ელექტრო ფრეზი ხეზე სამუშაო მოწყობილობაა, რომელიც ღრმული ჭრისთვის გამოიყენება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ორნამენტების ამოჭრა, კიდეების გათლა და სხვ. ხის ფრეზი დურგლების საყვარელი ელექტრო იარაღია და ძირითადად ამ პროფესიის ადამიანები უკავშირდებიან ჩვენ ონლაინ მაღაზიას ფრეზის შესაძენად.

Crown ფრეზი

B&D ფრეზი

DeWalt ელექტრო ფრეზი

ფრეზის შეძენისას გადამწყვეტი მახასიათებელი მისი სიმძლავრეა. რაც უფრო მაღალი სიმძლავრისაა ფრეზი, მით მეტია მისი შესაძლებლობები. თუმცა ენერგიის ზრდა მოითხოვს მოტორის და მთლიანი ფრეზის გაბარიტების გაზრდასაც. შესაბამისად, ექსპერტების თქმით, ოქროს შუალედი 1500 ვატია.

ასევე, გასათვალისწინებელია ფრეზის მოტორის ბრუნვის სიჩქარეც, ვინაიდან მაღალი ბრუნვა გულისხმობს დანის პირის მეტ შეხებას ზედაპირთან. შედეგად, კი ვიღებთ უფრო მაღალი ხარისხით დამუშავებულ მასალას. დაბალი ბრუნვის სიჩქარის ფრეზი არ არის რეფკომენდირებული, გარდა პლასტმასის და სხვა მსგავსი მასალის გაჭრისა. ვინაიდან, მაღალმა სიჩქარემ შესაძლოა დაადნოს პლასტმასი და ვერ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ხარისხი, რომელში დასარწმუნებლადაც ბრენდებში უნდა ერკვეოდეთ. ჩვენ სტატიაში განხილულია სამი ბრენდის ელექტრო ფრეზი.

Crown - რომელიც მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით, დომინირებს ბაზარზე. შვეიცარიული ტექნოლოგიების სიზუსტე და გამძლეობა, არჩევანის მასზე შეჩერების შემთხვევაში, აუცილებლად შეგაყვარებთ თავს.

Black and Decker - რომელიც დაბალშემოსავლიან ადამიანებისთვისაც კი ხელმისაწვდომია. მიუხედავად მცირე ფასისა, ხშირად ხდება პროფესიონალების არჩევანიც, ვინაიდან ამერიკული ბრენდის ფრეზი სიმძლავრით გამოირჩევა.

DeWalt - ბრენდი, რომელიც ყველა დამწყებმა იცის. ინდუსტრიული ხელსაწყოების პორშე და ბენტლი. უმაღლესი ხარისხი, რომელიც ფასს ნამდვილად ამართლებს და მაინც არ არის ისეთი ძვირი, როგორიც ახლა წარმოიდგინეთ. მართალია სხვა ბრენდებთან შედარების ფასი განსხვავდება, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობით ორჯერ და სამჯერ აღემატება.

CROWN CT11002-ელექტრო ფრეზი 1400W

crown eleqtro frezi

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე 1400W
  • ზომა 12mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.2
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 9000-28000min
  • მუშაობის სიღრმე 0-50mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 6mm და 8mm
  • მიმმართველი
  • ადაფტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი     

Crown-ის მაღალი ხარისხის ელექტრო ფრეზი 1400 ვატი სიმძლავრისაა და ნებისმიერი სირთულის დავალებას მაღალი ხარისხით გაართმევს თავს. ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარეც მის პროფესიონალურობაზე მიუთითებს. ამ ფრეზის შეძენის შემთხვევაში, საკმაოდ დაბალ ფასად უმაღლესი ხარისხის და ძალიან გამძლე ფრეზი გექნებათ საწყობში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე
  • რეგულირებადი ბრუნვის სიჩქარე

B&D KW1200EKA-QS-ელ. ფრეზი 1200W

B&D eleqtro frezi

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე 1200W
  • ზომა 6mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.37
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-28000min
  • ფუნქციები ფრეზირების დიამეტრი 30mm
  • მუშაობის სიღრმე 0-55mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 6.35mm და 8mm
  • მიმმართველი
  • ადაფტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი
  • 6 ცალი საცვლელი პირი      

B&D-ის ფრეზი 1200 ვატი სიმძლავრით, რომელსაც დამატებით კომპლექტაციაში ექვსი საცვლელი პირი მოყვება, საკმაოდ სარფიანი შენაძენი იქნება. მისი ფასის, სიმძლავრის, გამძლეობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Holst.ge-ზე და ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფრეზი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია

Dewalt DW615-QS ელექტრო ფრეზი 900W

dewalt eleqtro frezi

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე 900W
  • ზომა 6-8mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.9
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 8000-24000min
  • ფუნქციები ფრეზირების დიამეტრი 36mm
  • მუშაობის სიღრმე 0-55mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 17/13mm და 8mm
  • მიმმართველი
  • მტვრის შესაგროვებლის
  • პარალელური მისაბჯენი     

DeWalt-ის პრემიუმ ხარისხი ამ ფრეზით შეგიძლიათ იგრძნოთ. ეს ფრეზი, ზემოთ მოხსენებულ ექსპერტების რეკომენდაციას უგულებელყოფს და 900W სიმძლავრით გვთავაზობს იმას, რაც კონკურენტების ელექტრო ფრეზისაგან ორჯერ მეტი სიმძლავრით არის შესაძლებელი. DeWalt-ის ეს ფრეზი განსაკუთრებულად დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა, რომელიც პირველ რიგში პრემიუმ ხარისხით არის განპირობებული.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება