჩევანი უნდა გააკეთოთ მოდელზე, რომელსაც ცდომილების პარამეტრის მინიმალური მაჩვენებელი აქვს.
  • დამატებითი ფუნქციონალი -  არსებობს ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც ნაკლებად საჭიროა და ინსტრუმენტს მხოლოდ ფასის გაზრდისთვის აქვს მიღებული, მაგრამ პარალელურად, არსებობს უკიდურესად სასარგებლოც. მაგალითად, თანდათანობით გაშვება. ამ ფუნქციის ხარჯზე, მოტორი ნელ-ნელა იწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, ინსტრუმენტის ხელიდან გავარდნის რისკი არ არსებობს.
  • ჭრის სიღრმე - ადრე თუ გვიან საკმაო სისქის მასალასთან მუშაობის დროც დადგება. ამდენად, უმჯობესია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც ჭრის სიღრმის საფეხუროვანი რეგულირების ფუნქცია აქვს.

TOLSEN TOL2291-79539 ელ. მინი ფრეზი 650W

Tolsen eleqtro frezi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 500W
  • ზომა - 1/4″ & 6mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799368
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 33500min

CROWN CT26010HX - როუტერი ელემენტის გარეშე 20V Max

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - 6 / 8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186240840
  • წონა (კგ) - 2.29
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კომპლექტაცია - მიმმართველი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 10000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 20mm

Dewalt DW615-QS ელექტრო ფრეზი 900W

Dewalt eleqtro frezi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 900W
  • ზომა - 6-8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402294176
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - გადამყვანი 17/13mm და 8mm + მიმმართველი + მტვრის შესაგროვებლის + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-24000min
  • ფუნქციები - ფრეზირების დიამეტრი 36mm
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება