იქნება ეს ფიცრის კიდისა და კუთხის მომრგვალება, თუ მის ცენტრში ღრმულის გაკეთება ელექტრო ფრეზი საუკეთესო ინსტრუმენტია მსგავსი სამუშაოებისათვის. ეს მრავალმხრივი, მაღალსიჩქარიანი ელექტრო ხელსაწყო ზუსტი შაბლონებისა და მჭიდროდ მორგებულ, ერთმანეთში ჩამჯდარ მასალების შექმნას ბევრად სწრაფ პროცესად აქცევს, ვიდრე ხელის ხელსაწყოებით შეიძლება იგივეს გაკეთება.

Crown-ის ელექტრო ფრეზი

Stanley-ის ელექტრო ფრეზი

DeWalt-ის ელექტრო ფრეზი

რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ საუკეთესო ელექტრო ფრეზი

იმისათვის, რომ ელექტრო ფრეზის შეძენისას გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება, გარკვეული წარმოდგენა უნდა გქონდეთ მის მახასიათებლებზე და მწარმოებელ ბრენდებზე.

ბრენდი

ბრენდი ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ პროდუქციაზე. როდესაც კარგად ვიცნობთ ბრენდს, ვიცით რა არის ბრენდის პრიორიტეტი და წარმოების ფილოსოფია, ვიცით ამ პროდუქტის შესაძლებლობებიც.

Crown

ეს ბრენდი აწარმოებს საშუალოზე მაღალი ხარისხის პროდუქციას, მათ შორისაა ელექტრო ფრეზი. მიუხედავად მაღალი ხარისხისა, Crown ცდილობს თავისი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მსურველისთვის და ინარჩუნებს დაბალ ფასებს. შედეგად, Crown-ის ელექტრო ფრეზი საკმარისად კარგია იმისათვის, რომ დიდ და მასიურ პროექტებს გაუმკლავდეს და საკმარისად ხელმისაწვდომია მოყვერულებისთვისაც კი.

Stanley

ამერიკული მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიოში. ამ ყოველივეს კი ხარისხიანი პროდუქციის შექმნით მიაღწია. Stanley-ის პროდუქტი კიდევ უფრო მაღალხარისხიანი და გამძლეა. ამასთან, ენთუზიასტებს ცოტაოდენი დანაზოგის გაკეთებით, მარტივად შეუძლიათ Stanley-ის ელექტრო ფრეზი შეიძინონ. ელექტრო ფრეზები ამ ბრენდირებით, ძალიან დიდ ხანს და ძალიან მაღალ დონეზე მოგემსახურებათ.

DeWalt

DeWalt არის ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხის ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს. DeWalt-ის ელექტრო ფრეზი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, ბაზარზე. თუმცა, პრემიუმ ხარისხის ელექტრო ფრეზის შეძენა შესაბამის ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ თქვენთვის ხარისხი, გამძლეობა და ელექტრო ფრეზის შესაძლებლობები პრიორიტეტულია, მაშინ დროა დანაზოგი გააკეთოთ და DeWalt-ის ელექტრო ფრეზი შეიძინოთ.

სიმძლავრე

ელექტრო ფრეზი მძლავრი ინსტრუმენტია. რაც უფრო მძლავრია, მით უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მძლავრი ელექტრო ფრეზი მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად აკეთებს დაკისრებულ სამუშაოს. ელექტრო ფრეზის სიმძლავრის მატებასთან ერთად, იკლებს მისი კომპაქტურობა და უფრო ტლანქი ხდება სატარებლად და გადასაადგილებლად. ამიტომაც, მოგიწევთ მოძებნოთ ოქროს შუალედი სიმძლავრესა და კომპაქტურობას შორის.

ბრუნვის სიჩქარე

მაღალი ბრუნვის სიჩქარე ნიშნავს სწრაფად დამთავრებულ საქმიანობას, და ამასთან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ელექტრო ფრეზი ხარისხიანად, დეფექტების გარეშე გააკეთებს ჩაღრმავებას. ხის მასალა ელექტრო ფრეზისთვის არ არის რთული დასამუშავებელი, შესაბამისად მაღალი სიჩქარით მუშაობა, როგორც წესი მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილება.

კომპლექტაცია

კომპლექტაცია ერთ-ერთი მთავარი წამახალისებელი კომპონენტია ამა თუ იმ ელექტრო ფრეზის შეძენისას. კარგად აღჭურვილი ელექტრო ფრეზი დიდი ხნის განმავლობაში აგარიდებთ თავიდან მაღაზიაში წასვლას მათ შესაძენად. ამასთან, დაკომპლექტებული ელექტრო ფრეზი ბევრად უფრო მიმზიდველია, აჩენს შეგრძნებას, რომ თითქოს მწარმოებელმა ჩვენზე და ჩვენს მოთხოვნებზე იზრუნა.

CROWN CT11002-ელექტრო ფრეზი 1400W

CROWN-CT11002 eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN                   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1400W
  • ზომა - 12mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 4.2       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 9000-28000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 6mm და 8mm
  • მიმმართველი
  • ადაფტერი
  • მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი
  • პარალელური მისაბჯენი     

Crown-ის ელექტრო ფრეზი ტოპ 3 საუკეთესოებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მისი დაბალანსებული ფასი და ხარისხი აქცევს მას ერთ-ერთ საუკეთესოდ. ამასთან ელექტრო ფრეზი დაკომპლექტებულია უამრავი საჭირო დეტალით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია

STANLEY SRR1200-RU ელ. ფრეზი 1200W

STANLEY-SRR1200-RU eleqtro frezi

  • ბრენდი - STANLEY                   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 1200W
  • ზომა - 6mm; 6.35mm; 8mm   
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 4.5       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-28000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

მიუხედავად Crown-ის ელექტრო ფრეზისა, ყველაზე დაბალანსებული ელექტრო ფრეზის წოდება მაინც Stanley-ის ამ ელექტრო ფრეზის ხვედრია. მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი ამ ელექტრო ფრეზის დასახასიათებლად გამოდგება.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

Dewalt DW615-QS ელექტრო ფრეზი 900W

Dewalt-DW615-QS eleqtro frezi

  • ბრენდი - DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი       
  • სიმძლავრე - 900W
  • ზომა - 6-8mm
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 2.9       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-24000min
  • ფუნქციები - ფრეზირების დიამეტრი 36mm         
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი 17/13mm და 8mm
  • მიმმართველი
  • მტვრის შესაგროვებლის
  • პარალელური მისაბჯენი     

საუკეთესო ელექტრო ფრეზი, რა თქმა უნდა, DeWalt-ის პროდუქტია. მისი გამძლეობა, ხარისხი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, დიზაინი, კომპლექტაცია და ა.შ. აქცევს მას უკონკურენტოდ.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპლექტაცია
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება